
ედით უორტონი (ინგლ. Edith Wharton; დ. 24 იანვარი, 1862 – გ. 11 აგვისტო, 1937) — ამერიკელი მწერალი ქალი. 1907 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობდა. წერდა ლექსებს, სტატიებს, მოთხრობებს. ავტორია 20-მდე რომანისა, რომელთაგან აღსანიშნავია "სიხარულის სახლი" (1905), "ქვეყნის ადათი" (1913), "უმანკოების ხანა" (1920, პულიცერის პრემია) და სხვა.

”უმანკოების ხანა” ძველი ნიუ-იორკის ცხოვრების ამსახველი რომანია. მწერალი ხატოვნად აცოცხლებს გაზით განათებულ ქუჩებს, სასახლეებში გამართულ მეჯლისებსა და საზოგადოებას, რომლის წევრებიც ”სკანდალს ავადმყოფობაზე მეტად უფრთხიან”. ასეთია ნიულენდ არჩერისა და მისი საცოლის, მეი უელანდის სამყარო. მაგრამ უეცრად, დიდი ხნის შემდეგ, ნიუ-იორკში ბრუნდება უცნაური, ყველასგან განსხვავებული გრაფინია ელენ ოლენსკა და არჩერის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.
***
მე ძალიან მომეწონა მისი ეს რომანი. ნათლად დამანახა მეცხრამეტე საუკუნის დროინდელი ელიტის ცხოვრება.
ქართულად, სამწუხაროდ, მხოლოდ "უმანკოების ხანაა" ნათარგმნი.