Lotosi
დოროთეა

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1292
წევრი No.: 5254
რეგისტრ.: 26-May 04
|
#1978879 · 15 Oct 2005, 01:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე მგონი ღირს დაფიქრება ის გვიყვარს, თუ საკუთარი თავი? პირადად მე, ამ სტატიამ საკმაოდ დამაფიქრა. . . * * * ადამიანის სიყვარული! სინამდვილეში ძნელია არა ადამინის მიტოვება, არა უარის თქმა მასზე, არამედ უარის თქმა საკუთარ თავზე, საკუთარი თავის ამოშლა იმ ადამიანის ცხოვრებიდან, რომელიც მოგვწონს, მისი სამყაროდან გაქრობა, მისთვის მნიშვნელობის დაკარგვა. როგორც სხეულისათვის წარმოადგენს ხილული მატერიალური სამყარო სახლს, საარსებო გარემოს, ასევე სული ეძებს თავისთვის საარსებო გარემოს, რომელიც მან თავს დროზე დაკარგა. ასეთი გარემო მხოლოდ სულიერი შეიძლება იყოს. სულს ყოველივე მისთვს საჭიროს მიღება შეეძლო მხოლოდ ღმერთთან ურთიერთობისას. მასთან დაშორებით სული შიმშილობს, გასაჭირშია, დაეხეტება ახალ ნივთიერ სამყაროში, როგორც ყველასგან უარყოფილი მწირი. და აი, სული ცდილობს, მიეწებოს ხან ერთს ხან მეორეს. ეს თავის მოტყუებაა, მძიმე სენია – სული ცდილობს სხვა სულში თავისი სამყარო იპოვოს, რომელშიც შეძლებს მონაცემების გახსნას, გაშლას, დაფარული ნიჭის გამომჯღავნებას. ჩვენ მოვიდოდით გადასახლებიდან, შორეული ცივი ქვეყნიდან კდიანი ბილიკებით სამშობლოში ვბრუნედებოდით, მხოლოდ აქ შეგვეძლო ბედნიერი და სავსე ცხოვრებით გვეცხოვრა, გვეპოვა ჩვენი ნიჭისა და მდიდარი შესაძლებლობების გამოყენების ასპარეზი. მაგრამ, აი გზად გვხვდება პატარა, მყუდრო ბაღი, შევჩერდებით იქ და უკევ აღარ გვსურს უკაცრიელ ბილიკზე დაბრუნება. ვდუნდებით და ეს პაწია, დროებითი ნუგეში მარადიულ ნეტარებას გვირჩევნია. უდაბნოს ამ პატარა ოაზისის დატოვება ჩვენთვის უკვე სიკვდილის ტოლფასი ხდება! ეს კი იმას ნიშნავს, რომ კვლავ უარს ვამბობთ ჩვენს სულზე, კვლავ თავს სწირავთ მარტოსულობისთვის, უსახლკარობისთვის, ხეტიალისთვის. არადა როგორ გვწყურია სიმყუდროვე, სითბო, პატარა მიწიერი “ბედნიერება”, თუ ესა თუ ის ადამინი შენთვის სასიამოვნოა, შენი გული მისკენ მიიწევს – ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შენ გიყვარს ეს ადამინი: თუ გაგრძელდება შენი ლტოლვა ამ ადამიანისადმი, მალევე ნახავ, როგორ ვერაგულ, ტირანულ მოთხოვნებს განაცხადებს შენი სული ამ შემთვის “ძვირფასი” ადამინის მიმართ. ნახავ, როგორ შეეცდები შენი სული დაიმორჩილოს, დაიმონოს ამ ახლობელი ადმიანის სული. როგორ ვერ იტანს მის დამოუკიდებლობას, როგორ ეჭვიანიბს, როგორ ითხოვს მონურ ერთგულებას და როგორ მზად იქნება შური იძიოს ურთიერთობის გაგრილების შემთხვევაში, მაშ, ეს საკუთარი თავის სიყვარული ყოფილა, ამ სამყაროში თავისი “სამფლობელოების” გაფართოების სურვილი. როგორც ჩანს, შენ ამ “სასიამოვნო” ადამინში იპოვე კარი ახალი, საინტერესო და შენი გულისათვის სასიამოვნო სამყაროსი. შენ მოგინდა ჟერ დამტკბარიყავი ამით, შემდეგ კი აქ შენი ქოხის ჩადგმაც მოისურვე. შენ დადიხარ ამ ბაღში და ტკბები არა მისი ნარგავებით, არამედ, საკუთარი თავით, ეს შენთვის ახალ საინტერესო ფონს წარმოადგენს, იგი მხატვრულად უსვამს ხაზს შენს ღირსებებს, რომლებიც არ იკვეთებოდნენ ყოველდღიურობის ნაცრისფერ ფონზე. შენ ამ ახალ პატარა სამყაროს , როგორც ახალ კოსტიუმს, ისე ირგებ, საკუთარი თავით იხიბლები. შენ ამ “შენი გულისათვის ძვირფას ადამიანში” იპოვე შენი ხელოვნების შემფასებელი, შენ გსიამოვნებს მისი მეშვეობით იყო საკუთარი წარმოდგენის მსმენელიც და მაყურებელიც. . . ამ ცდუნების დასაძლევად საჭიროა თავი დავიმდაბლოთ! ანუ საკუთარი სული მოვიძულოთ!
This post has been edited by Lotosi on 15 Oct 2005, 01:48
--------------------
eZie sasufeveli RvTisa . . .
cxovreba cxonebisTvis . . .
|