გამარჯობა, იმედია ვინმე შეძლებთ დახმარებას
მოკლედ, მაქვს შემდეგი Setup i7 12700 - RTX4070 - 32GB Ram
თამაშების უმეტესობას ულტრა გრაფიკაზე უპრობლემოთ უშვებს, თუმცა ერთიორ თამაშზე ცოტა უცნაური ხარვეზები მაქვს.
ეხლახანს დავაინსტალირე ATOMIC HEART და მიუხედავად იმისა რომ Geforce-ს FPS მაჩვენებელი სტაბილურად 120-130 FPS აჩვენებს, მომენტებში დაყოვნებები აქვს
გარდა ამისა გარკვეული ობიექტების დეტალიზაცია ძალიან დაბალია, მაგალითად პოსტერები კედელზე და ა.შ არადა ყველა Setting ულტრაზეა.
მსგავს ხარვეზებს როგორც მახსოვს DOOM ETARNAL ის თამაშის დროსაც წავაწყდი.
სხვა თამაშებს, მაგალითად, GOD OF WAR, CALL OF DUTY WARZONE, SPIDERMAN, WOLFENSTEIN YOUNGBLOOD, FORZA HORIZON არავითარი ხარვეზი არ აქვს
პ.ს დრაივერი დააფდეითებულია
მიმაგრებული სურათი