ოღონდ მანამდე სიმღერა : "Sea ,sex and sun " Serge Gainsbourg
http://www.youtube.com/watch?v=ke6rXTM8uAsქართულით დავიწყებ:
"დიდოსტატის მარჯვენა":
აფსუს, რად არა ვარ მეფე გიორგი?!
ვითომდაც ნაღვლიანად ამბობს სტუმარი. კიდევ შეხედა აბორცვილ ძუძუებს და კვლავ გაუღიმა, ახლა უფრო მოურიდებლად, მრუშად.
- მეფე გიორგი რომ იყვე, რას იზამდი ნეტავი?
- მეფე გიორგი რომ ვიყვე? ხარჭად აგიყვანდი შენაც.
ეს უთხრა, ახლოს მიეჭრა დიაცს, ავაზისფერ თვალებში ჩააშტერდა, მარჯვენა ძუძუზე წაუცაცუნა ხელი (ასეთი მშვენიერი ძუძუები არასოდეს ენახა ქალის სხეულზე გიორგის).
... გიორგიმ ხელი მოუნაცვლა, ახლა მარცხენა წაუცაცუნა მარცხენა ძუძუს, მერმე მარჯვენა გამოიღო სწრაფად, ქედზე შემოჰხვია, მოიზიდა დიაცი.
მკერდზე შემოენთო ქალის სხეულის სილბო და სიტფო.
უარესად აღელდა მთვრალი, თავი გადაუწია მკლავებში ჩაბუღუჯულს, უნდოდა მისწვდენოდა მის წითელსა და ვნებიან ტუჩებს, მაგრამ ლეღვის შტოსავით გადაიკეცა ქალი...
მაია ანჯელოუ "კაცები"(ამერიკელი პოეტი)
კაცები
როცა პატარა ვიყავი, ხშირად
ფარდის მიღმიდან ვუმზერდი როგორ
დააბიჯებდნენ აღმა-დაღმა გზაზე კაცები.
მთვრალი კაცები. ბერიკაცები.
მდოგვივით მწარე ახალგაზრდები.
შეხედეთ ერთი. კაცები მუდამ
სადღაც მიდიან.
იციან მე რომ იქ ვარ. თხუთმეტი
წლის და ვშიმშილობ მათი ყურებით.
ჩემი ფანჯრის ქვეშ, ჩერდებიან,
მხრებს იჩეჩავენ ქალიშვილების
ძუძუებივით,
ქურთუკის ბოლო ეტყაპუნებათ
უკან,
კაცები.
ერთ მშვენიერ დღეს მოგიმწყვდევენ
ხელის მტევნებში ნაზად, თითქოსდა
უკანასკნელი თოთო კვერცხი იყო ამ ქვეყნად.
შემდეგ მოგჭყლეტენ. როგორც პატარას. მშვენიერია
პირველი სრესა. ჩქარი ძლიერი.
სასიამოვნოდ შემოჭრილი უმწეობაში. ცოტაც და მეტი.
იწყება ტკენა. გამოგლეჯილი
ღიმილი შიშს რომ გარს დასტრიალებს. როცა ჰაერი
უჩინარდება,
თქვენი გონება ფეთქდება, სკდება მძვინვარედ, წყვეტით,
სამზარეულოს ასანთის თავის მსგავსად. ჩაშლილი.
ეს არის შენი წვენი რომელიც
მის ფეხებს მოსდის. თხუპნის ფეხსაცმელს.
როდესაც მიწა უბრუნდება საკუთარ წესრიგს,
და ენა ცდილობს დაიბრუნოს გემოს შეგრძნება,
როცა სხეული იხურება მიჯახუნებით. სამარადჟამოდ.
ვერცერთი კლიტე ვეღარ გააღებს.
შემდეგ ფანჯარა იგმანება
გონების მიღმა. სწორედ იქ სადაც,
ფარდა ირწევა და კაცები დააბიჯებენ.
რაღაცის ცოდნა.
გამგზავრება რაღაც ადგილას.
მაგრამ მე ახლა
მხოლოდღა ვდგევარ
და ვიმზირები.
ალბათ.
სურათები მერე იყოს
* * *
P.S. თემა გაიხსნა იმიტომ რომ ნეტავ ამას თუ გააყქმებენ მეთქი , გულწრფელი ინტერესი გამიჩნდა.
და თუ გააუქმებენ (დახურავენ) - რა მოტივით .
მართლა დამაინტერესა .
და კიდევ , მაინტერესებს ეს ირუშა რომელი განყოფილებების კოორდინატორია ? მთლიანად კულტურა და ხელოვნების? თუ ლიტერატურა , კინემატოგრაფია და ეგეთები მაგას არ ეხება? ...
This post has been edited by Aurellius on 29 Mar 2012, 18:22