2008 სამი ერის სარჩევი
http://www.geocities.com/rugby_ka/8_SamiEri.htmწინათქმა
http://www.geocities.com/rugby_ka/IA/30_Bled4-prv.htmავტო-სადგომზეც შევეჯიბრებითო
შვიდი კვირა გავიდა "სამი ერის" დასრულებიდან და სამხრეთელი ბობოლები, ჩემპიონი ზელანდია და მისი მარადი მეტოქე ავსტრალია, ჰონკონგში მართავენ "ბლედისლოუს თასის" მეოთხე შებმას, რათა ზეპური რაგბი ეკონომიკურად მზარდ აზიას თვალდათვალ დააჭაშნიკებინონ.
სარფზე გადაგებული ოზები და კივები დამატებით ტესტზე მარტის დამდეგს რომ შეთანხმდნენ, ნაღდად ეიმედებოდათ, რომ ჯერ კიდევ 1931 წელს დაწესებული, ვეება, ვერცხლის "ბლედისლოუს თასის" მფლობელის გამოვლენას "სამი ერის" სამი ტესტი ვერ ეყოფოდა.
მერე იყო და სიდნეიში ძლეულმა "ოლ ბლექსმა" ოკლენდში აიღო რევანში, ტურნირის ფინიშზე კი, საარაკო ბურთაობაში, ბრისბენშიც აჯობა "ვოლაბიზს", სერიაში 2-1 დაწინაურდა და მფლობელის უფლებით, ბოლო ტესტის შედეგის და მიუხედავად, მეექვსე წლითაც შეინარჩუნა ტრანს-ტასმანური მეტოქეობის სიმბოლო.
და მაინც, ჰონკონგის რკენა მუღამიანია. ერთი რომ, ბლედისლოუ პირველად თამაშდება უცხო გარემოში. ორივე გუნდს ქომაგიც ბლომად დაემგზავრა, რათა ჩინური სიამ-ტკბილობანი დაიგემოვნოს. მეტიც, აზიიდან მეზობლები ევროპაში მიდიან ტურნეზე და რაღაი ნოემბრის ტესტები ირბ-ის 13 ახალი წესით იმართება, ბლედისლოუსაც არა-სამხრეთულად, უთეფოდ, სულ ჯარიმებით განსჯის ირლანდიელი.
ოზებს ქოქოლას აყრიან
ჰონკონგში ცხელა, რაც ხელს ოზებს უფრო აძლევთ, მაგრამ მას აქეთ, რაც ვოლაბებმა 1980-იან წლებში, შვიდკაცაზე, ჯარიმა კარში დაარტყეს და თამაში ეგრე მოიგეს, მო-ჩინელ-ინგლისელო ბომონდს ათვალწუნებული ჰყავს ავსტრალია და ყოველ სტუმრობაზე ქოქოლას აყრის.
მატჩის წარდგენა ოთხშაბათს, შა-თინის იპოდრომზე მოეწყო. მეტოქენი რკენისთვის განსხვავებულად ემზადნენ. ოზებს შინაური პირველობა რომ არა აქვთ, ნაკრებმა ოთხი შეკრება გამართა და დაიჭურვა, ოლ ბლექები კი თანდათან გაერივნენ "ეარ ნიუ ზილენდის" თასის მარაქაში, რომელიც შაბათს დასრულდა.
ზელანდიამ რაზმი სამშაბათს გამოაქვეყნა, ავსტრალიამ კი კიდევ ორი დღე ამკითხავა მეტოქე, ფანობა და მედია. კივების 15-ეულში, ბრისბენის მატჩთან შედარებით, ოთხი ცვლილება, ერთი უკეპო და ერთიც პოზიციური ძვრაა, ოზებს კი ხუთი ახალი ჰყავთ.
დუეტად უდირიჟორებენ
უკეპოა შინაური პირველობის საუკეთესო მელელოვე ჰოსეა გიარი, ვინც 1079-ე ოლ ბლექი ხდება. 15 ნომრად მარქაფიდან დააწინაურეს უნივერსალი ისაია ტოიავა, რაღაი მალილი მულიაინას პირმშო (პირველი შვილი) რომ ეყოლა, შინ დაგეგმილზე მეტად დარჩა და გუნდს ევროპაშიღა ჩააკითხავს.
ძვრა შეეხო დენ კარტერს, ვინც "სამი ერის" შემდეგ ერთიანად იუქმა და ათის ნაცვლად, 12 ნომრად დგას. ამით ოზთა პივოტს, მეტ გიტოს ხელ-ფეხი ეხსნება, "დისი" კი ვირგლა სთერლინგ მორტლოქის პირისპირ აღმოჩნდება. მეორე მხრივ, "თორმეტი" რომ აღარაა ზანტი და მოუქნელი მა ნონუ, კივთათვის დიდი პლუსია, კარტერი და სთივენ დონალდი კი დუეტად უდირიჟორებენ ანსამბლს.
ოზებს ტრავმათა გამო აკლიან თმებ-გაწეწილი ლოტე ტუნქირი, აკრეჭილი ვაიკლიფ პალუ და ჩაფხუტა ჯეიმზ ჰორვილი, ზორბა როკი ელსომი კი დუბლინის "ლენსთერშია" და იქადნება, ერთ წელში შინ დავბრუნდებიო.
ლოტეს ნაცვლად იწყებს ჩაუქი დრუ მიჩელი; პალუს ბრისბენში ვოლაბად მონათლული რიჩარდ ბრაუნი ცვლის; 9 ნომერია მოკეთებული ლუკ ბერჯესი; ოზთა კივი გურუ რობი დინსი კი ამბობს, "ოლ ბლექსთან" ყოველი ტესტობა ზრდის საწყაო რომაა, ყაბულსა ვარ, მათ ავტო-სადგომზეც შევაჯიბრო შეგირდებიო.
>>> აზიური ბლედისლოუ
^ დააწინაურეს, # დაამცრეს, * დაემატა, $ დაძრეს
ზელანდია - ავსტრალია
<< ოლ ბლექსი
(ბეკ) 15 ისაია ტოიავა^, 14 ჰოსეა გიარი*, 13 კონრად სმითი, 12 დენ კარტერი$, 11 სიტივენი სივივატუ; 10 სთივენ დონალდი^, 9 ჯიმი ქოუანი /
(ფორ) 1 ტონი ვუდქოქი, 2 ენდრიუ ჰორი, 3 ნემია ტიალატა*; 4 ბრედ სორნი, 5 ალი ვილიამსი; 6 ჯერომ კაინო, 7 რიჩი მაკქოუ კაპ, 8 როდნი სოიალო;
(მრქ) 22 ქორი ჯეინი*, 21 მა ნონუ#, 20 პირი ვიპუ / 16 კევენ მეალამუ, 17 გრეგ სამერვილი#; 18 ენთონი ბორიჩი, 19 ადამ თომსონი
(მწ) გრემ ჰენრი, ვეინ სმითი, სთივ ჰანსენი
<< ვოლაბიზი
(ბეკ) 15 ადამ ეშლი-კუპერი, 14 პიტერ ჰაინსი, 13 რაიან კროსი, 12 სთერლინგ მორტლოქი კაპ, 11 დრუ მიჩელი^; 10 მეტ გიტო, 9 ლუკ ბერჯესი* /
(ფორ) 1 ბენ რობინსონი, 2 სთივენ მური, 3 ელ ბაქსთერი; 4 მარკ ჩიზომი*, 5 ნეითან შარფი; 6 დინ მამი*, 7 ჯორჯ სმითი, 8 რიჩარდ ბრაუნი^;
(მრქ) 22 ლოქი თერნერი*, 21 ბერიქ ბარნსი*, 20 სემ ქორდინგლი# / 16 ადამ ფრაიერი, 17 მეტ დანინგი; 18 ფილ ვო, 19 დევიდ ფოქოქი*
(მწ) რობი დინსი, ჯიმ ვილიამსი, მაიკლ ფოლი
<< მსაჯები
რეფერი ალან ლუისი; კიდეებზე: ჯორჯ ქლენზი / პიტერ ფითსგიბონი (ირლანდია); ვიდეო ჯულიო დესანტისი (იტალია)
შაბ 1/11 ჰონკონგი ^ ცოცხლად გლობალზე 12.30 საქ (შოუ სპორტ 3) * გამეორებით: შაბ 23.30 - კვი 06.00 14.00 - სამ 10.00 - ოთხ 16.30 - ხუთ 03.30 - პარ 04.00
წლეულს: ზელანდია 2-1 ავსტრალია (19:34 სიდნეი 26/07, 39:10 ოკლენდი 02/08, 28:24 ბრისბენი 13/09)
სულ (1903 წლიდან) 131: 87-39*5 / ბლედისლოუზე (1931) 112: 76-32*4 (თასი 37-12)
<<< >>>
მიმაგრებული სურათი