ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მეჩეთის დემონტაჟთან დაკავშირებით, ადიგენის რაიონის დეპუტატი ზურაბ ჩილინგარაშვილი ტაბულასთან აცხადებს, რომ დემონტაჟი არა გამგეობამ, არამედ საბაჟომ განახორციელა.
”გამგეობის გადაწყვეტილებით არ მომხდარა მინარეთის დემონტაჟი. ადიგენის საკრებულოს არ მიუღია მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება. ადიგენის საკრებულომ შესულ წერილზე გასცა პასუხი, რომ მინარეთი არის დადგმული ჩვენი ნებართვის გარეშე, მაგრამ მინარეთის დემონტაჟი მოახდინა საბაჟომ, ეს მინარეთი, როდესაც შემოჰქონდა თურქეთიდან ბათუმის გავლით საბაჟოზე, როგორც საბაჟო თანამშრომლები ამბობენ, იქ კოდები იყო შეცვლილი და არ არის სწორად განბაჟებული. აქედან გამომდინარე საბაჟომ მოახდინა ამ მინარეთის დემონტაჟი.” - განაცხადა დეპუტატმა.
გამგებელმა სიმონ პარუნაშვილმა ტაბულასთან საუბარში იგივე განაცხადა. მისი თქმით მართალია დემონტაჟის შესახებ მათ გადაწყვეტილება უკვე ჰქონდათ მიღებული, მაგრამ ეს საბაჟომ გააკეთა:
”მინარეთი იყო მიდგმული უკანონოდ. ჩვენ გამოვიტანეთ გადაწყვეტილება დემონტაჟზე და ბრძანებაც გამოვეცით დემონტაჟისა და დროც მივეცით, მაგრამ დღეს დემონტაჟი განახორციელა საბაჟომ. იმიტომ, რომ საბაჟოზე შემოსული იყო დარღვევით, მიმდინარეობს ამის პროცედურები. დემონტაჟი მოახდინა საბაჟომ, უზრუნველყო წესრიგი პოლიციამ და წაიღო საბაჟომ. უნდა ჩაუტარდეს ექსპერტიზა.” - აცხადებს გამგებელი.
მიღებულ გადაწყვეტილებაზე მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით, ტაბულამ გამგებელს კითხა, აქვს თუ არა მის გამგებლობაში მყოფ სოფლებში ყველას, ვინც საკუთარ ეზოში აშენებს მცირე ნაგებობას ნებართვა და თუ ამ აკონტროლებს ამ პროცესებს ისეთივე მონდომებით, როგორც ეს მინარეთის შემთხვევაში მოხდა.
”შეიძლება რაღაც ვერ გავიგო და მაგაზე რეაგირებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ თუ გავიგეთ, რომ არის უკანონო მშენებლობა, ჩვენ აუცილებლად ვრეაგირებთ. მინარეთთან დაკავშირებით ჩვენ პოლიციიდან გადმოგვიგზავნეს, ხალხი ჩიოდა, რომ არის უკანონო მშენებლობაო. ჩვენ კი არ დაგვიწყია ეს, პოლიციამ დაიწყო. საჩივარი შემოვიდა.” - განაცხადა გამგებელმა.
კითხვაზე, რამდენჯერ განახორციელეს უკანონო ნაგებობის დემონტაჟი აქამდე, გამგებელის თქმით, ზეპირად ამ კითხვას ვერ უპასუხებს.
http://www.tabula.ge/ge/story/73985-aidgen...om-ganaxorciela მინდა ვთქვა, რომ თუ მშენებლობის ნებართვა სახეზე არ არის(და არც არის) მაშინ სრული უფლება აქვთ უნებართვო მიშენებას განუხორციელონ დემონტაჟი. ასე რომ ,,ლიბერალების" შეშფოთება და მუსლიმების რელიგიურ გრძნობებზე აპელირება არის სრული ფარისევლობა! პირველ რიგში ნებართვის გარეშე აშენებულ მინარეთში თუ რაც არ უნდა იყოს ის მუსლიმი შეიძლება დაზარალდეს!
მუხლი 65
1. I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება:
ა) 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;
ბ) 20 მ3-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;
გ) გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე;
დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 5 მ-ისა;
ე) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-მდე, მზის და ბიოგაზის დანადგარი);
ვ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) მონტაჟი/გაყვანა არსებული ინფრასტუქტურის გამოყენებით;
ზ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა;
თ) საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და დანადგარები.
ამ სიაში მინარეთი არ ჯდება აშკარად,
* * *
რატო კიდია ფორუმ საზოგადოებას მსგავსი თემები