გუშინ იყო ფილი ინდიჰედებში, reddit-ზე, AMA ამპლუაში.
იმაზე უშუალო და საყვარელი ტიპი ყოფილა, ვიდრე მეგონა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ფილის მუსიკას რომ ვუსმენ, ყოველთვის იმის შეგრძნება მიჩნდება, თითქოს ისეთ ადგილას ვიყო, სადაც ტემპერატურა 0-ზე გაცილებით ქვემოთაა. ჩრდილოეთით მდებარე რომელიმე ცივი ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილში.
ალბათ, ეს ეფექტი საკრავისა და ხმის ჟღერადობის სპეციფიკური ელფერით, ტონით და მანიპულაციებითაა გამოწვეული.
ეს კი ალბომი, რომელიც ფილის მეუღლის გარდაცვალებას ეხება.
წარმატებით შეგვიძლია ჩავთვალოთ ყველაზე ან ერთ-ერთ ყველაზე სევდიიან ალბომად.