მაგალითების მეტი რა არის საქართველოში.
უბრალდო იმდენია და ყველა სფეროში რომ დაკონკრეტება მიჭირს. ამას სამწუხაროდ კანონი დიდხანს ვერ დაარეგულირებს.
მაგრამ ავიღოთ მედიცინის სფერო. გასაგებია რომ ექიმი ხშირად უვიცობისა და ზოგჯერ ჯიბის გასქელების გამო პაციენტს სხვადასხვა მკურნალობას უნიშნავს. საკუთარ თავზეც ხშირად მიწვნევია. მაგალითად როცა მე-9 კლასელ ბავშვს ერთი საკმაოდ ძლიერი წამალი დამინიშნეს და მერე მისი დალევის შემდეგ ისევ თვითონ ექიმმა მითხრა, რა ჯერ ის წამალი რატომ არ დალიე და მერე ეგაო. აღმოჩნდა რომ ჯერ სხვა უნდა დამელია 1 თვის განმავლობაში და მერე ის. 2 კვირა დამასვენეს, მერე დამალევინეს პირველი წამალი ერთი თვის განმავლობაში და მერე ისე ის წამალი 2 კვირის განმავლობაში. მანამდე რა ვიცი რა გართულებებლი გამოიწვია. იმიტომ რომ გართულებები წლების შემდეგ გამოჩნდა. ამასობაში ის ექიმი დაიღუპა. და ისედაც არ ვაპირებდი არც ჩივილს (რა აზრი ჰქონდა) უბრალოდ ექიმი გამოვიცვალე.
5 წლსი წინ კი მითხრეს რომ გადაუდებელი ოპერაცია მჭირდებოდა.
კარგად კი შემაშინეს, მაგრმა მერე აღმოჩნდა რომ ერთი ჩვეულებრივი ოპერაცია იყო. ასე გამუქებით კი მიტომ დამიხატეს ჩემი მდგომარეობა რომ სხვასთან არ წავსულიყავი და ეგრევე ოპერაციაზე დავთანხმდებოდი. დედაჩემს ეუბნებოდა შენ წადი, რაღაცეები მოიტანე, ამას აქ დავტოვებო და პალატისკენ მიმათრევდა (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, იმიტომ რომ ხელი მომკიდა და მივყავდი

) არადა საქართველოში ცნობილი ექიმი. მერე ნელ-ნელა კი უკვე ბევრი უკმაყოფილო გამოჩნდა მისი, მაგრამ იმ დროს ერთ-ერთ წამუყვან სპეციალისტად ითვლებოდა, თუ პირველად არა.
ოპერაცია მაინც დამჭირდა, მაგრამ ნორმალურ სიტუაციაში და სხვა ექიმთან.
* * *
ახლა ეს ყველაფერი საკუთარი მაგალითები მოვიყვანე. აღარაფერს ვამბობ რომ ჩემს ძმას 3 ოპერაცია გაუკეთეს, ამოვარდნილობაზე ბავშვობვაშიდ ა მხოლდო მესამემ გაამართლა. აგრეთვე მაგალიტების მოყვანა კიდევ შემიძლია, მაგრამ მოდი ზოგადად ვისაუბროთ.
ზოგადად საუბარი კი გაცილებით რთულია. ვინ უნდა დააწესოს რომ როგორ ირღვევა ადამიანის, (ამ შემთხვევაში პაციენტის) უფლება? არის შემთხვევები როცა ექიმი მართლა ყველაფერს ცდილობს, მაგრამ ზოგი დაავადება განუკურნებელია, ზოგჯერ კი ექიმი მართლა რისკზ ემიდის. ამ შემთხვევაში მეტყვით რომ ჰკითხოს პაციენტს ან მის ნათესავებს როგორ მოიქცეს, მაგრამ შეიძლება მათ ვერ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება.
ახლა გავიხილოთ ის შემთხვევა როცა ექიმი სწორად იქცევა, მაგრამ პაციენტი ასე თუ ისე არღვევს ექიმის დანიშნულებას (ასეთი სემთხვევები ბევრია. რა უჭირს, გაიაროს, რა უჭირს ეს შეჭამოს ან სხვა). და თუ მკურნალობა არ იქნება ეფექტური მას შეუძლია უჩივლოს ექიმს. ეს შეიძლება ინტრგანმა პაციენტმა კარგად გამოიყენოს. ანუ ისეც ქვეყანაში როგორიც საქართველოა ჭირს ასეთი ურთიერთობების მოგვარება. ან პაციენტია დაუცველი ან ექიმი. და საერთოდ რა უფლებები, სადაც ნიშანს იმიტომ გაკლებეს საკურსოში რომ გოგო ხარ, და ვიღაც ჯარჯი მხოლდო იმიტომ მიდის საზღვარგარეთ საცხოვრებლად რომ აქ თურმე მხოლოდ (ეს ხაზგასმით, იმიტომ რომ იმ პიროვნებას თუნდაც ეკრანიდან რაღაც აგრესია ეტყობოდა გარშემომყოფთა მიმართ) იმიტომ ჩაგრავენ რომ ცისფერია.
წესით კი უნდ ადავიწყოთ. დავიწყოთ კი არა და დაწყებულია, უბრალდო მე იმ დონეზე მივეჩვიე საკუტარი უფლებების თავად დაცვას და თვითდამკვირდებას, რომ ზოგადზე აღარ ვფიქრობ სამწუხაროდ
This post has been edited by sharlot on 11 Dec 2005, 11:38