ალბათ ყველას გინახავთ, ზრდასრული მამაკაცების ნეკა თითზე უჩვეულო სიგრძის ფრჩხილი.
ბევრმა თურმე არც იცის ამ ფრჩხილის დანიშნულება, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია და ხშირად გამოსაყენებელი

.
უფრო დავკონკრეტდები და ვიტყვი, რომ ამ ფრჩხილის (ნიჩბის) მოვალეობაა, სხეულის ძნელად მისაწვდომი ადგილებში (ყური, ცხვირი და ა.შ.) არსებული ჭუჭყის და სიბინძურის გამოსუფთავება.
თუმცა როგორც ერთ კურიოზში წავიკითხე, შეიძლება სხვა რამეშიც გამოვიყენოთ.
ეს კურიოზი კვირის პალიტრაში იყო და როგორც მახსოვს, ისე გადმოგცემთ:
იყო ერთი შინაბერა გოგო, რომელიც ყველას იწუნებდა.
ნათესავებს ხშირად მოჰყავდათ მისთვის მამაკაცები, იქნებ მოეწონოს და გათხოვდესო.
ერთხელაც მამიდა ესტუმრა და მშვენიერი ახალგაზრდა მამაკაცი მოიყვანა. პირველი შეხედვისთანავე მოეწონა, მაგრამ უცებ ნეკა თითზე ზედმეტად გაზრდილი ფრჩხილი შენიშნა და მაშინვე ჩაიქნია ხელი.
თუმცა რაღას იზავდნენ, დაპატიჟებულს სახლიდან ხომ არ გააგდებდნენ.
დასხდნენ ყველანი სუფრასთან.
"სასიძომ" პომიდვრის სალათი გადაიღო. გასინჯა და აღმოაჩინა, რომ მარილი აკლდა.
მაგიდა მოათვალიერა და მარილი მონახა. ჩაყო შიგ თავისი ნიჩაბი და თავმომწონედ მოაბნია საკუთარ ულუფაზე, აბა ნახეთ რა მოხერხებული ვარო

.
ეგეც არ იკმარა, მარტო საკუთარ თავზე ხომ არ იფიქრებდა, არა?
ამოიღო ისევ ნიჩბით და სალათის საერთო თეფშზეც მოაყარა.
ამას უკვე ვეღარ გაუძლო "სარძლომ" და ოთახიდან გამოვარდა.
მოკლედ, ახლა რა მაინტერესებდა:
უცხოეთში ნამყოფო ან მცხოვრებო თანაფორუმელებო, იქაც შეგინიშნავთ ნეკა თითზე წამოზრდილი ფრჩხილები, თუ მხოლოდ საქართველოში გვყავს ასეთი მოხერხებული და საზრიანი ხალხი?