მოდერატორებს ამ შემთხვევაში ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი ამ თემისათვის, მაგრამ ის კრიზისი და დამოკიდებულება რაც ამჟამად არის შექმნილი საშუალებას არ მაძლევს გავჩუმდე და ხმა არ ამოვიღო. ამიტომ ძალიან გთხოვთ თემა დატოვოთ განყოფილებაში, ვინდაინ იგი ფორუმის პოლიტიკას ეხება.
ზოგისთვის შეიძლება სულაც არაა მნიშვნელოვანი ფორუმის სენატის საკითხი და მისი პრობლემები მაგრამ თუ ჩვენ მივიჩნევთ რომ ეს ფორუმი თითოეული ჩვენთაგანისაა და ჩვენ გარკვეულ დროს აქ დავყოფთ მაშინ ეს საკითხიც უნდა გვაღელვებდეს.
საქმე ისაა, რომ დიდი ხნის წინ არჩეულმა სენატმა დარჩენილი შემადგენლობით განიცადა სრული კრახი. ვერ მოახერხეს ერთი კანონის დაწერაც კი რომელიც დაარეგულირებს იუზერების უფლებებს და მოახენს მოდერატორების კონტროლს, ასევე იუზერების მიმართ მიცემული ვორნების და ბანების გასაჩივრებას და მის განხილვას.
ამის მაგივრად, უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე სენატი ჩაეფლო ნირვანაში, მიიღეს პრივილეგიები, სენატორი დაცულია იმუნიტეტით ანუ მოდერატორი ვერ მისცემს ვორნს ან ბანს (ეს კიდე ცალკე უბედურებად იქცა ვინაიდან ზოგმა სენატორმა კუდი ყავარზე გაიდო და ფეხებზე კიდია ყველაფერი), 150 წამიანი შეზღუდვა არ აწუხებთ, არც 30 ჩარი და საერთოდ სენატში ღადაობის და უსაქმურობის მეტი არაფერი ხდება. რამოდენიმე სენატორმა პროტესტის ნიშნად უკვე დატოვა სენატი.
არის თემები სადაც ხდება მოთხოვნა რომ ეს სენატი გადადგეს და დაინიშნოს ახალი არჩევნები, ასევე სენატორთა რიცხვი შემცირდეს 25-დან 15-მდე და არჩეულ იქნეს სენატი ოპტიმალური შემადგენლობით და ის ხალხი ვინც მართლა საქმეს გააკეთებს.
გამოკითხვაშჲ უკვე 63 ფორუმელმა მოითხოვა სენატის გადადგომა, მაგრამ სენატის თავმჯდომარის მხრიდან და კიდევ ზოგიერთი სენატორის მხრიდან მასხრად აგდების მეტი სხვა არაფერი მოჰყოლია ამას.
არის ძალიან სერიოზული კრიზისი და საბოლოოდ საქმე მივა სენატის და რესპუბლიკის საერთოდ გაუქმებამდე. არადა რესპუბლიკა და სენატი არის ძალიან კარგი იდეა და მიმაჩნია რომ ეს პირველი პრეცენდენტი ჩვენს ფორუმზე არ უნდა გაქრეს და დაიკარგოს უმაქნისი და არაფრის მკეთებელი ხალხის გამო.
აი ესაა თემები სენატის წინააღმდეგ:
http://forum.ge/?showtopic=33619766&st=570http://forum.ge/?showtopic=33620258&st=15http://forum.ge/?showtopic=33620173&st=45სენატის განყოფილებაში ვერ მოხერხდა კანონის დაწერა და ამიტომ დაიწყეს მისი ფორუმზე გამოტანა რათა იქნება ხალხმა მაინც დაუწეროს, აი ასეთი უმაქნისები არიან, ამ თემაშჲ გამოთქმული პრეტენზიები კი დაიჩეხა და ცალკე თემა გაიხნსა ჩემი სახელით სენატის თავმჯდომარის მიერ, სადაც იმ ფორუმელთა მოწოდებები რომ სენატი გადადგეს მასხრად აიგო!
http://forum.ge/?showtopic=33620264&st=15პლიუს ამას იმის გამო რომ სენატის და რესპუბლიკის შექმნაზე საკმოდ გავიღე მაგრამ წამოვედი ზოგი ბოროტი ხალხის ენების სისინის გამო რათა უკმაყოფილება სენატის წინააღმდეგ არ გადაზრდილიყო და არ მინდა ეს იდეა მოკვდეს და განადგურდეს. ასევე აქაც იგივეს ვიმეორებ რომ მე არ ვაპირებ ახალ სენატში დაბრუნებას და მიმაჩნია რომ თუ საჭირო იქნება ისედაც როგორც ჩვეულებირივი წევრი მივეხმარები სენატს.
ამიტომ ეს სენატი უნდა გადადგეს და დაინიშნოს ახალი არჩევნები! ყველას მოგიწოდებთ გვერდში დაგვიდგეთ და ერთიანი ძალებით მოვახდინოთ ამ გაქსუებული უზურპატორების გადაყენება!