მოკლედ... დღეს გავედით კოლეჯის ხალხი სასეირნოდ(ყოფილი კოლეჯელები, ვინც ახლა უნიში ვართ).. ხოდა ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ ვიყიდეთ, აი საპნის ბუშტების გასაშვები რაღაცეები რომ იყიდება

ხოდა რუსთაველზე ვუშვებდით მაგ ბუშტებს

ხალხის რეაქცია იყო ძალზე მრავალფეროვანი.. ზოგს ეკიდა, ზოგი დაჭერას ცდილობდა, ზოგი ბუზღუნებდა რა უბედურებააო ეს საპნის ბუშტებიო.. ორი "გოგჩო" კი ისე გაღიზიანდა(თუმცა ახლაც ვერ ვხვდები რამ გააღიზიანათ ასე), რომ მიზანმიმართულად ჩვენს უკან მოდიოდნენ და სოფლელებს გვეძახდნენ(ეტყობა ვეიკში, საპნის ბუშტების გაშვება "გოიმობაა"), ხოლო როდესაც ჩვენ დავიღალეთ მათი ტირადების მოსმენით და ვუთხარით , რომ ძალზე "კარგი ჰუმორი" ჰქონდათ, ღია აგრესიაზე გადავიდნენ, და ერთი პირადად მე შემპირდა, რომ ამ შამპუნს(რითაც ბუშტები იშვება) დამალევინებდა

ავარდნენ მოკლედ...
ხოდა ზოგადად საზოგადოების რეაქცია სამად გაიყო, დადებითი(გამხიარულდნენ), უარყოფითი( იბუზღუნეს და სოფლელები გვიწოდეს

) და ნეიტრალური..
აი, თქვენი რეაქცია მაინტერესებს ასეთ რამეზე

მიდიან სრულწლოვანი გოგოები რუსთაველზე(სახალხო სეირნობის დღეს) და ბუშტებს უშვებენ

სტაწისწიკა