დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში პრესკონფერენცია შედგა, რომელიც სფფ–ის ახალ ინიციატივას – სკოლბურთს, სკოლების საქალაქო ჩემპიონატს ეხებოდა.
ჟურნალისტებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი, თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ლომაია, საქართველოს სპორტის, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი გოკა გაბაშვილი და კომპანია "პეპსის" წარმომადგენელი ვიქტორია შტურმი შეხვდნენ.
სფფ–ის ინიციატივით, საქართველოს ეზოს ფეხბურთის ასოციაცია ატარებს ტურნირს თბილისის სკოლებს შორის, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა სკოლბურთი – "პეპსის თასი 2006". გათამაშების გენერალური სპონსორი სწორედ კომპანია "პეპსია".
ნოდარ ახალკაცი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:
... ეს წამოწყება დღესდღეობით მხოლოდ საქართველოს დედაქალაქს მოიცავს – ამ გათამაშებაში თბილისის სკოლები მონაწილეობენ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ სფფ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მალე ტურნირში ჩვენი ქვეყნის ყველა სკოლა ჩაებას.
... დიდი მადლობა მსურს გადავუხადო საქართველოს განათლების და მეცნიერების, ასევე სპორტის, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროებს, დედაქალაქის მერიას და შეჯიბრის გენერალურ სპონსორ "პეპსის" თანადგომისთვის. მინდა გითხრათ, რომ ტურნირს კომპანია "თოლიას" სახით კიდევ ერთი სპონსორი ჰყავს.
... ამ გათამაშებაში თბილსის ყველა, 204–ვე სკოლა მიიღებს მონაწილეობას. თუ გავითვალისწინებთ, რომ თითოეულ გუნდში 10 ფეხბურთელი იქნება, გამოდის, რომ ამ შეჯიბრში 2040 ყმაწვილი ითამაშებს, ეს კი, ვფიქრობ, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია! თამაშებს დედაქალაქის 10 უბნის 20 სტადიონი უმასპინძლებს.
... რაც არანაკლებ სასიამოვნოა, ტურნირის თითოეულ მონაწილეს სამახსოვროდ დარჩება სპეციალურად ამ შეჯიბრისთვის დამზადებული მაისური, რაც ბავშვების ასაკში, მხოლოდ და მხოლოდ კარგია – მომავალში "პეპსის თასი 2006" უდავოდ ტკბილად მოაგონდებათ.
... სკოლბურთის ეს პირველი ტურნირი უეფა–ს პრინციპების სრული დაცვით ტარდება. დავძენ, რომ ამ წამოწყების შესახებ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში უკვე ინფორმირებულნი არიან.
... და ბოლოს, მინდა გაგაცნოთ ეზოს ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობა, რომლებიც ამ წამოწყების ინიციატორები და სულისჩამდგმელები არიან: დიმიტრი ბოკერია, ზაზა ციციშვილი, შოთა ბაქრაძე და ირაკლი ნაკაიძე.
გიგი უგულავა, თბილისის მერი:
... დავიწყებ იმით, რომ სკოლბურთი მოტობურთი არაა! დაახლოებით ამ ტიპის ტურნირი ტარდებოდა საბჭოთა კავშირის დროს, თუმცა დამოუკიდებლობის მანძილზე მსგავსი ღონისძიება არ გამართულა, ამის გათვალისწინებით კი, ეს წამოწყება უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია!
... "პეპსის თასი 2006"–ში თბილისის ყველა სკოლა იქნება ჩაბმული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალი თაობა სერიოზულად მოეკიდება ტურნირს, ზოგადად ფეხბურთს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სკოლბურთი ფეხბურთისკენ მოაბრუნებს არა მარტო მონაწილეებს, მათ გულშემატკივრებსაც!
... დიდი მადლობა მსურს გადავუხადო სფფ–ს ასეთი შესანიშნავი წამოწყებისთვის. დასაფასებელია კომპანია "პეპსის" თანადგომაც.
... მინდა გითხრათ, რომ წლეულს თბილისის მერია 70 სკოლის საფეხბურთო მოედანს კეთილმოაწყობს და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ეს ყველაფერი საქართველოში ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს.
... თბილისის მერიამ გამარჯვებული გუნდისთვის საკმაოდ კარგი პრიზი დააწესა, თუმცა ახლა არ ვიტყვი, კონკრეტულად რა – მოდით, სიურპრიზად დავტოვოთ.
... ეს შეჯიბრი შაბათს, 25 მარტს იხსნება დედაქალაქის რამდენიმე უბანში და ყველას გეპატიჟებით, აუცილებლად მობრძანდით!
ალექსანდრე ლომაია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი:
... ორი აზრი არ არსებობს: ჩინებული წამოწყებაა! სპორტულის გარდა, ხაზგასასმელია სამოქალაქო ასპექტი: ასეთი ტურნირები თუ ღონისძიებები მოზარდს ანვითარებს და სრულყოფილ მოქალაქედ აყალიბებს. ბავშვები პატარაობიდანვე ეჩვევიან შეჯიბრს და უნვითარდებათ გამარჯვების წყურვილი. ერთი სიტყვით, სფფ–მ შესანიშნავ წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი.
... თბილისის მერიის გარდა პრიზი ჩვენმა სამინისტრომაც დააწესა – გამარჯვებული სკოლის სტადიონი უმაღლესი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი მინდვრით კეთილმოეწყობა. გათვალისწინებული გვაქვს პრიზები მეორე–მესამე ადგილზე გასული გუნდებისთვისაც.
... წლეულს თუ მხოლოდ თბილისის მასშტაბით ეწყობა "პეპსის თასის" გათამაშება, ვიმედოვნებ, გაისად უკვე საქართველოს სხვა ქალაქებიც იქნებიან სკოლბურთში ჩაბმულნი. ეს აუცილებლად გასაკეთებელია – მომავალ თაობაზე აქედანვე უნდა ვიზრუნოთ!
გოკა გაბაშვილი, საქართველოს სპორტის, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი:
... რაც ყველაზე მეტად მახარებს ისაა, რომ თბილისის უბნებში ჟივილ–ხივილი იქნება – სკოლის სტადიონებს პატარა გულშემატკივრები დაუბრუნდებიან! ჩინებული და ამავდროულად, მნიშვნელოვანი წამოწყებაა!
... ხედავთ, რომ ნელ–ნელა, სხვადასხვა ფორმით ვანხორციელებთ საქართველოში ფეხბურთის განვითარების საპრეზიდენტო პროგრამას. იმედია, სფფ–ის წამოწყება მალე გაშლის ფრთებს.
... გამარჯვებულს რაც შეეხება, დედაქალაქის მერიის და განათლების და მეცნიერების სამინისტროს დარად, მას ჩვენც დავაჯილდოვებთ. გათვალისწინებული გვაქვს პრიზები საუკეთესო ფეხბურთელისთვის, ასევე სხვადასხვა ინდივიდუალური ჯილდოები.
... ახლა მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: გილოცავთ თქვენ და თქვენს ბავშვებს! დარწმუნებული ვარ, მათ მშვენიერი დღეები ელით!
ვიქტორია შტურმი, კომპანია "პეპსის" წარმომადგენელი:
... სფფ–ის შემოთავაზებაზე ბევრი არ გვიფიქრია – იდეა ძალიან მოგვეწონა და მალე დავთანხმდით!
... მოგეხსენებათ, "პეპსი" თავისუფალი, სიცოცხლის მოყვარული ადამიანების სასმელია, ასეთები კი, უპირველეს ყოვლისა ის ბავშვები არიან, ამ გათამაშებაში რომ მიიღებენ მონაწილეობას.
... ასეთი ტურნირები და ღონისძიებები ბავშვების გაცნობა–დამეგობრებას შეუწყობს ხელს, "პეპსი" კი ასეთ მოვლენებს ყოველთვის დიდი სიამოვნებით გამოეხმაურება!
... მინდა ვისურვო, რომ "პეპსის თასი" ყოველწლიურად და უფრო დიდი მასშტაბებით გაიმართოს!
ავოეეეეეეეე!!!!

რა მუაგარიაააა

ისა მოდერ აქ დამიტოვე რა მაგრად გთხოვ ეს თემა არ მინდა ქართულ სპორტში რომ წავიდეს

არ შევდივარ იქ თითქმის....
This post has been edited by Rozer on 22 Mar 2006, 22:55
Truth is, everybody is going to hurt you; you just gotta find the ones worth suffering for." -Bob Marley