დიდრო თავის Les bijoux indiscrets-ში (Нескромные сокровища - The Indiscreet Jewels) ასეთ რაღაცას "გვიყვება".
ჯინი ცდილობს დააკმაყოფილოს სულთანი, რომელსაც სურს მოისმინოს ქალების სექსუალური თავგადასავლები. ამის გამო, მისცემს ბეჭედს, რომლის თვალის დატრიალების შემთხვევაში, ქალები ხმამაღლა და მოურიდებლად მოყვებიან თავის ამბებს. "ოღონდ იცოდე, ისინი პირით არ ილაპარაკებენ", გააფრთხილა ჯინიმ. "აბა რით ილაპარაკებენ?"- გაოცდა სულთანი. "ისინი ილაპარაკებენ თავიანთი "სამკაულით" (jewel-ით),-უპასუხა ჯინიმ.
ოცელოტის დადებულმა სურათმა ეს გამახსენდა.
მახსოვს, წავიკითხე ეწერა, როცა ამაზე მიდგება საქმე, ქალები "იმით" ლაპარაკობენო. ულისეში Penelope-ს ეპიზოდში მოლი ბლუმიც თავისი jewel-ით გვესაუბრება.
რადგან ულისე ვახსენე:
მარცხენა წიგნზე ის კოშკია, ჯოისი და მალიგანის პროტოტიპი რომ ცხოვრობდნენ ერთად სტუდენტობისას.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ტექსტი რაც ჩანს არის დაწყისი წიგნის, და ბოლოს yes-ითაც მიხვდებით, რომ დასასრულია. მოლი ბლუმის მონოლოგი.

* * *
thanosსავარაუდოდ, ამას გულისხმობ:

ჰენრი მილერი და უილიამ დე კუნინგი
კულტურული ძაფები (post #36839403)