მივესალმები ყველაზე ინტელექტუალურ განყოფილებას ფორუმზე
საარჩევნო საბჭოს სახელით,
28 დეკემბერს, 22:50 სათიდან გახსნილად გავხადებ "მეცნიერება, კულტურა, ხელოვნების" განყოფილების მოდერაციაზე (მოდერის და კომოდერის თანამდებობებისათვის)
კანდიდატურის დასახელების პროცესს.მაშასადამე - დაპოსტეთ იმ იუზერის ნიკი, რომელიც ყველაზე უფრო შესაფერისად მიგაჩნიათ აქ (კო)მოდერად (ანუ პოსტავთ მხოლოდ ერთ ნიკს, ანუ წარმოადგენთ მხოლოდ ერთ კანდიდატურად!)
კანდიდატურის დასახელება გაგრძელდება 48 საათის განმავლობაში... ანუ დაიხურება 30 დეკემბერს, 22:50 საათზე./კანდიდატურების დასახელების დასრულების შემდეგ სულ ცოტა ხანში დაიწყება უშუალოდ ხმის მიცემის პროცესი, რომელიც, არსებული კანონმებლობით, ხუთი "სუტკა" გასტანს (30. 12. 2005 - 04. 01. 2006).
ძირითადი მომენტები, რაც ამომრჩეველს
ევალება იცოდეს, აქვე წარმოგიდგენთ. უმორჩილესად გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ, მონიშნული მომენტები მაინც:
მაშასადამე,
საარჩევნო კოდექსი (ლინკი)ღაღადებს:
(...)
2.1. წინასაარჩვნო აგიტაცია დაშვებულია კანდიდატურების დასახელების პერიოდში, საარჩევნო საბჭოს მიერ გახსნილ
სპეციალურ თემაში. არჩევნების დაწყებისთანავე ყოველგვარი რეკლამა იკრძალება.
თუ კანდიდატი შემჩნეულ იქნა ამ წესის დარღევაში, იგი მოიხსნება არჩევნებიდან. ამ აკრძალვაში არ იგულისხმება პერსონალური მესიჯები,მესენჯერები და სხვა პირადი ურთიერთობის საშულებები რაც სენატის კომპეტენციას სცილდება.
[ასახელებთ მხოლოდ ერთ კანდიდატურას!]
წინდაწინ ამ წესებსაც გაეცანით, 30 დეკემბრიდან დაწყებულ ხმის მიცემის პროცესში აუცილებლად უნდა გქონდეთ მხედველობაში:
(...)
3.2. თუ არის მოდერის და კომოდერის არჩევნები მაშინ არჩევნებში პირველ ადგილზე გასული ხდება მოდერი ხოლო მეორეზე გასული კომოდერი. ხოლო თუ ვირჩევთ მარტო მოდერს ან კომოდერს შესაბამისად გამარჯვებული ხდება მოდერი(კომოდერი).
3.3. მოდერატორობის კანდიდატურის მიერ
კანდიდატურის მოხსნის შემთხვევაში იუზერებს რომლებმაც მაც მისცეს ხმა
არ აქვთ უფლება თავიდან მისცენ ხმა.
3.4. თუ კანდიდატურა მოიხსნა იმის გამო რომ ის ასაკობრივ ან რაიმე პირობებს არ აკმაყოფილებს(პოსტები და ა.შ.) მაშინ ყველა ხმა წაიშლება ვინც ამ კანდიდატს მისცა და ყველა იუზერს რომელმაც ამ კანდიდატს მისცა ხმა დაეგზავნება პმ ი. [ანუ ბათილი კანდიდატურისთვის მიცემული ხმებიც ბუნებრივია ბათილია და ხელახლა ეძლევა იუზეს უფლება ხმა მისცეს რომელიმე სხვა კანდიდატს (ისტ.)]
3.5. 3.4 პუნქტში არ იგულისხმები ისეთი კანდიდატები რომლებიც აკრძალული პიარის ან რაიმე სხვა დარღვევის გამო მოიხსნება.
4. დასახელებული კანდიდატები.4.2. თუ მოდერატორობი(კომოდერატორების) კანდიდატებს შორისაა სენატორი ან პირიქით სენატორობის კანდიდატებს შორისაა მოდერატორი(კომოდერატორი). მაშინ იგი ვალდებულია მოიხსნას სენატორობა წინააღმდეგ შემთხვევაში მოიხსნება არჩევნებიდან.
4.3.
ნებისმიერი კანდიდატი ვალდებულია კანდიდატების დასახელების დამთავრებამდე ან ღიად(დასახელების თემაში) ან და პმ-ში(ნებისმიერ საბჭოს წევრთან) დაუდასტუროს რომ ის მონაწილეობს არჩევნებზე წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არჩევნებიდან ავტომატურად მოიხსნება. [და არავითარი გამონაკლისები!

]
მოდერატორი ირჩევა ერთი წლის ვადით...გთხოვთ დასახელებულ კანდიდატურებს ნუღარ გაიმეორებთ - ანუ
უკვე დასახელებული კანდიდატურების გამეორება აღარაა საჭირო (მე მგონი ქართულად წერია

).
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის ფარგლებში, საკუთარი თუ სხვისი კანდიდატურების შეფასება, აგიტაცია-პროპაგანდა და ა.შ. შესაძლებელია მხოლოდ შესაბამის
სააგიტაციო თემაში(რომელიც ღია იქნება კანდიდატურების დასახელების პერიოდში და მის თამთავრებისთანავე დაიხურება, რის შემდეგაც (ისევ და ისევ ვიმეორებთ)
ღია აგიტაცია კანდიდატურად ყოფნის უფლების დაკარგვის ტოლფასია).
თემისთვის შეუსაბამო პოსტები ან წინადადებები ულაპარაკოდ წაიშლება, მათ შორის კომენტარები ამა თუ იმ ხმისმიმცემის 'ვალიდურობაზე' - ყველა ამომრჩევლის 'ისტორია' და პროფილი ჩემოწმდება და გადამოწმდება
თუ რამეა და მაინც გადაწყვიტეთ საორგანიზაციო საბჭოსთვის დახმარების გაწევა (ცელწომე
), გაუგზავნეთ მის ერთ-ერთი წევრს ინფორმაცია PM-ით, აქ ნუ დაპოსტავთ. გისურვებთ ღირსეული და შესაფერისი კანდიდატის დასახელებას. წარმატებები! This post has been edited by ისტერიკა on 28 Dec 2005, 23:47