mister_wonderგააჩნია რომელ სამართალს გულისხმობ

მაგ.
ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად
ან
მე შევუთვალე: "მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა,
თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა?
მაგრა, თვით იცით, ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა,
მე, თქვენმან მზემან, მაშოროს ნდომა თქვჳენისა ქალისა!"
ან
იტყვის: როსტან არ გამიშვა, არცა სიტყვა მომისმინა;
მან არ იცის, რა მჭირს, ანუ სულ-დგმული ვარ ვისგან ვინა;
უმისოდმცა ნუ ცოცხალ ვარ ნუცა გარე, ნუცა შინა!
რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა!
ან
ჰე მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა, ღმრთულსა,
მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა;
ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა!
მართალი ვარ, გამიკითხე! რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა?
ან
იტყვის: "ღმერთო, სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ?
მე ეზომნი სიარულნი კიდე რად, გლახ, გამიცუდენ,
ასე რომ ვონდერ - ჯერ ტერმინების განმარტებაა საჭირო - განსაკუთრებით კი "სამართალში"