===========================================
შესავალი
==========================================
მოკლედ ლაინეიჯი არის MMoRPG ანუ ქართულად ბევრ მოთამაშეზე გათვლილი როლური თამაში.
ამ ფორუმის წევრები ( და არა მარტო) თამაშობენ ძირითადად ორ სერვერზე
1) მელკოსოფტი
http://www.l2online.ru/და
2) L2world: www.linage2world.com
მოკლედ სერვერებზე:
1)
მელკოსოფტი არის რუსული, უფასო სერვერი (x1,x1,x1) მონაცემებით, რაც ნიშნავს რომ არ არის გადიდებული არც
Drop არც
Spoil და არც
Exp . პინგი კავკაზუსიდან მერყეობს 350-422
ჯორჯია ონლაინიდან 170-280
არის ორი ქვესერვერი BartZ და Sieghardt.
ამ სერვერზე ძირითადად რუსები, უკრაინელები ბელარუსები და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნის წარმომადგენლები თამაშობენ.
სერვერზე აყენია არასრული მესამე ქრონიკა ( ანუ თამაშის მესამე სერია) სათამაშო კლიენტის გადმოწერა შეიძლება ოფიციალური საიტიდან, ან 7th Guest-ის FTP-დან.
2) L2world არის ასევე უფასო ოღონდ ამერიკული სერვერი, (x5,x5,x1) (თუ არ ვცდები) მონაცემებით, ანუ თითო მტრის (შემდეგში "მობის") მოკვლისას მიიღებთ 5-მაგ ჯილდოს.
პინგი კავკაზუსიდან 350-500
ჯორჯია ონლაინი 250-400
არის სამი ქვესერვერი World Server #1,#2,#3
ამ სერვერზე ჯერჯერობით ქართველების ყველაზე დიდი რაოდენობაა (დაახლოებით 200 კაცი) არის ქართველების ორი კლანი.. თუმცა სერვერი არის ინტერნაციონალური და რუსები ნამდვილად არ გრიმიტობენ..
სერვერზე აყენია სრული მეორე ქრონიკა
კლიენტის გადმოწერა შეიძლება ოფიციალური საიტიდან.
---------------------------------------------------------------------
რასები
---------------------------------------------------------------------
თამაშში არის ხუთი რასა
1) ადამიანები
2) ელფები
3) "ბნელი" ელფები
4) ორკები
5) გნომები
წინასწარ უნდა ითქვას რომ თამაში მაქსიმალურად გაწონასწორებულია და ყოვლისშემძლე და ყოვლისმომცველი რასა არ არსებობს..
ყველა რასა იყოფა ორ კლასად
Fighter-ებად და MYstic-ებად ანუ მებრძოლებად და მაგებად
ყველა რასას აქვს ქვეკლასები ანუ გარკვეული დონის (20, 40, 75 Level) მიღწევის შემდეგ გეძლევათ საშუალება აირჩიოთ პროფესია და შემდეგში განავითაროთ იგი.
დონეების აღების ერთადერთი და უკონკურენციო საშუალებაა მობების ხოცვა-ჟლეტვა. თითოეულ მობზე გეძლევათ განსაზღვრული "გამოცდილების ქულეა" იგივე EXP და SP ანუ Skill Points. გარკვეული რაოდენობის EXP-ს დაგროვების შემდეგ თქვენ გემატებათ დონე.
სკვდილის შემთხვევაში თქვენ კარგავთ თქვენი გამოცდილების 8% (მაღალ დონეებზე მხოლოდ 4%) და არის შანსი იმისა რომ თქვენი ინვენტარიდან რაიმე დავარდეს მიწაზე..
----------------
SP
---------------
ამ თამაშში Skill Point-ები გამოიყენება განსაკუთრებული და უნიკალური შესაძლებლობების სასწავლად.
------------------------------
ეკონომიკა
-----------------------------
ამ თამაშის ფულიას ერთეული არის "a" ანუ ადენა. მისი შოვნა უამრავი ხერხით შეიძლება, ასევე შეიძლება ამ ადენების ყიდვა სერვერის ადმინისტრაციისაგან
10$- 1.000.000 ადენა.
-----------------
ეკონომიკური ტერმინოლოგია
----------------
"k" -ათასი 1კ=1000 5კ-5000...
"kk" მილიონი
WTS- მინდა გავყიდო
WTB - მინდა ვიყიდო
A/B , A/S - Animal bone, animal skin
Res, Resi, Resy- რესურსები (ამაზე ცოტა ქვემოთ)
C-cry, D-cry კრისტალები "ც" და "დ" დონის
-------------------------------------------------------
გამოსადეგი ტერმინოლოგია
------------------------------------------------------
Pk- Player Killer, ადამიანი რომლის ნიკიც წითლად წერია, ანუ ჩვეულებრივი მოთამაშეების მკვლელი, საწყის დონეებზე მაქსიმალურად მოერიდეთ მათთან შეხვედრას, თუ დაინახავთ მას ქალაქის ახლო-მახლო ნუ გახვალთ ქალაქიდან, ქალაქში ის ვერ შემოვა.. შემოვა და ვისი აჯობებს..
Bsps (D,C,B) > Blessed Spiritshot (D,C,B დონის ) კრისტალები რომლებიც გამოიყენება მაგიური იარაღისთვის განსაკუთრებული ძალის მინიჭებისათვის
Sps > Spiritshot
SS > Soulshot
ეს ორი კი ნებისმიერ იარაღზე გამოიყენება.
---------------------------------------------------
კლასები ადამიანები
გლადიატორინუ ამასთან ყველაფერი ნათელია, ძალიან ძლიერი შემტევი მებრძოლი, ორი ხმლით ბრძოლის მამა. კარგად დაფიქრდით სანამ მტრად გადაიკიდებთ.
WARLORDგანსაკუთრებული და იშვიათი კლასი, მასიური ბრძოლების სპეციალისტი, ძირითადი საბრძოლო იარაღი შუბები და ალებარდები, ებრძოლეთ მხოლოდ ერთი-ერთზე.. ბევრნი თუ მიხვალთ თქვენს თავს დააბრალეთ.
DARK AVENGERმებრძოლები რომლებმაც გაბედეს შავი მაგიის- ნეკრომანტიის გამოყენება, შუძლიათ თავის მხარეზე გამოიძახონ უზარმაზარი შავი პანტერა, ეს კლასი უძლიერეს ტანკად ითვლება თამაშში.
პალადინისინატლისა და სიკეთის მცველი, Dark Avenger-ის სრული ანტიპოდი ხმლითა და ფარით ბრძოლაში მას ბადალი არ ჰყავს. და საკმაოდ კარგი ექიმიცაა
TREASURE HUNTERრა შეიძლება ითქვას TH-ზე ..
ადამიანი ხანჯლით ხელში... ზოგს შეიძლება სასაცილოდ მოეჩვენოს და ზიზღით ზურგიც კი იბრუნოს, და აი ეს იქნება ყველაზე დიდი შეცდომა..ამ კლასს ყველაზე ძლიერი კრიტიკული დარტყმები აქვს ეს ერთადერთი კლასია რომელსაც შეუძლია "ტანკი" იქამდე მოკლას სანამ ის შემობრუნებას მოასწრებს, მათი საშინელი სისწრაფე ამ საშუალებას იძლევა.. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კლასი, მაგრამ გასაქაჩად და განსავითარებლად ძალიან, ძალიან, ძნელი..
HAWKEYEადამიანი- მშვილდოსანი... ძალიან ძნელი წარმოსადგენია, ტრადიციულად ელფები ითვლებიან მშვილდის ფლობის სწორუპოვარ ოსტატებად, და ეს ასეც არის..მაგრამ... მაგრამ არის HAWKEYE-იც რომელსაც Lineage-ში ყველა მშვილდოსანზე მეტი Dmg-აქვს..
SORCERERერთადერთი კლასი რომელიც სრულყოფილად ფლობს ცეცხლის მაგიას. ძლიერ დაბალანსებული მაგები რომლებსაც ყველაფერი ცოტ-ცოტა შეუძლიათ.
ნეკრომანტი შავი მაგიის ოსტატი, შეუძლია თავის მხარეზე მკვდრების მოხმობა, შეუძლია რამოდენიმე წამში მთელი სიცოცხლე გამოსწოვოს მოწინაღმდეგეს.
BISHOPმთელ ლაინეიჯში ყველაზე ძლიერი და სწრაფი ექიმი.. მხოლოდ ექიმი.
PROPHETლაინეიჯის უძლიერესი Support კლასი, აქვს თითქმის ულევი ბაფების რაოდენობა, მას შეუზLია აგაჩქაროთ, გაგიძლიეროთ დარტყმა თუ თავდაცვა, უფრო სწრაფად შეგეძლოთ sPell-ის წარმოთქმა, მოგიმატოთ მანისა და სიცოცხლის რეგენერაცია..
თქვენ პროფეტი გჭირებათ..
ელფები
TEMPLE KNIGHTსწრაფი და მოქნილი მებრძოლი, იმის გამო რომ ელფებს მთელ ადენში ყველაზე ნაკლები სიცოცხლის რაოდენობა აქვთ, ტანკად არ გამოდგება, მაგრამ აქვს რამოდენიმე განსაკუთრებული Ability რომლის გამოც შეუცვლელია მასიური ბრძოლებში.
SWORDSINGERსვორდსინგერი ძალიან უცნაური კლასია, ისინი მღერიან ომის დროს და ეს სიმღერა მათ საოცარ ძალას ანიჭებს, ყველა Party-ში ი სასურველი პერსონაჟია.
PLAINSWALKERTreasure Hunter-ის ანალოგი, ოღონდ ამჯერად მას დაემატა რამოდენიმე მაგიური თვისება.
SILVER RANGERეს კლასი სწორედ ისაა რისთვისაც ელფებს ასე აქებენ, სასტიკად სწრაფები, გამანადგურებელი კრიტიკული დარტყმები, ეს მშვილდოსნები უძლიერესები არიან Lineage-ის სამყაროში
SPELLSINGERევამ, წყლის ქალღმერთმა ელფებს თავისი ძალა მიანიჭა, სპელსინგერები უძლიერესი მაგები არიან, ერთი სიტყვით ყველა ბარიერს მოხსნიან, მეორეთი დაგაძინებენ, და მესამეს შემდეგ კი დიდი შანსია რომ ვერც გაიღვიძებთ.
ELVEN ELDERმაგიური ენერგიის "გენერატორები", შეუძლიათ მკვდრის გაცოცხლება, ჭრილობების მორჩენა, ტელეპორტი, მანისა და სიცოცხლის რეგენერაცია, ძლიერი Support კლასია.
ბნელი ელფები
SHILLEN KNIGHTძალიან კარგი ახლო-მებრძოლი, მიუხედავად არც ისე დიდი სიცოცხლის რაოდენობისა, ერთადერთია რომელსაც შეუძლია Dark Avanger-ს დაუდგეს ერთი-ერთზე, მას აქვს განსაკუთრებული Ability - შეუძლია კუბიკების გამოძახება, რომლებიც მას არჩენენ, უტევენ და ანელებენ მოწინააღმდეგეს. ამ კლასს ყველაზე დიდი ფიზიკური დაცვა აქვს Lineage-ში (p.Def)
BLADEDANCERორი ხმლით ბრძოლის სპეციალისტი, მას აქვს უნიკალური შესაძლებლობა ხმლებით ცეკვისა, ამ დროს მის ყველა თანამებრძოლს მოდიფიკატორები უორმაგდება, ძალიან საჭირო Support კლასი.
ABYSS WALKERმკვლელი, მკვლელი და კიდე მკვლელი.. Abyss Walker-ებმა სრულყოფილებამდე აიყვანეს ჩუმად მიპარვისა და ზურგიდან მოკვლის ტექნიკა, თუ Abyss Walker-ი უკნიდან მოგეპარად ჩათვალეთ რომ დაღუპული ხართ.
PHANTOM RANGERფანტომ რეინჯერის ძალა, მისი გასროლის სიძლიერეშია, თუმცა სილვერ რეინჯერისაგან განსხვავებით ფანტომი უფრო Party მოთამაშეა და უფრო დამოკიდებულია სხვებზე.
SPELLHOWLERბევრის აზრით ესენი არინ ყველაზე ძლიერი მაგები თამაშში, თუმცა აქვთ ერთი ძალიან უხერხული მინუსი, ყველაზე ნელა კითხულობენ spell-ებს, მაგრამ თუ წაკითხვა დააცადეთ...
SHILLEN ELDERყველა მაგისთვის სასურველი კლასი, ერთადერთი ვისაც აქვს საშუალება თითქმის ორჯერ გაუძლიეროს მაგს ძალა, Empower-ი ისაა რის გამოც ასე უყვართ ყველგან SHILLEN ELDER-ები.
ორკები
DESTROYERკიდევ ერთი მასიური ბატალიების მებრძოლი,განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის სიცოცხლე მას ბევრ შესაძლებლობას ანიჭებს.
TYRANTორკების შემქმნელის, ცეცხლის ღმერთის პააგრიოს კულტის მიმდევარნი ძირითადი იარაღი განსაკუთრებული ტიპის ბრჭყალები. ყველაზე გავრცელებული მებრძოლები ორკებში
WARCRYERსაუკეთესოდ ხასიათდება სიტყვებით "საბრძოლო მაგი" ეს მაგი 20 წამში გააკეთებს იმას რაზეც პროფეტს ორი წუთი დასჭირდება, მაგიის გარდა კარგად ფლობენ ნაჯახებს.
OVERLORDეს შამანი უძლიერესი კლან-ბაფერი და ბოროტი დებაფერია

თუ ორაკული თავის party-ს ორ წუთში დაბაფავს, ოვერლორდი თავის კლანს ერთ წუთში მიხედავს
დვორფებიდვარფებს, იგივე ჯუჯებს მოხოლოდ ერთი ფაიტერის კლასი აქვთ ჯუჯა მაგები არ არსებობენ..
BOUNTY HUNTERძალიან უცნაური კლასია , აბა რა სანახავია პატარა ჯუჯა რომელიც მობის თავზე ფეიერვერკს ანთებს.. თუმცა ამ უცნაურობის გამო არიან გნომები ყველაზე მდიდარი მოთამაშეები ლაინეიჯში, ეს მათი უნიკალური Ability სპოილია, რომლის საშუალებით ისინი მკვდარი მობებიდან განსაკუთრებულ რესურსებს იღებენ.
WARSMITHმჭედელი.. ერთ-ერთი ყველაზე საჭირო კლასი ნებისმიერი კლანისათვის.. თუ თქვენ მჭედლობის მეშვიდე დონეს მიაღწიეთ, ჩათვალეთ რომ უზრდელობამდე მდიდარი ხართ..
This post has been edited by 7th Guest on 28 Oct 2005, 22:12