კაროჩე, ვინც არ იცით - დენმარკ სტრიტი არის ადგილი, რომელზეც პილიგრიმობა უნდა გააკეთოს ყველა ვინც ლონდონშია და მეტნაკლებად სიყვარულს განიცდის მუსიკის მიმართ.
ქუჩა ერთობ პატარაა, მაგრამ რა მაღაზიებიააააააააა..........
ერთი მაღაზიაა სუთა მეტალიზმი, ჯგლაცანჯგლაცანა გიტარები იყიდება, ლიწინლიწინი რომ გააქვთ და სუ წვეტები რომ აქვთ აქეთიქით
მეორე მაღაზიაა სულ ბასები აწყვია - ფენდერის, გიბსონის, რა გინდა, ჯაზბასები პრისიჟენები და ა.შ. მიდი შეუერთე და უკარი რამდენიც გინდა...
მაგრამ, მე რაც მინდოდა იყო ცნობილ World of Music-ში, სადაც ჯიმბო ჰენდრიქსმა იყიდა თავისი სტრატი (თუ არ ვცდები, ყოველ შემთხვევაში რაღაც იყიდა და სხვა რავი

)... მოკლედ, ბოლოსდაბოლოს ვიპოვე შავი, ცაციური ტელეკასტერი, რომლის ფასსაც არ დავასახელებ ზრდილობის გამო, მაგრამ მკიდია ჩემი მთელი წლის ბიუჯეტი, მირჩევნია ვიშიმშილო - ვყიდულობ მაგას როვნად ორ კვირაში... უუუუ, რა იქნებააა