ფორუმელებო როგორც დროებამ გვაჩვენა თურმე საქართველოში არის კატეგორია ხალხისა რომელიც შიმშილობს, თუმცა ამის დანახვას ალბათ მაინცდამაინც დროება არ სჭირდებოდა.
ჩემი სურვილია რომე ფორუმ.გე-მ თავისი ფორუმელების სახელით შეიტანოს წვლილი მიუსაფართა დაპურებაში
ჩემი გეგმა ასეთია:
თავდაპირველად ჩვენს მოღვაწეობას მივცეთ იურიდიული სახე, ამ შემთხვევაში არასამეწარმეო იურიდიული პირი - ფონდის სახით, ანუ შევქმნათ საქველმოქმედო ფონდი,რომელიც ორიენტირებულია მიუსაფართა დაპურებაში და დავარქვათ ფორუმ.გე ან რამე უკეთესი და ჩემი აზრით აუცილებელია რომ დომინირებდეს ფორუმ, რადგან ეს ყველაფერი აქედან იწყება
მეორე ეტაპისათვის უკვე უნდა დავსახოთ საქველმოქმედო გეგმა
როდესაც უკვე ჩამოყალიბდება ფონდი შემდეგ უკვე ამ ფონდის სახელით საჭიროა რამდენიმე საქველმოქმედო აქციის ჩატარება საკუთარი ხარჯებით ( აქციის მოცულობა ჩვენს საკუთარ აქტივებზე იქნება დამოკიდებული, ანუ ფორუმელების შემოწირულობაზე )
რამდენიმე საქველმოქმედო აქციების შემდეგ უკვე შეგვიძლია ქართველ ბიზნესმენებში ვეძებოთ ქველმოქმედები ანუ შევთავაზოთ საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობის მიღება, ბიზნესმენი ფულს არაფერში არ ჩადებს თუ მოგება ვერ დაინახა ამრიგად ამ ქვემოქმედებაში ჩადებული სახსრების მოგება იქნება ის რეკლამა, რომელსაც ეს აქცია გაუწევს მის დამფინანსებლებს, აქვე უნდა ავღნიშნო რომ ქველმოქმედებისათვის გაწეული სახსრები არ იბეგრება გადასახადებით.
როდესაც ეს ყველაფერი უკვე განხორციელდება შეიძლება უკვე უცხოური ბიზნესმენებიც დავაინტერესოთ ქველმოქმედების განხორციელებისათვის
ქველმოქმედებები განხორციელდება ”ქველმოქმედების” სახელით ანუ ბიზნესმენების და ბიზნეს ჯგუფების სახელით
ხოლო აქ ჩვენი ფონდი ამ ყველაფერს გაუწევს ორგანიზებას. დაგეგმავს, აცნობებს მასმედიის საშუალებებს, იმუშავებს საქველმოქმედო გეგმების შედგენაში, მაგ. წლიური გეგმა მიუსაფართა დაპურებისათვის, რამდენია საჭირო თანხა რამდენი როგორ უნდა განაწილდეს შეირჩეს ქველმოქმედთა ჯგუფი და შესაბამისად განაწილდეს მათზე თანხიs ტვირთი და ა.შ.
ქველმოქმედებისათვის შეიძლება მოზიდული იქნეს როგორც საკვები პროდუქტების მწარმოებლები ასევე სხვა სამეწარმეო სუბიექტები9საკვების მწარმოებლები თავიანთი პროდუქციით გაწევენ ქველმოქმედებას და სხვა მეწარმეები კი თანხით)
სხვა საკითხები რაც ამ ყველაფრის ორგანიზააციისათვისაა საჭირო ადვილად მოსაგვარებელია
მოკლედ ესაა ჩემი იდეა და მაინტერესებს ფორუმელთა აზრი
ჩვენსკენ ერთი უპირატესობაა: კეთილი ნება, ღმერთი დაგვეხმარება რომ შევძლოთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კეთილ საქმეში
დაე ყოველთვის ენთოს იმედის სანთელი მათ ყოფაში
მიმაგრებული სურათი