#2129744 · 15 Nov 2005, 03:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სალამი ყველას, ძალიან მერიდება და ძალიან მცხვენია, საქართველოში რომ ყველა რაგაცას ვითხოვთ. მაგრამ მეტი გზა არაა.
ჩემმა ძაან ახლო მეგობარმა 2004 წლის მარტში ქ.მოსკოვში მამისაგან გადაინერგა თირკმელი. მისი ორივე თირკმელი უფუნქციო იყო და ამოკვეთეს.
ოპერაციის შემდგომი პერიოდი ასეთია: უნდა მიიგოს ძვირადღირებული იმუნო დეპრესანტები, როგორც იქნა მოვახერხეთ და ჩავსვით სახელმწიფო პროგრამაში და აღნიშნული იმუნოდეპრესანტები ეძლევა უფასოდ. ასევე საჭიროა კოველკვირეულად ანალიზების ჩაბარება რომლებიც არც თუ პატარა თანხაა. ... გარდა ამისა ოპერაციის შემდეგ საჭიროა ყოველ 6 თვეში მოსკოვში ჩასვლა და გამოკვლევა. მისი გამგზავრება მოვახერხეთ მხოლოდ 2ჯერ 2004 წლის ივნისში და 2004 წლის დეკემბერში. ამის შემდგომ უნდა ჩასულიყო გამოკვლევაზე ამა წლის ზაფხულში - რომელი გამგზავრებაც ვერ მოვახერხეთ. ხოლო ახლა ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში გეგმიური მეოთხე გამოკვლე აქვს. როგორც მოგახსენეთ ზაფხულის გამოკვლევა ჩაუვარდა უსახსრობის გამო და ეს გამოკვლევა რომ არ ჩაუტარდეს ორგანიზმისთვის ძალზე ცუდია, ის ხომ იმუნოდეპრესანტებს სვამს და ყოველი გამოკვლევის შემდეგ უნდა მოუმატონ ამ მოუკლონ იმუნოდეპრესანტის დოზა.
გთხოვთ ყველას, ვისაც შეგიზლიათ და სურვილი გაკვთ დავეხმაროთ.
რა და როგორ მოვახერხოთ ეს მე ვერ ვხვდები ჯერ, ისევ თქვენგან ველი იდეებს
გთხოვთ
P.S. ინიციალებს შეგნებულად არ ვაქვეყნებ, არ მინდა რომ თვითონ წააწყდეს თხოვნას მის შესახებ. თუ მოვახერხებთ და დავეხმარებით ვერე მეტყვი რომ მისმა მოქალაქეებმა დაეხმარნენ. მემგონი ასე ჯობია, თორემ ისედაც ნერვიულობს . . .
This post has been edited by chanchikela on 15 Nov 2005, 03:33
|