
გაიცანით,ეს ბუნჩულა სახის მქონე ბიჭუნა არის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი "ბაევიკების" დამდგმელი რეჟისორი - გარეთ ევანსი <3
არ იყო ფორუმზე ამის ფილმებზე თემა,ერთადერთი ამას მივაგენი:
რეიდი 2/ The Raid 2ამიტომაც გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა,მოკლედ მოგიყვებით ამ კაცზე და მის მთავარ ფილმებზე,პლუს ჩემს აზრსაც დავაფიქსირებ,ძალიან დეტალურად არ დავწერ,ზოგადი იქნება ყველაფერი

წარმოშობით ბრიტანელია,1980 წელს დაიბადა უელსში,მაგრამ ცხოვრების დიდი ნაწილი ინდონეზიაში გაატარა და ფილმებიც ამ ქვეყნის სახელით გამოდის.დაამთავრა გლამორგანის უნივერსიტეტი კინემატოგრაფიის განხრით,მაგისტრის ხარისხით.რაღაც პერიოდი დაბალბიუჯეტიან ფილმებს იღებდა და ასევე დოკუმენტურ ფილმს სილატის საბრძოლო ტექნიკაზე.სწორედ ამ დროს შეხვდა იკო უვაისს,რომელთან ერთადაც გადაიღო თავისი საუკეთესო ფილმები.იმ დროს იკო კურიერადაც მუშაობდა და კინომსახიობობაზე არც ოცნებობდა,ევანსს ძალიან მოეწონა მისი ბრძოლის ტექნიკა და შესთავაზა merantau-ში თამაში.აქედან კი დაიწყო მათი კარიერის აღზევებაც.ახლა მივყვები ფილმებს:
imdb-ზე ევანსის პირველ ფილმად ითვლება Footsteps (2006) :

სიმართლე გითხრათ,არ მაქვს ნანახი და არც ის დოკუმენტური ფილმი სილატის საბრძოლო ტექნიკაზე.
შემდეგი მისი ფილმი იყო Merantau (2009) :

თამამად შეგვიძლიათ ვთქვათ,რომ კარიერის ათვლა ამ ფილმიდან შეგვიძლია დავიწყოთ,აქ უკვე კარგად ჩანს მისი გადაღების და დადგმის სტილი და როგორც რეჟისორი ამ ფილმიდან ჩამოყალიბდა.მე პირადად სრულად ვნახე თუ არა არ მახსოვს,მაგრამ ამასწინებზე აეს ლიფტის ჩხუბის სცენა ვნახე იუთუბზე და ძალიან კარგათაა დადგმული,უკვე აქედან იგრძნობა სტილი


აი შემდეგი კი უკვე იწყება რაც იწყება

The Raid: Redemption (2011) და The Raid 2 (2014)

ესენია ყველაზე მაგრად დადგმული ჩხუბების კინო რაც კი მინახავს 21-ე საუკუნეში,ამ ფილმების შემდეგ ბევრმა მსგავსმა ფილმმა აიღო მსგავსი სტილისტიკა საბრძოლო სცენების დადგმაში,დაგუგლეთ,ბევრ საინტერესო მსგავსებას ნახავთ

ფილმებს რაც შეეხება,პირველი უფრო მიყვარს ვიდრე მეორე,პირველში აი ყველაფერი იდეალურადაა-დადგმაც,სცენარიც(!) და მსახიობებიც,საოცარია ერთ მილიონად ტიპებმა რა ფილმი დადეს და რა ბრძოლები <3 აი მეორე კი ცოტა გაწელილია,მართალია ჩხუბებმა ერთიორად იმატა რაოდენობითაც და დადგმის ხარისხითაც,მაგრამ აი როცა ლაპარაკს იწყებენ პერსონაჟები,აი მაგ დიალოგების მომენტებში ცოტა გაწელილად მომეჩვენა რავი) ისე კი მთლიანობაში ორივე ერთად უმაგრესი რამაა,დიდხანს შემიძლია ვაქო და უბრალოთ ნახოთ ჯობია,ჩემი აღტკინებების მოსმენას


ამის შემდეგ ინტერნეტში,იუთუბზე ამომიგდო გარეტის მოკლემეტრაჟიანი Pre Vis Action (2016) :



სხვათაშორის საინტერესო რამეა,სამურაები და რამე,დიდი ვერაფერი,თუმცა ატმოსფერული შტუკაა,გირჩევთ

ამის მერე კი წამოვიდა სტრიმინგის პროექტები Apostle (2018) და Gangs of London (2020) :


აპოსტოლი არ მაქ ნანახი,რაღაც სექტანტების სოფელის თემაა,იმედია ჩხუბები ნორმალური იქნება,რაღაც დაბალი ქულები უწერია

აი სერიალი კი რეიდის მეორე ნაწილივითაა - უმაგრესი ჩხუბები,უმაგრესი დადგმა,დიალოგების მომენტებში კი ცოტა გაწელილი,მაგრამ მაინც ძალიან ხარისხიანი რამაა,გირჩევთ <3
ახლა არ ვიცი ზუსტად რის გადაღებას აპირებს,გარკვეული ვარაუდები არის imdb-ს გვერდზე,თუმცა როცა რეალიზებამდე მივა საქმე დაანონსდება,ამბობენ რომ რეიდის რიმეიქსაც ამზადებს Joe Carnahan-ი,თუმცა ვნახოთ(მოსამართლე დრედი არაოფიციალური რიმეიქი კი არსებობს,მაგრამ მაგათ სინდისზე იყოს ჯობია) )
თავად გარეტს ჰყავს ცოლი და ორი გოგო,რომელთაგან ერთიც იშვილა.ამჟამად 2015 წლიდან უელსში ცხოვრობენ.მისი თანამგზავრი იკო უვაისიც მოიხოდა ჰოლივუდში და ამჟავად ორივე თავ-თავისთვის მოღვაწეობს.ესეც სურათები განწყობისთვის








This post has been edited by qebson on 5 Mar 2021, 17:24