Erskineმიმართულება, უნდა სცადო მასალის მინიმალური ხარჯვით კარგი ფართის მიღწევა.
სცადე გააკეთო ისეთი კომპლექსი, სადაც საქონლის, ღორების, ქათმების და ბოცვრების სადგომები ისე იქნება კომბინირებული, რომ მათ მიერ გამოყოფილი სითბო არ დაიკარგოს. (გასათვალისწინებელია რომ ფრინველი დიდ სითბოს გამოყოფს, და მაინცდამაინც დათბუნება არ სჭირდება, მათ მიერ გამოყოფილი სითბო კი შეიძლება გამოყენებული იქნეს ცხოველების გასათბობად.
არ არის საჭირო ღორების სადგომი იყოს მაღალი (ადამიანები ხომ არ არიან). ხოლო მათ თავზე შეიძლება ასევე დაბალი საქათმე გაკეთდეს, რაც სითბოს გაცვლის და ფართის ეკონომიის საშუალებას მოგცემს. შუაში არ არის აუცილებელი ყრუ დასხმული იატაკი, წვრილი სეტკაც შეიძლება. ოღონდ აუცილებელია გასასვლელი სხვადასხვა მხარეს ქონდეთ (რომ ღორებმა ქათმები არ შეჭამონ). პატარა ეზოც აუცილებელია.
ფერმერის სახლს რაც შეეხება, საფუძვლად და ცენტრად გათბობის წერტილი აიღე, ეცადე ბუხარი იყოს, რომელშიც ჩამონტაჟებული იქნება წყლის ბაკი და იქნება საწვავის ვარირების საშუალება.
პირველ სართულზე აუცილებლად გაითვალისწინე მეფუტკრის ოთახი, კარგია თუ იქნება სარდაფი, თუ ხელგაშლილი ხარ მარანიც

.
ბოსლის პროექტის შედგენისას სანერწყულის ჩახატვა არ დაგავიწყდეს. ასევე ბაგების ჩახატვა. ხოლო თავზე საკვების (ჩალის, თივის და.ა.შ) შესანახი ფართი. ძროხას ზამთარში 80-120 ტუკი სჭირდება. ბოსელში გაითვალისწინე სახბორეც.
საღორის იატაკი უნდა იყოს დამრეცი და უნდა ჰქონდე ნარჩენების გარეთ გამოსვლის საშუალება.
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/