არ ვიცი რამდენად მაქვს უფლება წარმოვადგინო ასეთი კანონპროექტი, მაგრამ რამდენად გასათვალისწინებელია თვითონ სენატორებმა განსაჯონ და თუ რამე მოგეწონებათ ქვემო მოყვანილი დებულებებიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ პრაქტიკაზე.
ფლეიმში მიმდინარე არჩევნებმა გამოიწვია დიდი რეზონანსი, (
http://forum.ge/?f=33&showtopic=33627053&st=0 )რომელიც ეხებოდა ერთ-ერთი კანდიდატის არა კანონიერ გზით ხმების მოგროვებაში. პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ არსებულ კანონთან მიმართებაში არანაირი დარღვევა არ იყო, რადგანაც არ არსებობს რეალური ბერკეტი რომელიც ხელს შეუშლიდა კანდიდატის მხრიდან არჩევნების დროს დარღვევას. შესაბამისად არ შეიძლება, რომ ყოველივე ეს გაკონტროლდეს. ყოველი ზემოაღნიშნულის თავიდან ასაცილებლად გთავაზობთ მომავალში არჩევნების შემდეგი სახით ჩატარებას.
პირველ რიგში სენატმა უნდა დანიშნოს ორი სენატორი, რომელიც სენატის მხრიდავ იქნება წარდგენილი პასუხისმგებელი არჩევნების კორექტულად ჩატარებაზე. შემდეგ სენატორების მთლიანი სიიდან თვითონ კანდიდატებმა ირჩევს სამ კაცს, რომლებსაც ნდობას გამოუცხადებენ. შესაბამისად მთლიანობაში გამოდის 5 კაცი, რომელიც ჩაატარებს ზემოაღნიშნულ არჩევნებს. ცსკო-ს დანიშვნის შემდგომ იწყება არჩევნები ფარული კენჭისყრით.(ტექნიკურ მხარეზე რამის მოფიქრება შეიძლება). ანუ ყოველივე ამის მიზანი არის შემდეგი რამ: როდესაც დგება საკითხი იმისა, რომ ესა თუ ის კანდიდატი აგზავნის პმ-ს ხმის მიცემის თხოვნით ხანდახან ეს უკანასკნელი ვარდება უხერხულ მდგომარეობაში და საჯაროდ იძულებულია ხმა მისცეს, მართალია უმეტეს შემთხვევაში ჩემი აზრით უმეტესობა ამას მაინც გააკეთებს, მაგრამ რადგანაც და ვინაიდანაც ამაზე ხშირად კონფლიქტური სიტუაცია იქმნება ფარული კენჭისყრის დროს არ მოხდება.
საბოლოოდ გარკვეულ ვადაში საარჩევნო კომისია გამოაცხადებს შედეგებს.