პრო და პერსონალი აღარ არსებობს 9.1-დან მოყოლებული.
ახლა 10.0-ისთვის რეალურად არის ეს ვარიანტები:
SUSE Linux Retail:
dvd - 8.1GB dvd9, იყიდება მაღაზიებში და ტორრენტებში. შეიცავს ვერსიებს x86-ისთვის და x86-64-ისთვის. x86-ს წილი არის დაახლოებით 5GB, რაც შეუძლებელს ხდის ეს ვერსია განთავსდეს dvd5-ზე.
მხოლოდ ეს არის სრული ვერსია.5cd - 5x700MB. მოდის dvd9 ვერსიასთან ერთად, შეიცავს მხოლოდ x86 ვერსიას,
არ შეიცავს ზოგ პაკეტს. dvd9-sa da 5cd ვერსიებს შორის განსხვავება ნახეთ აქ:
http://www.novell.com/products/linuxpackag...iff_cd_dvd.html .
SUSE Linux OSS:
5cd - 5x700MB. შეიძლება გადმოიქაჩოს პირდაპირ მაგათი საიტიდან. არ შეიცავს არა-Open Source სოფტვერს (ანუ, opera, java და მასთან დაკავშირებული ყველაფერი, realplayer, etc...).
SUSE Linux Eval:
dvd5 - 4.5GB. შეიცავს ვერსიებს x86-ისთვის და x86-64-ისთვის, მაგრამ ძალიან შემცირებული სახით. იქაჩება Novell-ის საიტიდან.
5cd - 5x650MB. შეიცავს dvd5-ის მხოლოდ x86 პაკეტებს, +450 სხვა პაკეტი. ეს 5cd არაა იგივე, რაც OSS 5cd ან Retail 5cd.
SUSE Linux LiveDVD:
dvd5 - უბრალოდ LiveDVD-ს ვარიანტში გამოყენებისთვის. ინსტალაცია ამ ვარიანტიდან შეუძლებელია.
ხო, და დისტრიბუტივი სახელად OpenSUSE არ არსებობს. ეს მხოლოდ პროექტის სახელია.
მე ახლა ვქაჩავ Retail dvd9-ს. მერე შეიძლება Retail 5cd-ც გადმოვქაჩო, ვნახოთ. OSS ვარიანტი მაინც და მაინც არ მაინტერესებს (თუმცა ყველა სხვა დისტრიბუტივს მაინც მირჩევნია).