
მოკლედ ეს იყო დიდი ხნის წინ. პეტერბურგში არა მარა თსსუ-ში. ერთ მშვენიერ მოღრუბლულ საღამოს კურსელმა ესეთი რამე მითხრა:
ბოდიში იცი რას ნიშნავსო?
არა!
ბადიში თუ იციო?
რაღაც მეცნობა მეთქი.
ჰოდა ეგ გამოთქმა "ბოდიშს ვიხდი" მოდისო სპარულიდანო. "ბადიში" ნიფხავს ნიშნავსო და მაგას რომ ეუბნები ვინმეს, ესე იგი ამბობ, ჰე, ვიხდი ნიფხავს და რაც გინდა ის მიქენიო. აქედან მოდისო.
თვითონ "მაპატიე"-ს ამბობდა სულ.
ჰოდა იმის მერე კი ვიხდი ხოლმე ბოდიშს მარა რაღაც სულ ეგ მახსენდება და ცოტა ისე ვარ ხოლმე რა, უხერხულად

არ მოიხადოთ ბოდიში ხალხო, რა იცით რა ხდება