opupop
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 812
წევრი No.: 12872
რეგისტრ.: 17-September 05
|
#2060328 · 1 Nov 2005, 21:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამომშვიდობება პარიზელ დიპლომატთან : უმრავლესობიდან დეპუტატები გარბიან. ევროკავშირთან ინტეგრაციის ოცნებას მსხვილი ხაზი გადაუსვეს
ბოლო დღეებში კი, ჩვენს მთავარ ოცნებას ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, მსხვილი ხაზი გადაუსვეს. წინა კვირას განვითარებული მოვლენებით, პრაქტიკულად ხელისუფლებამ ევროკავშირს ზურგი შეაქცია.
"საქართველოს პრეზიდენტი იძულებული გახდა, განშორებოდა პარიზელ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც კორუმპირებული დიპლომატების წინააღმდეგ გაილაშქრა. ეს ქალბატონი კოზირი იყო იმ ახალი საქართველოსთვის, რომელიც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაიბადა", - წერს ფრანგული პრესა.
"რეზონანსი": დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, რამდენად მოსალოდნელია საქართველოში კვლავ რადიკალური პოლიტიკური სცენარის განვითარება.
რამაზ კლიმიაშვილი: ლოგიკა გვკარნახობს, თუ ვის არ აწყობდა სალომე ზურაბიშვილის ფიგურა. რასაკვირველია, ის რუსეთსაც არ აწყობდა. სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ჩინოვნიკი იყო, რომელსაც თვითონ რუსებიც კი დიდი მოწიწებით ელაპარაკებოდნენ. ყველა დანარჩენებს, როგორც წესი, ზემოდან უცქერიან ხოლმე, ესეც ხომ ვიცით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაყენება შეკვეთილი იყო.
ჩვენს ხელისუფლებაში ძალიან ბევრი არაპროფესიონალი მოვიდა და ისინი მოვიდნენ რევოლუციური, არადემოკრატიული გზით. რევოლუცია და დემოკრატია ძალიან ხშირად ერთმანეთს გამორიცხავენ. ამიტომ, მათ არც სურთ, რომ მომავალში ხელისუფლება დემოკრატიული გზით დათმონ. მათ ეს ვერც წარმოუდგენიათ და ამის დღესვე გამორიცხვა სურთ.
"რეზონანსი": თქვენი აზრით, რამდენად სწორი იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილის გათავისუფლების შესახებ.
რამაზ საყვარელიძე: საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ უწყებათა რიცხვს განეკუთვნება, რომლის მოღვაწეობაც თვითონ მოსახლეობისთვის ადვილი დასანახი არ არის. მისი მოღვაწეობის დიდი ნაწილი საგარეო კონტაქტებში არის გადატანილი და თან ეს კონტაქტები უმეტესწილად დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მათი შედეგი კი, არცთუ იშვიათად, გვიან ჩანს ხოლმე. ამდენად, ხელისუფლებასთან დავა ამ გადაწყვეტილების თაობაზე ძნელია.
თუმცა უნდა დაეთანხმო იმ მოსაზრებასაც, რომ რუსული ბაზების გაყვანაში თავად ზურაბიშვილს, როგორც დიპლომატს, მცირედი როლი როდი მიუძღვის. თვითონ რუსი პარტნიორებიც და ქართველებიც აღნიშნავდნენ, რომ დიპლომატიურ მაგიდასთან ის ისეთივე უკომპრომისო იყო, როგორიც, ვთქვათ, იმავე პარლამენტთან მიმართებაში.
"რ": მაშინ რამდენად ახლოს არის რეალობასთან მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ რუსეთთან მოლაპარაკებებზე უკომპრომისობას შეეწირა.
რ.ს: ეს შეიძლება არ იყოს ხელაღებით უარსაყოფი ვერსია, რამდენადაც შეიძლება გარკვეული ცვლილებები დაფიქსირდეს იმ საკითხებში, რომლებიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებს ეხება. კერძოდ, სალომე ზურაბიშვილის მოღვაწეობის მონაკვეთში წინ იყო წამოწეული რუსული ბაზების გაყვანის საკითხი, ხოლო ამ საკითხში ქართულ დიპლომატიას პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს პოლიტიკური ელიტა ზურგს უმაგრებდა. მსოფლიო რუსეთისგან სტამბოლის ცნობილი ხელშეკრულების დაუყოვნებლივ შესრულებას მოითხოვდა. ამ მოსაზრებათა ფონზე გამიჩნდა ვერსია, რომ შეიძლება ნაწილობრივ ამით იყოს განპირობებული ქართული დიპლომატიის პირველი პირის შეცვლა. ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ისიც უდავოა, რომ დიპლომატიური სტილის შეცვლისკენ იქნება ნაბიჯები გადადგმული. კურსის შეცვლა და დიპლომატიური სტილის შეცვლა კი ერთი და იგივე არ გახლავთ. მეც იმედი მაქვს, რომ კურსი არ შეცვლილა, მაგრამ დიპლომატიური სტილი, თუნდაც პიროვნული განსხვავებების გამო, უდავოდ შეიცვლება. პრეზიდენტს, რომლის ხათრითაც დათმობები გაკეთდა საფრანგეთის მხრიდან, საჯაროდ საპასუხო სიტყვა არც კი უთქვამს.
(ჩანართი: დასავლური ორიენტაციის საქართველო ერთიანი რუსული ენერგოსივრცის შემადგენელი ნაწილი რომ გახდაორი დღის წინ თბილისში გამართულ დსთ-ს ქვეყნების ელექტროენერგეტიკული საბჭოს სხდომაზე უკვე ოფიციალურად გამოცხადდა. ქვეყნის ენერგეტიკაში რუსულ ინტერვენციას ამჯერად არავინ აპროტესტებს, განსხვავებით "რაოს" მიერ "თელასის" შეძენისგან (თბილისის სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის რუსული კომპანიის ხელში გადასვლას საზოგადოების მხრიდან წინააღმდეგობა და ქუჩის გამოსვლები ახლდა). პროტესტი კი არა, ქართული მხარე თანახმაა, რუსულ კომპანიას აჭარისა და კახეთის სადისტრიბუციო კომპანიებიც მიჰყიდოს და "ხუდონჰესის" მშენებლობაშიც ჩართოს, თუ ამას "რაოს" ხელმძღვანელობა მოისურვებს. არც ის არის გამორიცხული, "რაომ" იმ ხუთი ქართული ჰესის პრივატიზებაშიც მიიღოს მონაწილეობა, რომელსაც გასაყიდად გაისად გამოიტანენ. ასე რომ, სადისტრიბუციო ქსელის დიდ ნაწილთან ერთად რუსული კომპანიის ხელში ალბათ გენერაციაც აღმოჩნდება. ასევე რუსების ხელშია "საქრუსენერგოს" (მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს, მათ შორის "კავკასიონს" ემსახურება) საკონტროლო პაკეტიც. "რაოს" "თელასთან" ერთად შეძენილი აქვს "ხრამი-1", "ხრამი-2" და მე-9 ენერგობლოკი.
ქვეყნის უწყვეტი ენერგომომარაგება და ამომრჩევლის კეთილგანწყობა რუსეთის ხელში რომ არის მოქცეული, საქართველოს ხელისუფლება მიხვდა. შარშან რუსულ შემოტევას სუსტად, მაგრამ მაინც თუ ეწინააღმდეგებოდა, დენის შეწყვეტით შეშინებული "მოთვინიერებული" მთავრობა ამჯერად კარგი თანამშრომლობისთვის ჩუბაისს მადლობებს უხდის. "რაოს" ხელმძღვანელობას უწინ პრემიერი თუ ხვდებოდა, ამჯერად ანატოლი ჩუბაისს თავად საქართველოს პრეზიდენტი იღებს. "თელასის" მიმართ პრეტენზია ქართულ მხარეს ჩუბაისთან აღარ გამოუთქვამს. რუსების მიმართ განსაკუთრებულად კეთილგანწყობილი და თავაზიანი იყო ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური. "თელასს" ინდივიდუალური მრიცხველების გარეშე მყოფი უბნების გამრიცხველიანება შარშანდელი დაპირებისამებრ, ჯერ კიდევ მარტში უნდა დაესრულებინა. "რაოს" შვილობილმა გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას მიბაძა და ამ უბნებში (ავლაბარი, ისანი-სამგორი, წყნეთი, ბეთანია, ელიას მთა ა.შ) ინდივიდუალურის ნაცვლად კომუნალური მრიცხველების დამონტაჟება დაიწყო. "დამანგრეველ" ხელშეკრულებას აღარავინ ახსენებს და მის გადახედვაზე საუბარი საბოლოოდ შეწყდა. ურთიერთგაგების სანაცვლოდ რუსული კომპანია საქართველოს ძველ ვალს აღარ უხსენებს.)
რ. კ.:მაგრამ სამწუხაროდ, თუ ისინი სოციალურ პრობლემებს არ მოუვლიან და დემოკრატიასაც გამორიცხავენ, შედეგად კვლავ რევოლუციას მიიღებენ. დღეს ხალხს ისე შია, რომ დემოკრატია არც აინტერესებს. ეს კი ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს. ისინი ხელისუფლებაში, ბევრ რამეს ვერც ხვდებიან. რევოლუციონერების უმრავლესობა ისე მოულოდნელად გამდიდრდა, რომ ვერც კი ხედავენ, რა დღეში ჩავარდა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.
თავიდან პრეზიდენტის მოტივი ის იყო, რომ მაღალი კვალიფიკაციის დიპლომატი მოჰყავდა. მაგრამ საჯაროდ ისიც კი აღარ თქმულა, რომ ამ მაღალი კვალიფიკაციის დიპლომატმა თავისი ფუნქცია და როლი ნამდვილად ითამაშა ახალი ქართული დიპლომატიის ცხოვრებაში. ამისთვის მას მადლობაც არ უთხრეს. ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა იგულისხმება ამ ფონის ქვეშ - ეს არის ქვეყანაში უმუშევრობის დიდი პროცენტი, დიდი უკმაყოფილება სამეცნიერო და საუნივერსიტეტო ინტელიგენციაში, ასევე დიდი უკმაყოფილება საზოგადოების იმ 40-დან 55-60 წლამდე საშუალო ასაკის ფენაში, რომლის უმეტესობაც აბსოლუტურად უმუშევარი აღმოჩნდა. ოპოდრომზე სწორედ ეს საზოგადოება მივიდა.
დადებითად შევაფასებდი იმ ფაქტს, რომ სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოების მხარდაჭერა რაღაც რევოლუციური მოძრაობებისთვის არ გამოიყენა. არც იმისთვის გამოიყენა, რომ თუნდაც ამ მხარდაჭერით დამტკბარიყო. მცირე დროში მან ეს პროცესი მიტინგის რეჟიმშიც კი არ გადაიყვანა. უბრალოდ, ზურაბიშვილი ხალხს მიესალმა, ორიოდე სიტყვა უთხრა და მერე მათ დაშლა სთხოვა. ანუ მან პროცესი რევოლუციური მიმართულებით შეგნებულად არ წაიყვანა.
"რ": აქედან გამომდინარე, რა დასკვნები უნდა გააკეთოს თავად ქვეყნის ხელისუფლებამ.
რ.ს: ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, უფრო მოვიგებთ, თუ მომხდარ მოვლენებს საქართველოს ხელისუფლებაც ობიექტურად შეაფასებს, თუ ხელისუფლება ამ პროცესებში ბოროტი განზრახვების წაკითხვას არ შეეცდება და მიმდინარე პროცესებში ხალხის უკმაყოფილების ხარისხს დაინახავს, თან თუ დააკვირდება საკუთარ თავსაც.
ხელისუფლება ასევე უნდა დააკვირდეს იმასაც, თუ სიტყვა "ქაჯებმა" ასე ძალიან რატომ იმოქმედა საზოგადობაზე და რატომ აიტაცა იგი. თუ ის აგრესიული, ქედმაღლური და თავდაჯერებული სტილი, რომელიც ეთერში მოსაუბრე პოლიტიკოსებს ხშირად ახასიათებთ, შეიცვალა კეთილგანწყობილი და რბილი, ხალხისთვის გულშემატკივარ ადამიანთა სტილით, ალბათ სიტყვა "ქაჯებიც" ვეღარ იპოვის ასეთ გამოძახილს.
ძალიან ხშირად საზოგადოების კეთილგანწყობა თუ აგრესია, ხელისუფლების ხალხთან ურთიერთობის წესით არის ჩამოყალიბებული. ძალიან კარგი იქნება, თუ ხელისუფლება ამას გაითვალისწინებს.
კონსერვატორი კახა კუკავა მიიჩნევს, რომ სააკაშვილი დღეს პრობლემებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროსაბჭოსა და საერთოდ დასავლეთსაც უქმნის, რადგან დემოკრატიული რევოლუციის იდეის დისკრეტიდაციას ახდენს. გლობალურ, ამერიკა-რუსეთის დაპირისპირებაში, ამერიკა რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებს ფერადი რევოლუციების გზით დემოკრატიული განვითარების მოდელს სთავაზობს და ასეთი რევოლუცია რამდენიმე ქვეყანაში წარმატებით განხორციელდა. სააკაშვილმა კი ეს იდეა დაასამარა. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, არღვევს ადამიანის უფლებებს და მიმდინარეობს ადამიანთა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებები და სააკაშვილის ხელისუფლების სასწრაფოდ დემოკრატიული ჩანაცვლება უნდა მოხდეს. ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ რესპუბლიკელებსა და კონსერვატორებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ, მათ უფრო მნიშვნელოვანი საერთო მიზნები აერთიანებთ: ჩანაცვლდეს სააკაშვილი, ამხილონ მისი კორუმპირებული კლანის წარმომადგენლები, შემოიღონ არჩევითობა თვითმმართველობის ყველა დონეზე, ხელი შეუწყონ ბიზნეს გარემოს გაჯანსაღებას და დასაქმებას, ხელი შეუწყონ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და მედიის თავისუფლებას.
“პოლიტიკური ცხოვრება არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც არჩევნებიდან არჩევნებამდე პოლიტიკურ პროცესი, რომელიც უშუალოდ არჩევნების წინ შეიძლება ქარიშხლად იქცეს. პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში ყოველდღიურადმიმდინარეობს და ახლად შექმნილი გაერთიანება მასში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება”- აცხადებს დავით უსუფაშვილი.
"საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან წასვლა ჩვენი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კურსის სრული კრახია, თანდათან ქვეყანაში ვითარება ჩიხში შედის, სააკაშვილის მთავრობა კი ამ პროცესს არაადეკვატურად აფასებს", - განაცხადა "წინ, საქართველოს" ერთ- ერთმა ლიდერმა გიორგი კობახიძემ.
ხელისუფლებამ დაიწყო კაბინეტური გადაწყვეტები. იგივე ტრადიცია იყო გამსახურდიას დროს და იგივე ხდებოდა შევარდნაძის დროს. ანუ, გადაწყვეტილებას სამი-ოთხი კაცი იღებს და მერე, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება, მთავრობის კურსის მოწინააღმდეგედ ცხადდება. არადა, ეს კურსი ხელისუფლების კი არა, რამდენიმე კაცისაა. ანუ, ჩვენ დემოკრატიასთან საერთო ისევ არაფერი გვაქვს. ეს პოლიტიკა კი ხელისუფლებას კრიზისამდე უსათუოდ მიიყვანს. რაც შეეხება მაჭავარიანის მიერ ნოღაიდელის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას, ოპოზიციაც და პოლიტოლოგებიც ფინანსურ ინტერესებზე საუბრობენ.
"მაჭავარიანის მიერ ამ განცხადების გაკეთება კარგ დროს მოხდა. კარგ დროს, რა თქმა უნდა, განმცხადებლისთვის. ერთი მხრივ, შესაძლოა, იმაზე ვისაუბროთ, რომ ნოღაიდელსაც მთავრობის დაუმორჩილებელ ნაწილში მოიაზრებენ. მაგრამ, პრემიერ-მინისტრი ძალიან დიდ ფინანსებთან[B] არის დაკავშირებული. ამაზე სასაუბროდ საქართველოს ღია და ჩრდილოვანი ეკონომიკის ცოდნაა საჭირო. ასე რომ, ნოღაიდელის ფიგურა ზოგიერთ ადამიანს, რომელიც ფინანსურ პროცესებთან არის კავშირში, გარკვეულ სირთულეებს უქმნის. ასეთი ხალხი კი პარლამენტშიც არის" - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, "დავიწყებთ იმით, რაც ზედეპირზეა: ქალბატონ სალომეს არც საბჭოთა, არც ზვიადისტური და ა.შ. წარსული არ აქვს. ამიტომაც, იგი არ ჩართულა იმ პოლიტიკურ და იდეოლოგიურ სალტო-მორტალეებში, რომელთა მომსწრეებიც ვიყავით ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში. [B]მას არც რევოლუციური წარსული აქვს და ეს არც ისე შორეულ მომავალში იქნება უმნიშვნელოვანესი გარემოება. ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია მისი წარმომავლობა. რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია და ეს გამჟღავნდა კიდეც მის მიერ მიცემულ რამდენიმე ინტერვიუში, მისი პირით ქართული ეროვნული იდეა მეტყველებს და თანაც არა ნაციონალ-მისტიციზმისა და ნაციონალ-ფეტიშიზმის ოდიოზურ ენაზე, არამედ ცივილიზებული სამყაროს ენაზე.
ქალბატონი სალომე არ ჩქარობს ნაბიჯების გადადგმას და კაპიტალის სასწრაფოდ გამოყენებას. ეს უკვე კარგი ნიშანია.[B] ჩანს, მას ესმის, რომ აჩქარებული მოქმედებით თავს ერთ-ერთი "მეხანძრე" პოლიტიკოსის მდგომარეობაში ჩაიგდებს. ამგვარმა სიჩქარემ ხომ არა ერთი ქართველი პოლიტიკოსი აქცია მარგინალად.
" რეზონანსი": და მაინც, მან შეძლო ის, რაც განვლილი თვეების განმავლობაში ვერ შეძლო ოპოზიციამ, თანაც ყოველგვარი განსაკუთრებული მოლოდინის გარეშე.
ზ.ფ: ისტორიას თავისი ლოგიკა აქვს. ჩვენ ყველანი თითქოს ველოდით და არც ველოდით იმას, რაც მოხდა. [B]ერთი მხრივ, ვამჩნევდით, რომ ხელისუფლება კარგავდა თავის პოლიტიკურ კაპიტალს. სულ რამდენიმე თვის წინ რიგითი მოქალაქე გაგებით ეკიდებოდა მის მოქმედებას მაშინაც კი, როდესაც, რბილად რომ ვთქვათ, ბევრი რამ საეჭვო იყო. სიტუაცია ამ თვალსაზრისით ბოლო თვეების განმავლობაში მკვეთრად შეიცვალა. ვფიქრობ, ყველაზე სერიოზული შეცდომა, რაც ხელისუფლებამ დაუშვა და არსებითად გაიმეორა ზვიად გამსახურდიას შეცდომა, არის ის, რომ მან თანდათან უარი თქვა საზოგადოებრივ ელიტასთან დიალოგზე და აქცენტი "ხალხთა ფართო მასებზე" გადაიტანა. არადა, თითქოს სრულიად ცხადია, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ გემოვნებას სწორედ საზოგადოების ინტელექტუალური ელიტა ქმნის. ამ უკანასკნელმა 2003 წელს უკვე გამოსცადა, რომ მას, თურმე, პოლიტიკური პროცესების მართვა შეძლებია. ამ ადამიანების ჩანაცვლება პიარ-ტექნოლოგიებით მართული "ხალხთა ფართო მასებით" შეუძლებელია. მით უმეტეს, როდესაც საქმე ჩვენისთანა ემოციურ და არასტაბილური განწყობილებების ხალხთან აქვს.
მეორე მხრივ, არ ჩანდა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოიპოვებდა იმას, რაც ხელისუფლებამ დაკარგა. შეიქმნა პოლიტიკური ვაკუუმის კლასიკური შემთხვევა, რომელიც ვერც ერთმა ოპოზიციურმა ძალამ ვერ შეავსო. ეს ყველაზე ნათლად განვლილ შუალედურ არჩევნებზე გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სახელისუფლებო კანდიდატი, რბილად რომ ვთქვათ, არ სარგებლობდა პოპულარობით და აშკარა იყი მისი ოპონენტის მორალური უპირატესობა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი საამისოდ, რომ ამომრჩეველს გადამწყვეტი ნაბიჯი გადაედგა. ოპოზიცია არ აღმოჩნდა საჭირო მუხტის მფლობელი.
იმის თქმა მინდა, რომ რიგითი ადამიანი ელოდა პოლიტიკოსს, რომელიც არა მხოლოდ სიტყვიერად დაუპირისპირდებოდა ხელისუფლებას, არამედ უარს იტყოდა თამაშის იმ წესებზეც, რომლებიც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე 90-იანი წლების ბოლოდან დანერგეს.
უნდა ვაღიაროთ, რომ ოპოზიციამ ალღო ვერ აუღო ამ სიტუაციას და იგი უნებურად საზოგადოებასთან ურთიერთობის იმავე მეთოდებსა და ფორმებს იმეორებდა, რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ გამოიყენა ოპოზიციის როლში ყოფნისას. ამიტომაც იყო, რომ არცთუ ისე სახარბიელო შედეგები მოიტანა ოპოზიციის მხრიდან განხორციელებულმა იმ საარტილერიო მომზადებამ პიარის გამოყენების აზრით, რომელიც მოჭიდავეთა დაპატიმრების შემდეგ ან შუალედური საპარლამენტო არჩევნების წინ განხორციელდა. ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე სრულიად მოულოდნელი შედეგი მოიტანა იმ პოლიტიკოსის მოწოდებამ, რომელიც დღევანდელი ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტისაგან სრულიად განსხვავებულ ენაზე მეტყველებს. აღმოჩნდა, რომ რიგითი ადამიანი არაცნობიერად ელოდა იმგვარ ფიგურას, ვინც არ იქნებოდა პიარ-ტექნოლოგიების პროდუქტი. უფრო გასაგები რომ იყოს: დღევანდელი ოპოზიციის უდიდესი ნაწილი (საბედნიეროდ, არის რამდენიმე გამონაკლისი) ტიპოლოგიურად არაჩვეულებრივად ჰგავს მიხეილ სააკაშვილს მის გაპრეზიდენტებამდე: იმავე პოლიტიკური ენით მეტყველებს, იმავე ქცევის წესით სთავაზობს თავს და ა.შ. სალომე ზურაბიშვილის ფენომენმა სწორედ ამ სავალალოდ ჩამოყალიბებულ სისტემას მიაყენა დარტყმა.
"სალომე ზურაბიშვილი დიპლომატად არ დაბადებულა" - აცხადებს სოსო ცინცაძე. "როგორც კი ქალბატონი ზურაბიშვილი მინისტრად მოგვევლინა, იმ დღიდან მესმის საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან აღფრთოვანებული დითირამბები მის განათლებაზე, პროფესიონალიზმზე, ევროპაში მაღალ ავტორიტეტზე, წარმატებულობაზე და უამრავ ღირსებებზე. მე კონკრეტული ვიქნები. არათუ მის პრაქტიკულ საქმიანობაში, ზეპირ განცხადებებსა და საუბრის სტილშიც კი ვერ აღმოვაჩინე დიპლომატიურობის კვალი. საქმე ის გახლავთ, რომ დიპლომატად, ისევე როგორც პოეტად და ორატორად, იბადებიან. სამწუხაროდ, ქალბატონი სალომე ნამდვილად არ დაბადებულა დიპლომატად... რაც შეეხება ჰიპოდრომის აქციას, მონაწილეთა რიცხვი ცუღლუტი არგუმენტია. იქ მივიდნენ ძირითადად არა მისი მტკიცე, შეგნებული თანამოაზრეები, არამედ მისი მოწინააღმდეგების მოწინააღმდეგები - ერთი სიტყვით, მთავრობით უკმაყოფილო ხალხი.
ამ აქციაზე ყველა კატეგორიის ხალხი იყო მისული. სხვათა შორის, ბოკერიას აქციის დაცინვა უნდოდა და სიმართლე წამოსცდა, - "ეს აქცია ნამდვილი აჯაფსანდალი იყოო,"- განაცხადა ბოკერიამ. ცხადია, ბოკერიას "აჯაფსანდლობით" აქციის მნიშვნელობის დაცინვა სურდა, მაგრამ, ფაქტია, რომ აქციაზე არსებული ვითარებისადმი პროტესტი საზოგადოების ყველა ფენამ გამოხატა. მათ შორის იმათაც, ვინც ორი წლის წინ რევოლუციაში სწორედ უკეთესის იმედით მონაწილეობდნენ. ბოკერია ჭკვიანი ბიჭია და კარგად რომ დაფიქრებულიყო, ამას არაფრის დიდებით არ იტყოდა. იპოდრომზე მისული ხალხის "აჯაფსანდლობა", სულ ცოტა, იმას ნიშნავს, რომ პროტესტის გრძნობა ყველა სფეროში და ყველა ფენაში გაჩენილა.
გამოცდილი ხალხის შეფასებით, ერთი დაძახებით ამ რაოდენობის ხალხის შეკრება ხელისუფლებას საგანგაშოდ უნდა ეჩვენებოდეს. კობა დავითაშვილი 2003 წლის 3 ივნისის აქციას იხსენებს, როდესაც ოპოზიციის ყველა ფრთამ ყველა რესურსის გამოყენებით პარლამენტის შენობის წინ იპოდრომის აქციის ნახევარიც ვერ მოაგროვა.
დღევანდელმა ხელისუფლებამ ორი წლის წინ საპროტესტო აქციები საზოგადოებასთან შეთანხმებით დაიწყო. "შევეგუოთ იმას, ხელისუფლება როგორ გამოგვიცხადებს, რომ ჩვენი აზრი არც კი აინტერსებს - თუ ვიბრძოლოთ." - იკითხა ფილარმონიის სავსე დარბაზში ზურაბ ჟვანიამ. "ვიბრძოლოთ,"- გადაწყვიტა აქ შეკრებილმა საზოგადოებამ. პირველი გამაფრთხილებელი ბრძოლა კი საკმაოდ შთამბეჭდავი გამოდგა. ხმის დაკარგვით შეურაცხყოფილი ათასობით ადამიანი ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნისკენ დაიძრა. ცესკოს შენობასთან, პარლამენტთან და საბოლოოდ მერიის წინ ხელისუფლებისგან სამართლიანობას ითხოვდნენ. ეს იყო 2003 წლის 4 ნოემბერი.
"მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციის არჩევნებში არგამარჯვება. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენგანის უფლება დაირღვა. ეს ბრძოლა თითოეული ჩვენგანის ბრძოლაა. თქვენ სამართლიანად ხართ გაბრაზებულები და დარჩით გაბრაზებულები!" – ასე მიმართავდა ჟვანია საზოგადოებას.
პირველი შეცდომა თუ პირველი უყურადღებობა. ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2004 წლის 1 ივლისს შსს-ს სპეცრაზმმა მიწისძვრით დაზარალებულთა, "თბილტრანსის" მძღოლთა და კოოპერატიული ბინათმშენებლობის გაერთიანების წარმომადგენელთა საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.
ამის შემდეგ სამსახურიდან გათავისუფლებული ხალხი, უმუშევრად დარჩენილი გარემოვაჭრეები, გაუქმებული სამარშრუტო ხაზების მძღოლები, გაუქმებული სამხედრო სასწავლებლებიდან გამოყრილი ახალგაზრდები და კიდევ მრავალნი ასეთნი საპროტესტო აქციებს პერმანენტულად ხან სად მართავენ და ხან სად. ორი წლის განმავლობაში რევოლუციით მოსულ ხელისუფლებას ასეთი მცირე აქციებისთვის სულ მცირე ყურადღებაც კი არ მიუქცევია. მათგან განსხვავებთი კი იპოდრომის აქცია, ალბათ, ხელისუფლების მიერ საკუთარი თავისადმი კითხვის დასმას მაინც იმსახურებს.
თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით, უმრავლესობის არც ერთ წარმომადგენელს და არც ერთ პოლიტოლოგს საკუთარი აზრის დაფიქსირება არ სურს.
რამაზ კლიმიაშვილი: თუ მძიმე სოციალურ სიტუაციას ყურადღება არ მიექცა, მაშინ სიტუაცია გართულდება. როგორც ვხედავთ, დღეს ამას აბსოლუტურად არავითარი ყურადღება არ ექცევა, ვგულისხმობ ფანტასტიკურ უმუშევრობას და საერთოდ, ცხოვრების დონის მკვეთრ გაუარესებას. პრობლემა კიდევ ის არის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ რომანტიზება გაუკეთა რევოლუციურ, ანტიდემოკრატიულ ცვლილებებს და არა, ვთქვათ, არჩევნების საშუალებით მიღწეულ ცვლილებებს.
მაშინ ორი წლის წინ, ხალხი შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმის მოსაცილებლად გამოვიდა. ეს იყო პოლიტიკური გამოსვლა და არ სოციალური. ამიტომ მაშინ ყველაფერმა ლამაზად, ვარდებით ხელში ჩაიარა. მაგრამ თუ სოციალური გამოსვლა მშიერი ხალხის მხრიდან მოხდა, მაშინ იქნება ისეთივე პროცესები, როგორიც იყო ყირგიზეთში, ამ ნახევარი წლის წინ. ამავე დროს, ხელისუფლებამ დემოკრატიულობასაც აბსოლუტურად ზურგი შეაქცია. ქვეყანაში დემოკრატიულობის ხარისხი აშკარად გაუარესდა.
რ.კ: პირველი და უმთავრესი, ეს არის ქვეყანაში ნორმალური ბიზნესგარემოს შექმნა. ეს იმიტომ, რომ სამუშაო ადგილებს ქმნის ბიზნესმენი და არა მთავრობა. მთავრობას შეუძლია ხელი შეუწყოს ბიზნესმენებს, მაგრამ ჩვენი მთავრობა ამას არ აკეთებს. პირიქით, მთავრობამ ხალხი მოატყუა, როცა მცირე ბიზნესის გადასახადებისგან გათავისუფლებას შეჰპირდა. შემოსულ ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით, ყველა ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ იგი გაცილებით უარესია, ვიდრე წინა კოდექსი იყო. არადა ყველამ იცის, რომ წინა კოდექსი ძალიან ცუდი იყო. ხელისუფლებას ყველაზე ადვილად, სწორედ ამისი გაკეთება შეეძლო. მათი მოვალეობაც ბიზნესისთვის მაქსიმალურად ხელის შეწყობაა, თორემ ისინი სამუშაო ადგილებს ვერ შექმნიან. მაგრამ სამწუხაროდ, ამათი მენტალიტეტი ისევ საბჭოური დარჩა. ბიზნესმენი მათთვის არის ძროხა, რომელიც უნდა მოწველო, მაგრამ ბევრს რომ მოწველი, მერე ძროხა კვდება. მათ ეს არ იციან და ბიზნესმენებთან შეწერა-შეწერაზე მიდის, ამას დასასრული არ გამოუჩნდა. ჩვენ განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესმენები ისედაც არ გვყავდა და დღეს ისინი ფაქტობრივად მოხრჩობილ მდგომარეობაში არიან. კი გვიყვარს ჩვენ ოლიგარქებზე ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ ისინი პრაქტიკულად არ გვყავს.
ჯერ დათო ზურაბიშვილი, მერე სალომე ზურაბიშვილი, მერე კიდევ გია თორთლაძე, უფრო ადრე ბერძენიშვილები და სხვები, სულ თავიდან კობა დავითაშვილი და სხვები, - ადვილი მისახვედრია, ეს ოპოზიციაში გადასული "ნაციონალები" არიან. მაგრამ, არავის ეგონოს, რომ სააკაშვილი მარტო დარჩა. როგორც ყოველთვის პარტიების ცვლებში, მათი ადგილი "ახალი თაობის პოლიტიკოსებმა" დაიკავეს. ისეთებმა, “პარტიის” ყველა ბრძანებას თვალდახუჭულნი რომ ასრულებენ. იმ დღესაც, ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა რომ გაიმართა, ნიკა გვარამიას პარტიამ უთხრა, რომ მკაცრი ტონი იყო საჭირო და დავალება შესაშური ერთგულებით შეასრულა. მერე რა, რომ ერთი კვირის წინ სალომე ზურაბიშვილს თანადგომას ჰპირდებოდა და მისი საქმიანობით აღფრთოვანებას არ მალავდა.
ერთი შეხედვით, ისევ ისე ჩანდა, რომ ეს დეპუტატები ძველებურად რამდენიმე განცხადებას გააკეთებდნენ, მერე პარლამენტის დერეფნებში იჭორავებდნენ, გულზე მუშტსაც დაიბრახუნებდნენ, მერე პრეზიდენტი რამდენიმე მათგანს შეხვდებოდა და ეს თემა რამდენიმე ხნით დავიწყებას მიეცემოდა. ამასობაში იგივე დეპუტატები ზურაბიშვილისთვის ერთგულების გამოცხადებასაც მოასწრებდნენ და ფიცის დადებასაც, რომ მის გვერდით იდგებოდნენ. წელიწადნახევრიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს ასე მოხდებოდა, მაგრამ…
ამიტომაც ყვიროდნენ ასე თავგამოდებულები და პარლამენტში პარლამენტარიზმის დამკვიდრებას ცდილობდნენ. მათაც უნდა გაუგოს კაცმა. მერაბიშვილი დაიბარეს პარლამენტში და არ მივიდა. ოქრუაშვილი დაიბარეს და არ მივიდა. ადეიშვილი დაიბარეს და არ მივიდა. კეზერაშვილი დაიბარეს და ისიც არ მივიდა. სალომე ზურაბიშვილი დაიბარეს და მივიდა, მაგრამ პარლამენტარებს მინისტრების მიერ საკანონმდებლო ორგანოს აბუჩად აგდება და არაფრად ჩაგდება ისე ჰქონდათ ყელში ამოსული, რომ ზურაბიშვილის მისვლა ვეღარ შეამჩნიეს. ამიტომაც მთავარ ბრალდებად სწორედ პარლამენტთან კოორდინაციის არქონა დააბრალეს.
სააკაშვილმაც არჩევანი მათ სასარგებლოდ გააკეთა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც აქამდე მის ფავორიტად ითვლებოდა, გადააყენა. ახლა ჩვენს პრეზიდენტსაც შეუძლია, ამაღლებული ტონით განაცხადოს, "მე არჩევანი საქართველოსა და მეგობრებს შორის უნდა გამეკეთებინა და არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ გავაკეთეო".
ალბათ, ამ ფრაზას პრეზიდენტი უსათუოდ იტყოდა, მაგრამ, მეგობრები და საქართველო ამ სქემით მაინცდამაინც კარგად ვერ გადანაწილდა. ყველაზე მეტად, ალბათ, სააკაშვილს არ შეეშლება, ერთი განცხადებით ათი ათასზე მეტი ადამიანის შეკრება რას ნიშნავს. მაგრამ, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება და პარტიის სამსახურისათვის მზად ბოკერია აღმოჩნდა.
მერაბ ფაჩულია, "გორბის" დირექტორი: ჩემი აზრით, ქალბატონ ზურაბიშვილის წასვლა კაბინეტიდან საინტერესო პოლიტიკური ერის დასაწყისი შეიძლება, გახდეს ქართულ რეალობაში. როცა ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობა, მიუხედავად სახელმწიფოს ბიუჯეტის გასამმაგებისა, მოსახლეობის ფართო მასებს ჯერ ეფექტურად არ შეხებია, არაფერს ვამბობ უმუშევრობასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ ეტაპზე კი ახალი, პროდასავლური (ალბათ, ამ შემთხვევაში უფრო სწორი იქნებოდა, თუ ვიტყოდი - დასავლური) მოძრაობის ან პარტიის ჩამოყალიბება უთუოდ წაადგება როგორც პოლიტიკურ სპექტრს, ასევე ქვეყანასაც.
თუმცა, მინდა, რამდენიმე მომენტსაც გავუსვა ხაზი: სერიოზული მოძრაობა აუცილებლად უნდა გასცდეს თბილისის მასშტაბებს, და უარეს შემთხვევაში უნდა მოიცვას ქვეყნის ურბანული მოსახლეობა მაინც. მეორე, თუ ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკური ტიპის მოძრაობის შესახებ, მაშინ აუცილებელია, უახლოეს დღეებში გამოჩნდეს პოლიტიკური მოძრაობის ძირითადი ატრიბუტიკა - დასახელება, დევიზი, სიმბოლიკა, სამოქმედო პროგრამა, შესაძლო ოპონენტები და პარტნიორები.
"მ.კ": ვინ წააგო და ვინ მოიგო ამ პროცესების შედეგად.
მ. ფ: შეიძლება, უცნაურადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ წინა კვირის მოვლენებიდან გამომდინარე ყველაზე დიდი გამოწვევა ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ მიიღო.[B]
ქალბატონი სალომე, "გორბის" გამოკითხვების მიხედვით, გასულ წელიწადნახევრის განმავლობაში ყოველთვის იყო რეიტინგიან პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო მოღვაწეების ათეულში. ბუნებრივია, ამ ტიპის დემარშის შემდეგ მისი ნდობის რეიტინგი აიწეოდა. მომავალს კი აუცილებლად არჩევნები გვიჩვენებს. თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები იქნებოდა საუკეთესო რეპეტიცია, თუმცა არაპირდაპირი არჩევნებიც საკმაოდ დიდი გამ
|