არ ვიცი რა ხდება, მაგრამ მგონი პროგრესი დამეტყო!

მოკლედ, რაშია საქმე:
ფორუმის უმრავლესობამ იცის, რომ მე ვარ პაპსავიკი და ვერ ვიტან მძიმე როკს და მეტალს....

მაგრამ......
მინდა მოგახსენოთ, რომ ვარ Nightwish-ის ფანი. აქამდე მეგონა, რომ როკს უბერავდნენ, მაგრამ გაირკვა, რომ თურმე..... მეტალია..... ეს ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მაგრამ დიდად არ მივაქციე ყურადღება, ვიფიქრე, ეგ შემთხვევითობაა მეთქი.

მაგრამ.....
ამ რამოდენიმე კვირის წინ, გადმოვიწერე ჯგუფი Edguy-ის რამოდენიმე სიმღერა (რატომ, არ ვიცი

), ჰოდა.... ძალიან მომეწონა!!!! მეგონა, როკი იყო, მაგრამ ახლახანს აღმოვაჩინე, რომ გაქანებული მეტალიააააააა!

ახლა კი, უკვე ნამდვილად გამიკვირდა ჩემი თავის, მეტალი როგორ მომეწონა მეთქი.
ასე რომ, აქედან გამომდინარე შემიძლია ერთი დასკვნის გამოტანა:
ფორუმს დაემატა კიდევ ერთი "მეტალისტი", რომელიც ჯერ მხოლოდ მოყვარულია ამ სფეროში, და რომელიც ასევე უსმენს პაპსას, კლასიკას, მსუბუქ როკს (მგონი მალე მძიმეზე გადავალ
), ტრანსს, ჯაზს, ალტერნატივას, New Age-ს... ანუ ერთი სიტყვით ყველაფერს რეპის გარდა! 
ახლა მითხარით, ეს პროგრესია თუ... ?!
P.S. მოდერს ვთხოვ არ წაშალოს ეს თემა და არც ვორნი მომცეს, უბრალოდ მართლა მაინტერესებს რა მჭირს.
ცოტახანში მე თვითონ დავხურავ.
Fear is the path to the Dark Side. Fear leads to anger, anger leads to hate, hate leads to suffering.