კაცებო!
ძალიან გულში ჩაიხედეთ და ისე დაპოსტეთ, ცხოვრების თანამგზავრად პასიურად მომლოდინე გოგოს აირჩევთ, აქტიურად მომლოდინეს, პასიურად აქტიურს, ტუ აქტიურად აქტიურს? (ენის გასატეხი გამოვიდა მგონი)
პასიურად მომლოდინე: - ზის სახლში, სწავლობს საოჯახე საქმეებს და ელოდება როდის დაუკაკუნებს ვინმე.
აქტიურად მომლოდინე - სახლშიც არის და გარეთაც "დვიჟენიობს" ცოტას. საოჯახო საქმეებს ზომიერების ფარგლებში ითვისებს, ბიჭებს ათვალიერებს და ელოდება როდის მივა მასთან რომელიმე "შეთვალიერებული" ბიჭი მასთან გასაცნობად.
პასიურად აქტიური - მეტ დროს გარეთ ატარებს, საოჯახო საქმეებიდან იცის სოსისის მოხარშვა, კვერცხის და კარტოფილის შეწვა და მსგავსი რაღაცეები, ათვალიერებს ბიჭებს, მიზანში ამოღებულს აგრძნობინებს რომ მისით (ბიჭით) დაინტერესებულები არიან და სტრატეგიულად თვლის მოქმედების სერიას.
აქტიურად აქტიური - სულ ერთია რამდენ დროს ატარებს შინ ან გარეთ, ვინც მოეწონება, აშკარად აგრძნობიენებს, შეიძლება სადმე დაპატიჟოს კიდეც, მის გარშემო იტრიალოს ნებისმიერი ხერხებითა და საშუალებით, გახდეს ამ მუდმივად ამ ბიჭთან ასოცირებული სხვებისთვის, საოჯახო საქმეების ცოდნის ხარისხი გაურკვეველია და ვარირებს 0-დან პლუს მაღალ დონემდე.
ჰე აბა. გისმენთ
აღმასრულებელი სჯულისაი, სიყვარული არს.