შავარდენი
შევარდენი მოიპოვება თითქმის მთელ მსოფლიოში, არ გვხდება მხოლოდ ციმბირში, სამხ. ამერიკის პამპასებსა და ცენტრ. ავსტრალიაში.
საქართველოში გვხდება ყველგან როგორც მობუდარი ფრინველი. ვერტიკალურად აღწევს 3400 მ – მდე.

ბინადრობს ტყეში, ზოგჯერ კლდოვან ადგილებში. ბუდეს არ იშენებს. ადამიანის სამოსახლოს ერიდება.ზედა ნისკარტზე აქვს ბასრი კბილაკი. ფრთები გრძელი და ვიწროა, შებუმბლვა მჭიდრო. სხეულის სიგრძე 21-50 სმ აღწევს. მარტის დამლევს დებს 2 – 3 კვერცხს კლდის ნაპრალებში, ნიადაგზე, სხვა ფრინველების მიტოვებულ ბუდეებში. კრუხობა გრძელდება 40 დღემდე. მამალი შევარდენი დიდ როლს ასრულებს ბარტყების გაზრდაში, მისი მთავარი ფუნქცია საკვებით მომარაგებაა. საკვებს შეადგენენ მცირე ზომის ფრინველები. იშვიათად თავს ესხმის გარეულ იხვსა და გარეულ ბატს.

მსხვილ შავარდენს (შავარდენი, სონღული) ბაზებად იყენებდნენ. გვარში 36 სახეობაა, მათ შორის საქართველოში გვხვდება 8: ველისა და ჩვეულებრივი კირკიტები, ალალი, თვალშავი, მარჯანი, ბარი, შავარდენი და წითელთავა შავარდენი.
სტატიის წყაროა:
www.Monadire.Com და სტატიის გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად მიუთითეთ საწყისი წყარო.
შავარდნის სხვა სურათების სანახავად და ხმის მოსასმენად დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ბმულს
www.Monadire.Com********************************************************************************
მარჯანი 
მარჯანი გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში მოიპოვება თითქმის ყველგან, ვერტიკალურად აღწევს 3050 მ-მდე ზ.დ.
მეტწილად გვხვდება მთის ტყეებში, უღრან ტყეს ერიდება. უმეტესად ბინადრობს ტყის სანაპირო ზონაში, საიდანაც სარჩოს საძებრად იჭრება ველებსა და მინდვრებში.
ბუდეს იკეთებს ხეზე. ზოგჯერ კვერცხებს დებს ყვავის, კაჭკაჭის ან რომელიმე მტაცებელი ფრინველის მიტოვებულ ბუდეში. მაისის დამლევს დებს 3-4 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 28 დღემდე. კრუხად ხანგამოშვებით ჯდება მამალიც. საკვებს შეადგენენ ფრინველები, რომელთაც მეტწილად იჭერს ფრენის დროს.
მარჯნის სახე აერთიანებს რამდენიმე ქვესახეს. რომელთაგან საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი მარჯანი – Falco subbuteo subbuteo
სტატიის წყაროა:
www.Monadire.Com და სტატიის გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად მიუთითეთ საწყისი წყარო.
This post has been edited by mucianus on 2 Dec 2012, 21:55
www.Monadire.Com - ყველაფერი ნადირობაზე, თევზაობაზე და იარაღზე...