ყურადღება, ყურადღება!
ლაპარაკობს და უჩვენებს ფორუმი!
===================================
მოგიწოდებთ ყველას, ერთ თემაში დავპოსტოთ პირდაპირ ფაქტები იმ "მესიჯების" (როგორც ჩვენი მთავრობის წევრებს უყვართ ხოლმე თქმა) შესახებ რომლებიც მოდის სხვადასხვა ორგანიზაციებიდან. ყველა ინფორმაცია გაფანტულია და საშუალებას არ გვაძლევს დავინახოთ მთლიანი სურათი თუ რახდება ქვეყანაზე. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ დაასახელოთ კონკრეტული ორგანიზაცია და მასში მიმდინარე პროცესები, მე განვახორციელებ მათ თავმოყრას და ერთ დიდ პოსტად შეკრებას.
===================================
ეს ისე იმისათვის, რომ მუზა მომსვლოდა. ეხლა კი სერიოზულად იმის შესახებ რაც ყოველ დღე გვესმის:
1. საქართველოს ეროვნული ბანკი2. 300 დოლარიანი სახლები 3. მუსიკალური სასწავლებელი ბათუმში თუ რომელიმე კონკრეტული საკითხის შესახებ გაქვთ ინფორმაცია დაპოსტეთ დაწესებულების სახელწოდება და ფაქტი, მოგვიანებით ერთმანეთს შევუვსოთ ინფორმაცია.
1. საქართველოს ეროვნული ბანკი. ვინმე თუ ხართ საქმის კურსში რა ხდება ეროვნულ ბანკში?
ახალი პრეზიდენტის (ეროვნულ ბანკზეა საუბარი) მოსვლის შემდეგ, ამ სავარაუდოდ ერთადერთ დალაგებულ დაწესებულებაში დაიწყო რეფორმების ტალღა.
იხურება მთელი დეპარტამენტები. იხსნება სხვა ახალი გაუგებარი სამსახურები. სამსახურების უფროსებად ინიშნებიან ამავე დაწესებულებაში და გარედან მოყვანილი ადამიანები, რომლებიც ბოლო დრომდე კურირებდნენ ყველაზე დაბალ საფეხურებს.
პროფესიონალების უმეტესი ნაწილი განთავისუფლებული ან შემცირებულია.
ყველაზე საინტერესო არის ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებსაც 10 და 14 წლიანი გამოცდილება აქვთ ამ დაწესებულებაში მუშაობის განთავისუფლებული ან დაქვეითებულები არიან. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ერთ ერთი განყოფილების უფროსად დაინიშნა ადამიანი, რომელიც მანამდე კურირებდა ტომრების დათვლის პროცესს, ფულის ტომრების, რომელიც შედიოდა ან გამოდიოდა ეროვნული ბანკის საცავში.
ეროვნულ ბანკში ყოველთვის ძალიან მაღალი ხელფასები იყო, ამიტომ იქ ასე თუ ისე მექრთამეობა არ იყო. ხელფასებს მუდმივად თან ერთვოდა მაღალი პრემიები, გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი ან უპროცენტო სესხები თანამშრომლებზე და ა.შ. ამიტომ იმის თქმა, რომ ადამიანები გაანთავისუფლეს რაიმე დანაშაულისთვის თითქმის შეუძლებელია. თანამდებობებზე ისეთი ადამიანები დაინიშნენ, ვისაც არასოდეს უმუშავია ამ სექტორში. მონაგონია თემა ქართულის ცოდნაზე, (
http://forum.ge/?showtopic=33579244) სადაც პარლამენტარის შესაძლებლობებზე იყო საუბარი. საქმე იმაშია, რომ პარლამენტარს კიდევ შეიძლება მიუთითონ როდის რომელ ღილაკს დააჭიროს, ხოლო ადამიანი, რომელიც მოლარეობას არ გაცდენია იბარებს საქართველოს მონეტარული პოლიტიკის განხორციელებას.
ამ საკითხს მე მივადევნებ თვალყურს და მოგვიანებით განვავრცობ როგორც კი ახალი ინფორმაცია მექნება. თუ თქვენ რაიმე ახალს გაიგებთ აუცილებლად შემეხმიანეთ და თავი მოვუყაროთ მიმდინარე საკითხებს ერთ თემაში.
2. 300 დოლარიანი სახლები ( ამ ეტაპზე ვამოწმებ ფაქტებს, რომლებიც შეეხება 300 დოლარიან სახლებს. რამდენადაც მე ვიცი და ვფიქრობ თქვენც გექნებათ გაგებული, მთავრობა იმის ნაცვლად რომ სხვადასხვა მიზეზით დაზარალებული მოსახლეობისთვის შეესყიდა სახლები საქართველოს ერთ-ერთ ტერიტორიაზე ისევ და ისევ ქართველებისთვის დაუშვა ფაქტი, რომ აზერბაიჯანლების 20მა თუ მეტმა ოჯამა შეიძინა და დასახლდა ერთად, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე 20 გახდება 80 იმ ადგილას, ვითომდა არ გვყოფნიდეს სხვა ტერიტორიებზე არსებული ღია და ფარული პრობლემები. და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი მეწყერულ ზონაშია და ყოველდღიურად საფრთხის წინაშე დგას.
ვინ გვაჯერებს, რომ სახელმწიფოს არ გააჩნდა საშუალება შეესყიდა 20 სახლი 300 დოლარის ღირებულებით?თუ ვინმეს გაქვთ კონკრეტული ინფორმაცია გთხოვთ დაპოსტოთ ძალიან მაინტერესებს ეს საკითხი.)
3. მუსიკალური სასწავლებელი ბათუმში (ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ბანკმა შეიძინა მუსიკალური სასწავლებლის შენობა ბათუმში, რის შედეგადაც ამ სასწავლებლის მასწავლებლები, სტუდენტები და სხვა მომსახურე პირები დარჩნენ შენობის გარეშე და უმუშევრები. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს, თვითონ აქ მომუშავე პირებიც კი გაოგნებული არიან და არ იციან რა ხდება.)
მუსიკალურ სასწავლებელთან დაკავშირებით თბილისში მომივიდა კიდევ ინფორმაცია, რომ დაუხურიათ, ხომ არ გაქვთ ვინმეს დეტალები? ბათუმს რაც შეეხება ხალხს თურმე დააწერინეს რომ პრეტენზია არაფერზე არ აქვთ. სირცხვილი საქართველოს ბანკს, ნუთუ სხვა შენობას ვერ იყიდიდა?!
This post has been edited by alva on 8 Oct 2005, 15:47