#2442722 · 16 Jan 2006, 13:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორც ვიცით გლობალიზაციამ მოიცვა საზოგადოების საქმიანობის პრაქტიკულად ყველა სფერო და სეგმენტი - პოლიტიკა, ეკონომიკა, მომსახურება, სოციალური, კულტურული, სპორტული ასპექტები. დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია იმის თქმა თუ სად იწყება და სად მთავრდება ეროვნული თუ ზოგადსაკაცობრიო ფასეულობები. სწორედ ასეთ რეჟიმში არის მოქცეული ფეხბურთი. მრავალი ექსპერტი თვლის, რომ ფეხბურთის ბიზნესი გლობალიზაციის კლასიკური მაგალითია, რადგან ეს პოპულარული სპორტული თამაში აერთიანებს მთელ მსოფლიოს. ზოგადი სახით ფეხბურთის გლობალიზაცია გულისხმობს: 1)ფეხბურთის ბიზნესი ახალი კონტინენტებისა და ქვეყნების ჩართვას; 2)ეროვნული ჩემპიონატებისადმი ინტერესის ზრდას; 3)კლუბებში სხვა ქვეყნის მოქალაქეების მომრავლებას; 4)მსოფლიო და რეგიონული მნიშვნელიბის შეჯიბრებათა კოლექტიურ ორგანიზებას და ა.შ. იმის საილუსტრაციოდ, თუ რა ხდება თანამედროვე ფეხბურთში გლობალიზაციის თვალსაზრისით, უნდა მოვიყვანოთ საფრანგეთის მაგალითი. ეს ქვეყანა მართლაც ტონის მიმცემის ფეხბურთის გლობალიზაციისა. რა თქმა უნდა ფეხბურთის გლობალიზაციას გააჩნია დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებითი მხარეა ის რომ, ხდება ერების დაახლოვება, რასობრივი კონფლიქტების შერბილება, განსხვავებული რელიგიური მრწამსის ხალხთა დაახლოვება. ხოლო რაც შეეხება უარყოფითს, გლობალიზაციის შედეგები ზუსტად უნდა იყოს გათვლილი, რომ ისეთი ქვეყნებისათვის როგორიც საქართველოა (ჩამორჩენილი ქვეყნები ფეხბურთის მხრივ) ფატალურად არ დამთავრდეს.
|