მოკლედ, რაშია საქმე:
დღეს, ჩამოვუარე დაახლოებით 15-16 html ფაილს ჩემს კომპიუტერში და შევიტანე მათში ტექსტური რედაქტორის საშუალებით რაღაც გარკვეული შენსწორებები (კერძოდ, მოვაშორე აწ განსვენებული top.boom.ge-ს ქაუნთერები და ზოგიერთი საბანერო კოდი).
ხოოოდაააა (© ვასო ფხაკაძე) ავტვირთე ეს ჩემი ფაილები შემდეგ სერვერზე, გავხსენი ბრაუზერით და ურა-ვაშა ყველაფერი მუშაობს!

გავედი სახლიდან დაახლოებით 2-3 საათით, კომპი ჩართული დავტოვე. (1000%-იანი გარანტია მაქვს იმისა, რომ მას არავინ შეხებია). დავბრუნდი სახლში, გავხსენი ერთი-ერთი html ფაილი და ვხედავ, რომ ისევ ისეთია, როგორიც რედაქტირებამდე იყო, ანუ, შეუცვლელი

გავხსენი მეორე, მესამე, მეოთხე... - იგივე სიტუაცია!
მაგრამ ყველაზე მთავარი ჯერკიდევ წინაა - გავხსენი გვერდი ბრაუზერში და აღმოჩნდა, რომ სერვერზეც ასევე დაურედაქტირებელი ფაილები აღმოჩნდა!
მოკლედ, რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს? თითქოს რაღაც დროის მონაკვეთი ამოიჭრაო, სინამდვილეში არ არსებულა ნახევარ საათიანი რედაქტირების პროცესიო...
P.S. მალდერი და სკალი თუ შეგხვდებათ სადმე ჩემსკენ გამოუშვით რა, რაღაც საქმე მაქვს პატარა...