ეს პრობლემა ძალიან ბერვს აწუხებს, ჩემმა რაომდენიმე ნაცნობმაც შემომომჩივლა, ამიტომაც გადავწყვიტე რომ ეს დამეწერა, ვისაც რაიმე აზრი ან დამატებითი ინფორმაცია გექნებათ, გაგვიზიარეთ

ნაადრევი ეაკულაციის გამომწვევი მიზეზები ძალიან ბევრია, როგორც ფიზიოლოგიური, ასევე, ფსიქოლოგიურიც. თუ ფიზიოლოგიურ მიზეზებს შევეხებით შეიძლება ითქვას, რომ ნაადრევ ეაკულაციას იწვევს პროქტოლოგიური აშლილობები, მაგრამ ძირითადი მიზეზი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, არის იშვიათი სექსი. ანუ, თუ ადამიანს ჰყავს მუდმივი სექსუალური პარტნიორი, შესაბამისად, ნაადრევი ეაკულაციის ალბათობა ძალიან მცირეა, თუმცა იმ იშვიათ გამონაკლისებში, როცა პიროვნება ტემპერამენტიანია ან ძალიან აღგზნებული, გვხვდება ნაადრევი ეაკულაციის შემთხვევები.
ნაადრევი ეაკულაციის გამომწვევი შემდეგი მიზეზი არის ორგანიზმში არსებული ანთებითი პროცესები. რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს ეაკულაციის ხარისხზე, ისევე, როგორც ლიბიდოსა და ერექციაზეც.
აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ გარკვეული პრეპარატების მიღება იწვევს ნაადრევ ეაკულაციას. უფრო კოკნრეტულად კი ის წამლები, რომლებიც მოქმედებს აღგზნებაზე. ამიტომ არ არის რეკომენდებული მსგავსი წამლების ექიმის დანიშნულების გარეშე მიღება. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ შედეგებს. არ ვამბობ, რომ ეს წამლები სხვა მეტად მნიშვნელოვან ფაქტორებზეც უარყოფით გავლენას ახდენს. უბრალოდ, როცა მსგავს პრეპარატებს ექიმის დანიშნულების გარეშე იღებენ, შესაბამისად არ იციან, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მათ ერთჯერად ან ხანგრძლივ მოხმარებას და მიუხედავად იმისა, რომ ნაადრევი ეაკულაცია სულაც არ არის საგანგაშო შედეგი, ეს მამაკაცს მაინც გარკვეულ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს უქმნის. ამის გამო გამორიცხული არაა, პიროვნებას სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნას, დაითრგუნოს, გაუჩნდეს სპირისპირო სქესის წარმომადგენელთან სიახლოვის შიში და საბოლოო ჯამში სექსის სურვილიც კი გაუქრეს.
და მაინც თუ მამაკაცი იმ პერპარატებს იღებს რომლებიც მოქმედებს აღგზნებაზე, აუცილებლად უნდა გაეცნოს პრეპარატის თვისებებს და შესაბამისად ნაადრევი ეაკულაციისთვისაც მზად იყოს ფსიქოლოგიურად.
დაგვიანებული ეაკულაცია
დაგვიანებული ეაკულაციის დროს ეაკულცია ხდება მოგვიანებით ან საერთოდ არ ხდება. სხვათაშორის დაგვიანებული ეაკულაციის მიზეზებიც საკმაოდ მრავალია და პირველ რიგში ეს არის სტრესი. თუ პიროვნება, კონკრეტულად კი მამაკაცი სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება, ბუნებრივია, მისი გონება სწორედ არსებული პრობლემით არის დატვირთული და შესაბამისად მხოლოდ მის მოგვარებაზე ფიქრობს. ამიტომ, სექსისთვის მას სარეოთდ არ სცხელა, მაგრამ თუ გვერდით ჰყავს ადამიანი, რომელსაც კი არ სცხელა, ვნებისგან იწვის, მამაკაცი იძულებულია პარტნიორს ანგარიში გაუწიოს და მასთან სექსით დაკავდეს. ასეთ შემთხვევაში ეაკულაცია შეიძლება მოგვიანებით ან საერთოდ არ მოხდეს.
დაგვიანებული ეაკულაციის გამომწვევი მეორე მიზეზი - მამაკაცს აღარ იზიდავს პარტნიორი. თუ ეს მართლაც ასეა და მამაკაცს ის ქალი აღარ აინტერესებს, შესაბამისად მასთან აღგზნებაც ნაკლებია და ლიბიდოც, ანუ ლტოლვა და ერექციის ხარისხიც.
არის ოჯახები, როცა ცოლ-ქმარი გამუდმებით შეყვარებულებად რჩებიან, ასეთ შემთხვევაში მათ სექსთან დაკავშირებით პრობლემები საერთოდ არ აქვთ. ისინი გაგებით ეკიდებიან ერთმანეთს, მცირე წარუმატებლობას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ და რაც ყველაზე მთავარია, მათ ერთმანეთთან სიახლოვე ყოველთვის სიამოვნებთ, არ ბეზრდებათ ერთმანეთი, მოსწონთ მოფერებაც და აქედან გამომდინარე, ერთმანეთის მიმართ არც ლტოლვა უქრებათ. როდესაც ორ ადამიანს ერთმანეთის მიმართ ლტოლვა აქვს, შესაბამისად ერექციასთან და ეაკულაციასთან დაკავშირებით პრობლემებიც არ ექმნებათ.
მაგრამ არის შემთხვევები, როცა მეუღლეების ურთიერთობა ტვირთად იქცევა ხოლმე. ასეთ შემთხვევაში შეიძლება აქტიც გახანგრძლივდეს, იმიტომ რომ აღგზნების დონე დაბალია, ან - დაბალი კონკრეტულად იმ ქალის მიმართ. ეს შეიძელბა გამოწვეული იყოს ჰორმონალური დარღვევით, ანუ ტესტოსტერონის ნაკლებობით. თუმცა არის შემთხვევები, როცა ტესტოსტერონის რაოდენობა ნორმალურია და მამაკაცს უბრალოდ მობეზრდა ის ქალი. ასეთ სიტუაციაში მნიშვნელობა არ აქვს, ის ქალი ეროტიკულ სამოსს ჩაიცვამს თუ პორნოფილს ჩართავს, მამაკაცი მის მიმართ ლტოლვას მაინც არ განიცდის.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუ ქალი აქტიურია, ასეთ შემთხვევაში, ნაკლებად შესაძლებელია მოხდეს ლტოლვის დაქვეითება. ამის ალბათობა მხოლოდ მაშინ მატულობს, როცა ქალს ნაკლებად აინტერესებს სექსი.
სხვათაშორის ძალიან ბევრი მედიკამენტი არსებობს, რომლებიც მოქმედებს ლტოლვის დაქვეითებასა და შესაბამისად ეაკულაციის ხარისხზეც. მაგალითად დამამშვიდებელი და წნევის საწინააღმდეგო პრეპარატები. ასეთივე შედეგი აქვს სპირტიან სასმელებსაც. მართალია ცოტა რაოდენობით სპირიტანი სასმელი დადებითად მოქმედებს ერექციის ხარისხზე, მაგრამ მათი ხანგრძლივი მიღების შედეგად საკმაოდ სერიოზული პრობლემები იქმნება, როგორც ლიბიდოს და ერექციის, ასევე, ეაკულაციასთან დაკავშირებით. აღარაფერს ვამბობ ნარკოტიკებზე.