ჩემი აზრით ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრებაში (ნეტ/ნაკლებად) ადგილი ქონია მოვლენათა უცნაურ დამთხვევებსა თუ - შემთხვევებს და ეს უცნაურობა იმდენად ''მისტიკური'' გამომდგარა, რომ დავფიქრებულვართ: რა არის ეს ყველაფერი?! - უცნაურობათა თამაში, რომელიც ''ჩვენი სიცოცხლის მმართველი ძალის ხელშია''?! თუ რა ... ?!
ცალკე აღებული
დამთხვევები, ისე როგორც
შემთხვევები, ძალიან საინტერესო და ვრცელ მასალას წარმოადგენენ, მაგრამ ამჯერად თავს უფლება მივეცი და ამ თემაში ისინი გავაერთიანე.
ანუ გთხოვთ მოვყვეთ ჩვენთვის ცნობილი ყველაზე უცნაური, იდუმალი, ''მისტიკური'' დამთხვევებისა და შემთხვევების შესახებ.
როგორც პირადი ცხოვრებიდან ასევე - გაგონილი თუ ნანახი (ოღონდ სიმართლე

)
- როგორ აიხსნას შემთხვევით ის დამთხვევები რომელიც ამერიკელ პრეზიდენტთა ტრაგიკული ბედთანაა დაკავშირებული, რომლებიც არჩეულ იქნენ ნულებით დაბოლოებულ წელიწადს?
ლინკოლნი (1860) ჰარგილდ (1880) მაკკინლი (1900) კენედი (1960) - ყველა მოკლეს.
ჰარრისონ (1840) - მოკვდა ფილტვების ანთებით. რუზველტ (1940) - მოკვდა პალიომიელიტისაგან. ჰარდინგ (1920) - გადაიტანა მძიმე ინფაქტი. რეიგანი (1980) - თავდასხმისას დაჭრეს.
- ვინ იცის რა ელოდება ამჟამინდელ პრეზიდენტ ბუშს?! (2000)
- შეიძლება უბრალო შემთხვევას მივაწეროთ ის ფაქტი, რომ პაპის პავლე VI საყვარელი მაღვიძარა, რომელიც 55 წლის განმავლობაში გამართულად მუშაობდა და ზარს რეკავდა ყოველთვის 06.00 ზე, ერთხელაც საღამოს 9 საათზე დარეკა - როდესაც პაპი მოკვდა?!
- მოკავშირეთა მეორე ფრონტის გახსნის გეგმა (1944) და კერძოდ ნორმანდიაში დესანტის გადასხმის ოპერაცია განსაკუთრებულ საიდუმლოებით ინახებოდა, მაგრამ სკოლის მოსწავლეს მიერ შედგენილ კროსფორდში - რომელიც ანგლისურ გაზეთმა ''დეილი ტელეგრაფ''მა გამოაქვეყნა - იკითხებოდა არა მარტო შეტევის ყველა ძირითადი კოდირებული დეტალის დასახელება, არამედ თვით საიდუმლო ოპერაციის სახელიც კი ''Overload''.
მთელი ინგლისური დაზვერვა ეძებდა იდუმალ გერმანელთა ჯაშუშს.
- რამდენიმე თვის წინ ტელევიზიით მოვისმინე ინფორმაცია, რომ დანიაში ველოსიპეტით მიმავალ 55 წლის ხანში შესულ მამაკაცს, გზაჯვარედინზე აცტომანქანამ დაარტყა. რის გამოც ადგილზევე გარდაიცვალა.
სულ რაღაც 2-3 წუთი იყო გასული ამ ფაქტიდან, როდესაც ამ კაცის ტყუპისცალს ასევე გზაჯვარედინზე მანქანამ დაარტყა და ადგილზევე მოკლა, ოღონდ 40 კილომეტრის მოშორებით.
აზროვნებას არ ძალუძს იმ აზრის შეჩვევა, რომ ასეთი სახის დამთხვევები სხვა არაფერია თუ არა - უბრალო შემთხვევები.
ბევრი ცნონილი პიროვნება ცდილობდა ამის ახსნას. თვით ყველაზე თავგამოდებული მატერიალისტებიც კი საგონებელში ჩავარდნილან მათ გამო.
აღორძინების პერიოდიდან მოყოლებული მრავალი განთქმული ფილოსოფოსი თვლიდა, რომ სამყაროში არსებული ყველა ''ობიექტი'' (ყველაფერი) - ერთ მთლიანს შეადგენენ, რომელიც ზოგჯერ იშლება და კვლავ - ერთდება.
XIX საუკუნეში არტურ შოპენჰაუერი უარყოფდა დამთხვევების შემთხვევითობას და ამტკიცებდა, რომ ეს ყველაფერი სამყაროს ჰარმონიის შედეგია.
ამ საკითხში გარკვევას ცდილობდა ასევე კვანტური ფიზიკის ერთ-ერთი დამაარსებელი, ნობელის პრემიის ლაურეატი ვოლფჰანგ პაული და აღიარებული ფსიქოლოგი კარლ გუსტავ იუნგი.
გაიხსენეთ საკუთარი მაგალითები, ინტერნეტში ნანახი თუ პრესაში წაკითხული უცნაური, იდუმალი დამთხვევები და შემთხვევები.
(მე მაგალითად ხელს მაქვს ვიდეო კამერით, შემთხვევით დაფიქსირებული სასწაული, ''მისტიური'' შემთხვევა, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ჩემს ცხოვრებაზე და დღესაც გრძელდება, მაგრამ ამაზე შემდეგ...)