“მე თვითონ მოვისმინინე, ჯაჭვლიანი რომ ამბობდა, ,,თუ პოლიციელია მკვდარი, ჩემი ფეხი არ იქნება ბურჯანაძესთან“
2011 წლის 26 მაისის ეპიზოდთან დაკავშირებით დაკითხულმა შს აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი ფირცხალავaმ დღევანდელ პროცესზე რიგ ხარვეზებს გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ „26 მაისს ყველაფერი ისე რომ გაკეთებულიყო, როგორც წესი და რიგია, დღეს ბრალდებულის სკამზე არა ვანო მერაბიშვილი, არამედ ნინო ბურჯანაძე იჯდებოდა“.
ირაკლი ფირცხალავამ დეტალურად გაიხსენა 26 მაისსა და მანამდე ტელევიზიასთან განვითარებული მოვლენები. მოწმნის თქმით, იმ დროს იგი რამდენიმეკაციან ჯგუფთან ერთად გამაგრებული იყო ტელევიზიის შენობაში და „ყოველ ღამე უწევდათ აგრესიული მომიტინგეების შეურაცხყოფის მოსმენა“.
ადვოკატის კითხვას, შეიარაღებულები იყვნენ თუ არა აგრესიული მომიტინგეები, ფირცხალავამ უპასუხა, რომ დროშის ტარებთან ერთად, მათ ჰქონდათ ინფორმაცია ბურჯანაძის ესკორტში შეიარაღებული პირების ყოფნის შესახებ, რომლებიც გაფორმებულები იყვნენ დაცვის პოლიციაში.
ფირცხალავამ აქციის დაშლამდე განვითარებული მოვლენები გაიხსენა და განაცხადა, რომ იმყოფებოდა შს ექს–მინისტრ ვანო მერაბიშვილის მოადგილის გია ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში.
„გია ლორთქიფანიძის დავალებით უნდა უზრუნველგვეყო მეტრო „რუსთაველისა“ და „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარედ არსებული შენობების დაცვა, რათა აგრესიულ მომიტინგეებს არ ჩაემსხვრიათ და არ დაეზიანებინათ არაფერი. გარდა ამისა, დავალება გვქონდა, მაქსიმალურად დაგვეკავებინა პირები, ვინც შეეცდებოდა არეულობის მოწყობას, სამართალდამცავებს გაუწევდა წინააღმდეგობას და იქნებოდა აგრესიული. განკარგულების მიღებიდან 15–20 წუთში ჩვენთან ჩამოვიდა პოლიციელი, გვითხრა, რომ „რუსთაველის“ მეტროს მიმდებარედ აგრესიული მომიტინგეები დაეხსხნენ თავს და პოლიციელები დახმარებას სთხოვდნენ. ამ დროისთვის რაციების დიდი ნაწილი მწყობრიდან იყო გამოსული. როდესაც სამართალდამცველები „რუსთაველის“ მეტროს მიმართულებით დაიძრნენ, გაისმა ძლიერი აფეთქება და გარე განათება ჩაქრა. იმ დროისთვის მომიტინგეთათვის გასასვლელი გზა დატოვებული იყო. გარდა ამისა, გია ლორთქიფანიძისგან გვქონდა განკარგულება, ნებისმიერი მანქანა, რომელიც აქციიდან გამოვიდოდა ან შევიდოდა, ჩხრეკის გარეშე, ხელუხლებლად გაგვეტარებინა. თუმცა იმ დროს, როდესაც შუქი ჩაქრა, სამართალდამცავებს მიადგა მათთვის კარგად ნაცნობი, ე.წ. „გრუზავიკის“ ტიპის ცისფერი მანქანა. ასეთი ტიპის მანქანებს დანარჩენი მანქანების დასაცავად იყენებენ. ამ დროს ჩვენ მოგვადგა შავი და თეთრი მანქანაც, რომლებსაც ჩვენთვის რომ აეარათ, თავისუფლად შეეძლოთ გავლა. მე პირადად დავუდექი წინ ამ მანქანებს და ხელს ვუქნევდი, რომ გვერდი აეარათ, თუმცა ამ დროს მოგვაწვა ეს ცისფერი „გრუზავიკი“და პოლიციელები გადაყარა. შემდეგ ძირს დაყრილ პოლიციელებს უკვე ზემოთ გადაუარა თეთრმა და შავმა მანქანებმა. სასწაული სანახაობა იყო, ტერაქტის შემდეგ როგორც ხდება ხოლმე, ძირს დაყრილები შველას ითხოვენ. მე მეგონა, რომ 4–5 კაცი მაინც იყო გარდაცვლილი. პირადად მე არ ვიცი, როგორ გადავრჩი მძიმე დაზიანებების გარეშე. იქ იყო გიორგი გეგეჭკორი, რომელსაც ფეხი ჰქონდა გადაგლეჯილი“ – განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.
მოწმის ინფორმაციით, სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ ის კინოთეატრ „რუსთაველში“ შევიდა, სადაც, მისივე თქმით, „ცუდი სიტუაცია დახვდა, რადგან პოლიციელები აგრესიულები იყვნენ და უკვე დაკავებულ ხალხს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ“.
„ამის გამო რამდენიმე პოლიციელთან დაპირისპირება მომივიდა. ამ დროისთვის პოლიციელებისთვის ცნობილი იყო მათი კოლეგების გარდაცვალების ფაქტი და მათი გაღიზიანებაც ამან გამოიწვია. მე მოვისმინე ჯაჭვლიანის სიტყვები: ,,თუ პოლიციელია მკვდარი, ჩემი ფეხი არ იქნება ბურჯანაძესთან,“ – განაცხადა ფირცხალავამ.
მისივე თქმით, კიდევ ერთი დაპირისპირება სამართალმდამცველებთან მას თბილისის მთავარ სამმართველოში ჰქონდა, სადაც დაკავებულთა გრძელი რიგი დახვდა და მათ შორის აღმოჩნდნენ 50–60 წელს გადაცილებული ადამიანები, რომელთა არდაკავების შესახებ განკარგულება ჰქონდათ მიღებული.
პროკურორის კითხვაზე, რატომ ამსხვრევდნენ სამართალდამცველები „მოლოტოვის კოქტეილებს“ და რატომ არ ამოიღეს ნივთმტკიცების სახით, ფირცხალავამ განაცხადა, რომ „თავადაციგივე პრეტენზია ჰქონდა“. ,,მე ვთქვი, რომ იყო რიგი არეულობები. სწორად რომ გაკეთებულიყო ყველაფერი და ისე, როგორც წესი და რიგია, ახლა აქ არა მერაბიშვილი, არამედ ნინო ბურჯანაძე იჯდებოდა“ – დასძინა ირაკლი ფირცხალავამ.
- See more at:
http://frontnews.ge/ge/news/27174#sthash.dMkZeYfY.dpuf
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █