#41503649 · 3 Jul 2014, 07:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ღმერთზე დამოკიდებული
"-ღმერთო დაეხმარე, გთხოვ, ღმერთო მას სცივა მიდი გაათბე. ღმერთო ის მშიერია, გაუყავი შენი ლუკმა და დააპურე. ღმერთო, უფალო ვერ ხედავ ამ მათხოვარს ფეხზე რომ არ აცვია? გაიხადე შენი ფეხსაცმელი და მიეცი მას! ღმერთო მიდი ახლა და მოუძებნე ამ პატარა ბავშვს დედა რომელიც ენატრება. ღმერთო ამ კაცს თავზე აწვიმს, ახლავე გადაეფარე! ასე მოიქეცი ყოველთვის გაუჩერებლად სანამ ხალხი არ დაინახავს როგორი კეთილი ვარ მე! გაათბე ის და დაიმალე რადგან მან მე უნდა დამინახოს. შენი პურის დარჩენილი ნახევარი მე მომეცი რომ მან მადლობა მე გადამიხადოს. ფეხსაცმელი გაიხადე ღმერთო, მომეცი რომ მათხოვარს მივუტანო. ბავშვის დედა ჩემთან მოიყვანე ჯერ რომ მე მივიყვანო ის მასთან! როცა წვიმა გადაიღებს შენი სველი ტანისამოცი მე ჩამაცვი. გელოდები ღმერთო, სანთელთან ვდგავარ და გელოდები. ნუ იღლები! ნუ იღლები, რადგან მე ვაკეთებ ყველაფერს რაც მავალია და შენც ასე უნდა მოიქცე. ამ ხალხს შენ უნდა დაეხმარო ჩემი სახელით... რატომ ჩემით არ ვაკეთებ ამ ყველაფერს? არა ამას ნუ ელი ღმერთო! შენზეა ყველაფერი დამოკიდებული. მე არ ვაპირებ მათ გამო თავი შევიწუხო. მე მათ არ დავეხმარები მათ შენ დაეხმარები ჩემი სახელით! ღმერთო დაიფარე, ყველა დაიფარე ვინც მიყვარს რადგან მე არც ძალა მაქვს ამის და არც სურვილი! მირჩევნია საათობით ვიდგე სანთელთან და შენ მოგთხოვო მათი დაცვა. რადგან ეს არის ჩემი დანიშნულება. მე რატომ უნდა ვეცადო მათ დაცვას როცა შემიძლია გაიძულო შენი ვალდებულების შესრულება? ღმერთო მომიტევე! მე ცოდვილი ვარ, არ ვიცი, რატომ!? მაგრამ ცოდვილი ვარ. არადა ყველაფერს ისე ვაკეთებდი როგორც შენ გინდოდა, მე ყველაფერს შეგთხოვდი! მე გთხოვდი შენი ვალდებულებების შესრულებას. როგორც კი სადმე ჭირს დავინახავდი მაშინვე სანთელთან მოვრბოდი და გთხოვდი რომ ეს ჭირი მოგესპო. როცა ვინმეს დახმარება ჭირდებოდა მაშინვე შენთან ვჩნდებოდი და გაიძულებდი რომ დახმარებოდი მათ. რადგან ეს შენი საქმე იყო და არა ჩემი. როცა ჩემს თვალწინ უსულოდ კაცი მიწაზე დასცეს მე თითიც არ გამიშვერია, ხომ ხედავ რა კარგად მოვიქეცი?! თავი დავხარე და მათ გვერდი ავუარე რადგან ეს ჩემი საქმე არ იყო მე არ უნდა განმეკითხა ის და ასეც მოვიქეცი. მოვიქეცი სწორად რადგან შენი ვალდებულებაა სხვათა განკითხვა. ღამეს ჩემს თვალებში მხოლოდ შენი მკრთალი სანთლის შუქი ანათებს სადაც ჩვენს გარდა ვერავის მვხედავ. მაშ როგორ ჩავიდენდი ცოდვას როცა მე უსინათლო ვარ!? მაგრამ ვგრძნობ... მე ყოველთვის ცოდვილი ვიყავი და ცოდვილი ვარ მიუხედავად იმისა რომ ყველაფერს ისე ვასრულებ როგორც შენ გინდა! მაგრამ რაღაც არასწორია, რაღაც არასწორია..... რაღაც არ არის სწორი... შენში! ხო ღმერთო შენს გამო ვარ მე ცოდვილი! შენ არ ასრულებ შენს სამუშაოს! რათქმაუნდა ეს ასეა! აბა მაშ რატომ ეძებს ის პატარა ისევ თავის დედას? რატომ ეყინება მათხოვარს ისევ ფეხები და ამ საბრალო კაცის ჭაღარა რატომ სველდება? სად ხარ რატომ არ მომიტანე მათთვის ის რაც დაგავალე? ან რატომ დადის ის მკვლელი დანით ბაღებში?! რატომ არ დასაჯე?! ღმერთო შენ ცოდვილი ხარ! შენ ისინი გაწირე! ყველა გაწირე და არავის დაეხმარე. ხედავ?! მკვლელი ფეხშიშველა მათხოვართან მიდის და ტანსაცმელს ართმევს! არაფერს იღონებ? არ შეაჩერებ? ბავშვს ჰგონია რომ წყალში მისი დედის სილუეტს ხედავს და ხიდიდან ხტება! დაიჭირე სანამ გვიანია... ღმერთო სად ხარ?! რატომ არ ჩანხარ?! რატომ ვერ გხედავ?! ღმერთო მე შენს გამო ვარ ცოდვილი... ღმერთო მომეცი ძალა...დავიღალე!! __ ავტორი: ირაკლი ჭრელაშვილი
|