(იასონ ბადრიძე. “ამბავი მგლისა და კაცისა”)
“შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რატომ გიამბობთ მგლების მხოლლდ ერთი ოჯახის შესახებ? გიპასუხებთ, რომ მათ განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ჩემს ცხოვრებაში. ისინი იყვნენ პირველები, ვისთანაც მომიწია ცხოვრება. მათ მიიღეს ოჯახის წევრად ადამიანი, რომელმაც არაფერი იცოდა მგლების ინტელექტზე. პირველად ვნახე ცხოველებში ისეთი ურთიერთდამოკიდებულება, რომელსაც ადამიანი - “ბუნების გვირგვინი” - მხოლოდ საკუთარ მიღწევად მიიჩნევს. მათ უნდა ვუმადლოდე, რომ არა მხოლოდ სიკვდილს, არამედ ხეიბრობასაც გადავურჩი. დაბოლოს, ისინი იყვნენ ჩემი პირველი მასწავლებლები ეთოლოგიაში.”