დღეს დავაფიქსირე რატომღაც, რომ ბიჭის მიმართ ვარ ყოველთვის ძალიან მომთხოვნი, ანუ ყურადღებას ვაქცევ ძალიან ბევრ წვრილმანს. ყოველ წუთს მინდა ვიგრძნო ის, რომ მე გოგო ვარ და განსაკუთრებულ პატივისცემასა და დაფასებას ვსაჭიროებ. ამას თუ ვერ ვგრძნობ, თავს არაკომფორტულად ვგრძნობ და ადამიანის მიმართ ყველანაირი ინტერესი მეკარგება თავისთავად. ეს არაა პრეტენზიული ტონი, პირიქით, ეს რატომღაც ჩემშია და ქვეცნობიერად თუ ცნობიერად დიდ ყურადღებას ვაქცევ ყოველთვის

თუმცა ისიც მინდა აღვნიშნო, რომ დღესდღეობით, გენდერულ თანასწორობაზე თუა ლაპარაკი, მაშინ კაცებს ბევრი რამ ეხსნება, ტვირთს ვგულისხმობ. კი ბატონო, თუ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებლები, მაშინ საკუთარ თავს ჩვენვე მივხედოთ, და ერთი შეხედვით სწორიცაა. თუმცა გენდერულ თანასწორობასაც ვემხრობი და ეს ჯენტლმენობის საკითხიც მაღელვებს.
ძალიან ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანებია, მაგრამ კარში თუ გოგო და ბიჭი გადიან, ბიჭს რაც არ უნდა ეჩქაერბოდეს, ზედ არ უნდა გადაგიაროს და აუცილებლად გზა უნდა დაუთმოს გოგოს.
ფინანსური საკითხები თავის თავზე უნდა აიღოს...
თუ მძიმე ჩანთა გიჭირავს აუცილებლად უნდა გამოგართვას და თვითონ ატაროს და ბევრი ასეთი წვრილმანი კიდევ

ბევრი ვილაპარაკე მართალია, მაგრამ მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან მიმართებაში?