გენი — წარმოადგენს მემკვიდრეობის ფიზიკურ და ფუნქციურ ერთეულს, რომლის მეშვეობითაც ხდება ინფორმაციის გადატანა ორგანიზმების ერთი თაობიდან მეორეში. მოლეკულურ დონეზე იგი არის დნმ–ს მონაკვეთი, რომელიც მოიცავს ფუნქციური ცილის ან რნმ–ის სინთეზისათვის საჭირო ყველა ინფორმაციას. კერძოდ, გენის დნმ–ის ნუკლოტიდური თანამიმდევრობა მოიცავს ეგზონებს, ინტრონებს და არაკოდირებად ტრანსკრიფციის რეგულატორულ ელემენტებს.
გენომი — ორგანიზმის უჯრედში შენახული მემკვიდრული მასალის ერთობლიობა. გენომი შეიცავს ბიოლოგიურ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია
ორგანიზმის აგებისა და მხარდაჭერისთვის. გენომების უმეტესობა, მათ შორის ადამიანისა და სიცოცხლის ყველა სხვა უჯრედული ფორმისთვის, აგებულია
დნმ-სგან, თუმცა ზოგიერთ ვირუსს აქვს რნმ-ისგან შემდგარი გენომი.
მემკვიდრეობითობა — ორგანიზმების თვისება, გადასცენ საკუთარი ნიშან-თვისებები და განვითარების მახასიათებლები შთამომავლობას. ამ თვისების
წყალობით ყველა ცოცხალი ორგანიზმი საკუთარ შთამომავლებში ინახავს სახეობის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს. მემკვიდრული ნიშნების ამგვარი დამემკვიდრება უზრუნველყოფილია გენეტიკური ინფორმაციის გადაცემით. ეუკარიოტებში მემკვიდრეობითობის მატერიალურ ერთეულებს წარმოადგენენ
გენები, რომლებიც ლოკალიზებულია ბირთვის ქრომოსომებსა და ორგანელების დნმ-ში. მემკვიდრეობითობა ცვალებადობასთან ერთად უზრუნველყოფს
სიცოცხლის ფორმების მუდმივობასა და მრავალფეროვნებას და საფუძვლად უდევს ცოცხალი ბუნების ევოლუციას. მემკვიდრეობითობა და ცვალებადობა
გენეტიკის შესწავლის საგანს წარმოადგენს.
***
ყველაფერში დამნაშავეა გენები
https://www.aversi.ge/ka/cnobari/538/yvelaf...nashavea-genebiსად დევს სიცოცხლის საიდუმლოს გასაღებისაოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანის სიცოცხლის საიდუმლო ერთმანეთზე გადაგრეხილ ორ უწვრილეს ძაფშია დამალული. ეს გახლავთ დნმ, იგივე დეზოქსირიბონუკლეინმჟავა, მარტივად, რომელიც ყველა უჯრედის ბირთვშია მოთავსებული. დნმ ძაფზე აცმულ მძივს ჩამოჰგავს, სადაც მძივის თითოეული ბურთულა, არც მეტი, არც ნაკლები, ქრომოსომას წარმოადგენს. სწორედ ქრომოსომებშია ჩაქსოვილი ასეულობით გენი. საბოლოო ჯამში ერთი დნმ ასიათასობით გენის მატარებელი ხდება, რომელთაგან ნახევარი დედისეულია, ნახევარი – მამისეული.
საზოგადოდ, დნმ-ში არსებული ყველა ქრომოსომა, გარდა მამაკაცის სასქესო ქრომოსომებისა, რომლებიც მხოლოდ სასქესო უჯრედებში – გამეტებში მოიპოვება, დაწყვილებულია. სულ 23 წყვილია (ესე იგი, 46 ცალი). ქრომოსომები განაყოფიერებისას წყვილდებიან და ხდება ისე, რომ გენების შეხვედრისას ერთი მათგანი მეორეს უსიტყვოდ ემორჩილება. უფრო სწორად, ორი ერთნაირი (დედისა და მამის) გენის შეხვედრისას მხოლოდ ერთი ავლენს თავს. სწორედ ამ უკანასკნელზეა დამოკიდებული მომავალი თაობის ესა თუ ის (მამისეული თუ დედისეული) თვისება. ასეთ გენს დომინანტური ეწოდება, დათრგუნულ გენს კი გენეტიკოსებმა რეცესიული შეარქვეს.
მომავალ თაობას რეცესიული ნიშანი რომ გამოუვლინდეს, ასეთი გენი ორივე მშობლისგან უნდა გადაეცეს, დომინანტურის გამოსავლენად კი ისიც საკმარისია, აქტიური გენი მხოლოდ ერთი მშობლისგან ერგოს.
***
ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაცია • Young Biologists' Association
გენეტიკური პასპორტი!
მეტად პატივცემულმა პიროვნებამ, 2001 წლის ნობელის ლაურეატმა პოლ მორისმა, ამგვარი პროგნოზი გააკეთა: ”სულ რაღაც 20 წლის შემდეგ ყოველ ახალდაბადებულს გენეტიკური პასპორტი გადაეცემა. უფრო ზუსტად, მეტრიკა, სადაც დეტალურად იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია მისი გენეტიკური მახასიათებლების შესახებ”.
ასეთი ვარაუდი ბატონმა მორისმა მას შემდეგ გამოთქვა, რაც 2000 წელს გენეტიკოსებმა გენომის გაშიფვრა მოახერხეს და თამამად განაცხადეს, რომ ისინი სამყაროს გადაარჩენდნენ. როგორ? როგორ და ასე:
ადამიანის გენომის ცოდნა თურმე ფარმაკოლოგიაში ახალ ახალი მწვერვალების დაპყრობას გვპირდება: მას შემდეგ, რაც პაციენტის გენომში ამა თუ იმ დაავადების გამომწვევ გენს აღმოაჩენენ, მისთვის ინდივიდუალურ მედიკამენტსაც შექმნიან. თუ ფარმაკოლოგიამ ეს ვერ შეძლო, დაზიანებულ გენს გენური თერაპია მიხედავს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს მიღწევა კრიმინალისტიკისა და სასამართლო მედიცინისთვის, რომელთაც პიროვნების იდენტიფიკაციის პრობლემა, ფაქტობრივად, მოეხსნებათ. საკმარისია, შემთხვევის ადგილას იპოვონ ბოროტმოქმედის თმის ღერი, თუნდაც კანის უჯრედი, რომ მისი გენომური პორტრეტი თვალის
დახამხამებაში აიგება და დამნაშავე მხილებულ იქნება.
გენეტიკური კვლევის მეთოდები საქართველოშიც არის დანერგილი (ამის შესახებ მომდევნო გვერდებიდან შეიტყობთ), თუმცა გენეტიკური პასპორტის
აღება აზრად ჯერ არავის მოსვლია. საზღვარგარეთ ეს ანალიზი 712 ათასი დოლარი ღირს და მიუხედავად მაღალი ფასისა, ამ უჩვეულო პასპორტის მიღების მსურველთა რიცხვი საოცრად დიდია.
მიუხედავად იმისა, რომ გენომის გაშიფვრას მომავლის ადამიანის ჯანმრთელობისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს (გენეტიკოსთა აზრით, ეს
მკურნალობასა და პროფილაქტიკას წარმოუდგენლად ეფექტურს გახდის და ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაც 90 წლამდე გაიზრდება),
არის ხალხი, ვინც ამ ფაქტს სკეპტიკურად უყურებს. მათი აზრით, გენეტიკური ინფორმაციის ცოდნამ შესაძლოა გენეტიკური ნიშნით დსკრიმინაციას დაუდოს
სათავე: სადაზღვევო კომპანიებმა ამა თუ იმ გენეტიკური ხინჯის მქონე ადამიანები არ დააზღვიონ ან მათგან დიდი თანხები მოითხოვონ. ასევე, შესაძლოა,
გენეტიკური პასპორტი სამუშაოზე მიღების კრიტერიუმად იქცეს ან წყვილებს გენეტიკური პასპორტის წარდგენამდე სულაც არ მისცენ ქორწინების ნება
(წარდგენის შემდეგ კი, გამორიცხული არ არის, ერთ-ერთმა მეორე გენეტიკური ნიშნით დაიწუნოს და ქორწინებაზე უარი თქვას). სკეპტიკურად განწყობილი მეცნიერები იმასაც ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ბოროტმა ადამიანებმა ადამიანის გენომის მონაცემები ახალი ტიპის ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად და რ
ომელიმე პოპულაციის გასანადგურებლად გამოიყენონ.
მიუხედავად იმისა, რომ მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს, გენომის გაშიფვრა მაინც დადებით მოვლენად იქნა შეფასებული. მომავლის მედიცინა
გენეტიკოსთა იმედზეა.
5 апреля 2014 г.
This post has been edited by Катеньки on 8 Feb 2021, 23:57
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.