საიტი „ქართველი მეომარი“?
http://geowar1.narod.ruეს მნიშვნელოვანია! მიუთითეთ კოდირება UTF-8, თორემ ხანდახან ქართულ ფონტს არ აჩვენებს, კირილიცაზე აყენებს ავტომატურად. თუ შეიძლება მითხარით, ქართულად გამოჩდა თუ არა?
დღეს რომ სახელმწიფო გვაქვს, და საერთოდ ცოცხლები რომ ვართ, დიდწილად იმ ხალხის დამსახურებაა, რომლებმაც ბრძოლის ველზე გაწირეს საკუთარი თავი თავიანთი შთამომავლების მომავლისათვის. ეს შთამომავლობა კი ჩვენ ვართ. მარტო სადღეგრძელოებში გახსენება დიდი ვერაფერი ამბავია ...
ქართველი მეომრისადმი მადლიერების ნიშნად გადავწყვიტე გამეკეთებინა საიტი (რადგან ეს საქმე მეხერხება), რომელიც მიეძღვნება ქართველ ჯარისკაცს. მასალა ძალიან დიდია და მარტო მე ამ საქმეს ვერ აუვალ ვერანაირად. იქნებ ერთობლივი ძალით გაგვეკეთებინა ისეთი საიტი, როგორსაც იმსახურებს ქართველი მეომარი! ამომწურავი, კარგი დიზაინით, მასალებით გაჯერებული, 3 ენოვანი, მდიდარი ფოტოგალერიით და ა.შ.
ამ საიტის ტესტვერსია საჩვენებლად დავდე ნაროდ.რუ-ზე. თუმცა მინდა, რომ ნორმალური დომენი ჰქონდეს, მაგალითად ასეთი www.geowar.org და რომელიმე ფასიან სერვერზე განვათავსო.
1). სასურველია, რომ საიტი იყოს 3 ენოვანი. ქართულ, რუსულ, ინგლისური
2). საიტს ეყოლება რამდენიმე კაციანი ადმინისტრაცია, ვინც გადაწყვეტს რა მიმართულებით განვითარდეს საიტი, რა დაემატოს, რა მოაკლდეს და ა.შ.
საიტს სავარაუდოდ ექნება რამდენიმე განყოფილება (მე მეტი ვერ მოვიფიქრე):
1. ისტორია: ქართული ჯარის განვითარების ზოგადი ისტორია უძველესი დროიდან დღემდე.
2. ქრონოლოგია: კონკრეტული ბრძოლების თარიღები, მიზეზები, მონაწილე მხარეები, მეთაურები, შედეგები.
3. ბრძოლები: მნიშვნელოვანი ბრძოლების აღწერა. მაგ. დიდგორის ბრძოლა, თბილისის დაცვა 1921 წელს, ტამიშის დესანტი და ა.შ
4. ციხესიმაგრეები: ციხესიმაგრეთა ფოტოები და მოკლე ისტორიები
5. პერსონები: სარდლები, მნიშვნელოვანი ფიგურები, გმირები
6. ქართული საბრძოლო ჰიმნები: mp3 ფორმატში
7. სტატიები: სხვადასხვა სამხედრო სტატიები, სტუდენტთა რეფერატები, გამოკვლევები, ანალიტიკა, ინტერვიუები და ა.შ
8. ჰერალდიკა: ქართული სახელმწიფო და სამხდრო ჰერალდიკა. დროშები, გერბები, ნაშივკები, განმასხვავებელი ნიშნები და ა.შ
9. სახმელეთო ჯარები
10. საზღვაო ძალები
11. საჰაერო ძალები
12. გვარდია
(თანამედროვე არმიაზე ინფორმაცია განთავსდება მხოლოდ ღია, ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით)
13. ფოტოგალერეა: სურათების გალერეა სამხედრო თემატიკაზე (საქართველო, კავკასია)
14. ფორუმი - თბილისის ფორუმის “არსენალი”
15. ბმულები
ქართველებმა თუ მოვინდომეთ, ეს საიტი საკმაოდ პოლულარული იქნება სამხედრო ინტერნეტში და ბევრი გაიგებს ქართული საბრძოლო ხელოვნების შესახებ. ჩვენს ქვეყანას ზედმეტი რეკლამა ნამდვილად არ აწყენს.
ბევრ ერს აქვს მსგავსი სამხედრო საიტები და ჩვენ რატომ არ უნდა გავაკეთოთ? მით უფრო, რომ უზარმაზარი მასალა გაგვაჩნია. სხვები ჭიანჭველისგან სპილოს ქმნიან და ჩვენ რატომ ვდუმვართ? 5 000 წლიანი უმდიდრესი სამხედრო ისტორია გვაქვს. მომდომება, გარკვეული ხარჯი (დომენის ყიდვა) და თავის მობმა უნდა, მეტი არაფერი, თორემ დარწმუნებული ვარ, მასალა იქნება.
ერთერთ ისტორიულ საიტზე აზერებს 35 ნაშრომი ჰქონდათ საკუთარ ისტორიაზე, სომხებს 41, ქართველებს 9 ... აქედან 2 არ გაიხსნა ...
+ + +
ამ ტესტ-ვერსიაზე მუშაობს 3 ბმული: ქრონოლოგია - ლაშა გიორგის დროინდელი ბრძოლების აღწერაა
სახმელეთო ჯარები - ტანკები (T-55, T-72) – თუმცა მხოლოდ T-72 არის ინფო.
გადახედეთ და თქვენი აზრი დაწერეთ. მგონი არაა ცუდი აზრი ...
თქვენ რას ფიქრობთ? შევეჭიდოთ ამ საქმეს ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში?არმორ