მოკლედ ორი დღეა ვწრიალებ და მოსვენება არ მაქვს.ვფიქრობდი დავწერო აქ თუ არა.
მეშინია ხალხს ურჩხული არ ვეგონო ან გადარეული ან არ მეკაიფონ.
სიზმრის ცხადში გადმოყვანა ვიცი ეგ ბევრჯერ ვახსენე ფორუმზე.ხოდა ეს სიზმარი ძააააან
დამაშინებელი და დამაფიქრებელია.დედაჩემი კარგად ერკვევა სიზრებში მაგრამ რომ მოვიყევი არ ამიხსნა და მარიოდებს ამაზე საუბარს.ხო ეხლა რა მოხდა.
ახალი ჩაიძინებული ვიყავი და უცებ ვიგრძენი რომ ჩემ ფეხებთAნ ვიღაც დგას.შევფრთხდი და გავხედე ამ ლანდს.(ლოგინის ბოლოში ფანჯარა მაქვს სადაც ქუჩის ლამპიონის შუქი ანათებს) .დავინახე (რასაც ალბათ მემგონი ან გაგეცინებათ ან სეგეშინდებათ).ანუ სიკვდილი იდგა.

.გული გამოსკდა მეთქი მოვიდა ჩემს წასაყვანად .და ამ დროს მითხრა რომ "არა,ნუ გეშინია არავის წასაყვანად არ მოვსულვარ,უბრალოდ იმდენჯერ მინატრე რომ მეთქი დავენახვები)ხახამშრალი შევყურებ.წაერმომიდგენია ჩემი გადაშლილი სახე.არვიცი მაგრამ კაი ხანი დაშტერებული ვუყურებდი.მერე მითხრა"ჩემი ნება რომ ყოფილიყო აქამდე ჩემს გვერდით მეყოლებოდიო მაგრამ ის ვერ გელევაო"

გამეხარდა რათქმაუნდა.ვეღაც ვაზროვნებდი ვეღარც ენას ვერ ვატრიალებდი.გონებით კიდე ამ ქვეყნად არ ვიყავი.უცებ მეუბნება "ერთი ვინმე უნდა წაგართვა რომელიც შენ გულს ძალიან დააკლდებაო" გადავირიე."დედაჩემი?" "არა"
ჩემ შვილს ხელს ვერ დაადებ მეთქი" არაო.მაშინ ვის მართმევ.მოვა დრო და შენ დაინახავო.

ეხლა ჩემი წასვლის დროა და იმედია კაი ხანი ვერ გინახულებო.მოიცა მეთქი სად მიდიხარ,მითხარი ვინ უნდა მომაკლო და ვინ არის ამისთანა.გატრიალდა და ვითომ ქრებოდა ანუ ვეღარ ვხედავდი და ამ დროს მესმის მისი ხმა ,"შენი შვილის თვალები ცეცხლს მიკიდებსო" და ვიგძენი რომ გაეხიმა.ეს ხიმილი არ იყო ბოროტული არამედ კარგი მაფიქრებელივით აღვითქვი.
გადარეული წამოვხტი ლოგინიდან და აბაზანაში ცივი წყალი შევისხი.სარკეში ჩავიხედე და გული გამისკდა.თვალები მქონდა სულ შავი,ანუ თეთრი ფერი რომ არის ისიც აღარ მიჩანდა

ამ დროს დედაჩემი შემოვიდა და რატომ არ იძინებო.გავხედე და დავინახე როგორ გადათეთრდა დედაჩემი.ხმა არ ამოიღო , ეგრევე გავიდა გაშტერებული სახით.
გამოვედი და წყალი მომაწოდა ფურცელი დამიდო და კალამი ხელში დამაკავა.რახაც რომ დავწერტე ვიცი,მაგრამ არ მიჩვენებს ამ ფურცელს დაწვა მემგონი თუ რა უქნა არ ვიცი.
მომიჯდა და მეუბნება რა ნახეო.მოვუყევი ასე და ასე მეთQი და გვერდულად გაიღიმა მარტო და მითხრა რომ წავსულიყავი დასაძინებლად .რა დამაძინებდა .იმის მერე ვეუბნები რას ნიშნავდა ეს.და არაფერს არ მეუბნება .
და ეხლა იმედი მაქვს რომ თქვენ მაინც ამიხსნით

გიჟს ვგავარ.