ფორუმელთა უმეტესობა ალბათ ქართველია, შესაბამისად მართლმადიდებლურ ოჯახებშია გაზრდილი. მაინტერესებს რამდენად მისაღები აღმოჩნდა მათთვის ტრადიციული რწმენა, თუ შეინარჩუნეს იგი, იქნებ უარყვეს იქნებ საერთოდ ღვთის რწმენა დაკარგეს. აგერ ვნახავთ.
პოსტები გადავკეტე რადგან ვფიქრობ აქ მორიგი დაუსრულებელი კამათი გაიმართებოდა. მოდით უბრალოდ ვთქვათ თუ რა გვწამს და რა არა.
მინდა ბოდიში მოგიხადოთ. პოლის შეკითხვაში დაშვებული შეცდომის გამო. თავიდან მინდოდა დამეწერა "ვინ ხართ თქვენ", მერე ვიფიქრე რომ უკეთესი იქნებოდა ოფიციალობის გარეშე. და "შენ" დავწერე მაგრამ qv წაშლა გამომრჩა. იმედია არ გამკიცხავთ
This post has been edited by Zyklon-B on 28 Oct 2003, 16:33