#30001417 · 2 Mar 2012, 17:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მიშველეთ რამე , როცა ვკითხულობ პოეზიას, ან მოთხრობას ყოველთვის მახსენდება სხვადასხვა მწერლების(პოეტების) ნათქვამი რომ მათმა ნაწარმებებმა თავად შექმნეს საკუთარი თავი,ან რომ მათმა შემოქმედებამ აიწყვიტა და დაჭენაობს თავისუფლად და ვეღარ იმორჩილებს (როგორც ეს კაფკამ თქვა)
გადაღლილობის გამო აშკარად გაუგებრად ვლაპარაკობ ამიტომ ბოდიშს გიხდით .
უბრალოდ კითხვა მაქვს , მეც მომსვლია , ვწერ ლექსს, და მიდის თავისთვის , და თავისით მეწერინება, და ვწერ არა იმას რასაც ვფქირობდი არამედ რაც ლექსს მოაქვს. ამაზე სხვები სიამაყით ლაპარაკობენ ხოლმე , სინამდვილეში ეს დაბალი ხარისხის შემოქმედობითობის და ინტელექტის და ტექნიკის არქონის გამოა. ლექსმა ან მოთხრობამ და რომანმა კი არ უნდა წაგიყვანოს არამედ შენ წაიყვანო ...
კაი მე ჩემს თავზე არ მაქვს პრეტენზია ,გასაგებია ეს , მარა ვინც მართლა წერს თავად ისინიც რომ იგივეს ამბობენ? ავიღოთ თუნდაც კაფკა ,ზუსტად მახსოვს რადგან რვეულში ამოვიწერე მისი სიტყვები "ჩემი მოთრობები გაჭენებული ცხენებია ვერაფრით რომ ვერ ვიმორჩილებო" ...
მაშ ვინ არის ავტორი იმისა რაც იწერება? თუკი ჩვენ ვწერთ არა იმას რასაც ვფიქრობთ არამედ იმას რაც "გამოდის" .
თუკი წერა გეხერხებათ დაჯექით და ეცადეთ დაწეროთ რამე , ისაა რაც უნდა დაგეწერათ ?
როცა ლექსს ვკითხულობ ხოლმე იგი "მოგონილი" მგონია და არანამდვილი. საერთოდ იმაზეც ვფიქრობ განა აზრი აქვს ამდენი რამე რომ იწერება?! ლაო-ძის აქ ესეთი რამე ნათქვამი : "ლამაზი სიტყვა არ არის მართალი,მართალი სიტყვა არ არის ლამაზი"
--------------------
I stepped forth from the shadows to the marketplace
|