LULA_QABABI
გამარჯობა, მადლობ პასუხისთვის
ესეიგი როგორაა მდგომარეობა
გერმანიაში ვსწავლობ და საუკეთესო დაზღვევა მაქვს, ასე რომ ექიმთან მისვლის პრობლემა არ მაქვს. მაგრამ ერთხელ მივედი დერმატოლოგთან და მითხრა არაფერი არ გჭირსო, ხოდა მე რომ გავუხურე გინდა თუ არა მჯირს მეთქი, აჰა კარგი შენ ანტიბიოტიკი და თუ რამე ამოგივა წაისვიო (იმ დღეს არ მქონდა მაინდამაინც არაფერი

.... ხოდა მეორედ მისვლა მეზარება, თან არაფერი არ გჭირსო რო მითხრა.... ეხლა მინდა სხვასთან მივიდე და ეს მჭირს მეთქი ვუთხრა რომ წესიერად გამოიკვლიოს.
ესეიგი მაქვს ხოლმე დაახლოებიტ 3, 4 ცალი (მაკსიმუმ 6,7) მუწუკი, დაახლოებით 6-7 მილიმეტრი დიამეტრით. მარტო თავში, არ მექავება, არის ჩირქოვანი, ანუ თმის ძირი ჩირქდება ხოლმე (ჩვეულებრივი აკნე როგორიც არის ისეთი ზუსტად). თავისით რჩება ხოლმე 4, 5 დღეში მაგრამ მერე სხვაგან ამომდის. თავის კანი კარგ მდგომარეობაში მაქვს, ვიტამინებს რეგულარულად ვიღებ, კარგად ვიკვებები და ანტიალერგიულ სამედიცინო შამპუნებს ვხმარობ. (სხვაგან არსად არ მაქვს მუწუკები, და თავზეც მაქვს ხოლმე მაქსიმუმ 6, 7), ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარება საუკეთესო მაქვს.
ანტიბიოტიკი არ მახსოვს რა იყო, კრემი არ იყო სითხე იყო, რაღაცის ზეთზე.
ხოდა ეს დამეწყო მარტში მერე მაისში გადავივლე ეგ ანტიბიოტიკი, ერთი ოთხჯერ მთელ თავზე, და ერთი სამი თვით მომირჩა, მამგრამ ეხლა ისევ დამეწყო.
ანტიბიოტიკები გერმანიაში არ იყიდება რეცეპტის გარეშე, ასე რომ ამ კვირაში მივალ აუცილებლად დერმატოლოგთან მაგრამ წინასწარ მინდა რაიმე ინფორმაცია შევაგროვო, ამანაც რომ არ მითხრას არაფერი არ გჭირსო.
რისი ბრალი შეიძლება იყოს?