anamchუგულავამ აფეთქების მიზეზი დაასახელა
10.12.05 12:10
თბილისის მერმა გიგი უგულავამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზეც გუშინ გლდანის დასახლებაში მომხდარი აფეთქების მიზეზი დაასახელა.
უგულავას განცხადებით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მოხდა.
უგულავამ ასევე მიმართა გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს, რათა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ბუნებრივი აირის გაყვანილობის გამართვაზე იყვნენ პასუხისმგებელნი.
უგულავამ ასევე განაცხადა, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი, კომპანიის თანამშრომლებისა და ლიცენზიის გამცემ პირთა ჩათვლით, უნდა დაისაჯოს.
http://rustavi2.com/news_textg.php?id_news...g=1&im=main&ct=კომპანია აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ისხნის
10.12.05 15:30
სამართალდამცველებმა შპს 'თბილაირსერვისის' ხელმძღვანელი გურამ მახვილაძე დააკავეს. გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის 26-ე კორპუსში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, გაზიფიცირებაზე ეს კომპანია მუშაობდა.
კომპანიაში გლდანში მომხდარ აფეთქებას გაზის გაჟონვას არ უკავშირებენ.
მათი მტკიცებით, კორპუსში სამუშაოები ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა, რის გამოც აფეთქების ეს ვერსია მათთვის მიუღებელია.
გაზის გაყვანა კომპანია 'თბილაირსერვისმა' რამდენიმე თვის წინ დაიწყო. გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში გამაგრებითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
დღეს შემთხვევის ადგილზე ქალაქის მერი გიგი უგულავაც იმყოფებოდა.
http://rustavi2.com/news_textg.php?id_news...m=main&ct=&wth= This post has been edited by GT on 10 Dec 2005, 21:43