შენლა შნელა!
შნელაააშნელაააა - გაისმა ექო მთებში
10 კაციანი რაზმი პოზიციას იცლიდა სირბილით
- იურგენ კომ ია - თან ჩურჩულით თან ყვირილით გასძახა ოფიცერმა მსუქან ჯარისკაცს რომელიც თოვლიან ხეობაში ხვნეშით მოძუნძულებდა რაზმის დაანრჩენი წევრებისაკენ.
უკვე ბნელდებოდა თუ რაზმი დაღამებამდე თავშესაფარს ვერ იპოვიდა მაშინ მტერზე ძლიერი მოწინააღმდეგე - სიცივე მოუღებდათ ბოლოს. თითქმის სრული სიბნელე ჩამოწვა და ჯარისკაცებმა აშკარად ნერვიულობა დაიწყეს, არაქათგამოლეულები ძლივს მიიკვლევდნენ გზას ყინულით მოლიპულ კლდეების გასწვრივ. უცებ უკან რაღაც შრიალი და წამოყვირება გაიგეს, მიიხედეს და მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ მიხვდნენ რომ ეს იურგენი იყო რომელიც მოულოდნელად სადღაც გაუჩინარდა, მბჟუტავი ფანრის შუქზე გაარჩიეს ნაპრალი ხეობაში სადაც სავარაუდოდ ჩავარდა იურგენი, როგორც ჩანს ნაპრალი თხელი თოვლით იყო დაფარული და იურგენის სიმძიმეს ვერ გაუძლო.
საბედნიეროდ რაზმი კარგად იყო აღჭურვილი, ფიზიკურადაც კარგად მომზადებული (იურგენს თუ არ ჩავთვლით - რუსული ენის მცოდნეების დეფიციტი სახეზე იყო) და რამოდენიმე წუთში ნაპრალში მზვერავი ჩავიდა. სინამდვილეში აღმოჩნდა რომ ეს ნაპრალი კი არა გამოქვაბულში შესასველი იყო. გამოქვაბული მყუდრი და საკმაოდ დიდი იყო ამიტომ რაზმმა აქ გადაწყვიტა ღამის გათევა, ალტერნატივა მაინც არ ქონდათ.
იურგენმა ვარდნისას გონება დაკარგა მაგრამ სერიოზული ტრამვები არ მიუღია, მალე გონზე მოვიდა, ჯარისკაცებმა როგორც იქნა თავი დააღწიეს ხეობის გამყინავ ქარებს და მალე ხასიათიც გამოუკეთდათ, მით უმეტეს შნაპსიც მიეხმარა ცოტას.
სახლი გაახსენდა ყველას ამ გადაკარგულ მხარეში, ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა ამაზე მაგრამ მაინც არ ჯეროდათ რომ ფიურერს და სამშობლოს რამე სარგებლობას მოუტანდნენ ამ მივიწყებულ კავკასიის მთებში მოგროვილი სადაზვერვო ინფორმაციით. თუმცა მალე ყველას დაღლილობისაგან ჩაეძინა და სიზმრები ცალსახად არ უყო დაზვერვასთან დაკავშირებული.
დილით პირველს იურგენს გაეღვიძა, გამოქვაბულში ნაპრალიდან სინათლე შემოდიოდა და გამოქვაბული ცოტათი განათებული იყო. იურგენი პროფესიით არქეოლოგი იყო, ბედის ირონია იყო რომ იგი ამ რაზმში მოხვდა თუმცა ეს უფრო ბევრი დამთხვევის ბრალი იყო.
რაზმის დანარჩენ წევრებს ჯერ კიდე ეძინათ და უურგენი გამოქვაბულის შესწავლას შეუდგა, ჰოი საოცრებავ, გამოქვაბული უცნაური სიმბოლოებით მოხატული ყოფილა, გამოქვაბულში საკმარისი შუქი არ იყო მოხატულობის კარგად გასარჩევად მაგრამ ეს აშკარად არ იყო შემთხვევითი ლაქები, სიმეტრიული გარკვეული წესით დალაგებული სიმბოლოები იყო კედლებზე გამოხატული, უფრო მეტიც, რამდენიმე ადგილას რელიეფული ნახატებიც შეიმჩნეოდა. ერთ კუთხეში კი კვები იდეალურად გამოთლილი იყო სხვადასხვა ფიგურებად. ჭერზეც რაღაც ეხატა. იურგენი ეიფორიაში იყო, ჭერზე ნახატის გარჩევა უნდოდა და ცდოლობდა გამოთლილ ქვებზე ასვლას, უცებ ერთ-ერთი ქვა სიმძიმსაგან ჩაიწია შიშისაგან იურგენი უკან გადმოხტა მაგრამ ქვამ მოძრაობა გააგრძელა, ნელ-ნელა უცნაური ხმაურიც მოესმა რომელიც სულ უფრო ძლიერდებოდა. მოულოდნელად გამოქვაბულში კედლები ამოძრავდა, რაზმი მახეში მოხვდა, იურგენს ენა ჩაუვარდა, ყველა მხარეს მხოლოდ ქვის კედელი იყო და უკუნითი სიბნელე. ხმაურიც გაქრა - სრული სიბნელე და სრული სიჩუმე, მხოლოდ იურგენის გულის ფეთქვის ხმა და რაზმელების მშვიდი ფშვინვა ისმოდა.
უცებ ყველაფერი განათდა ისე რომ იურგენს თვალები ეტკინა, მოულოდნელად მან საშინელი სიმძიმე იგრძნო ფეხზე დგომა გაუჭირდა, მუხლებზე დავარდა, შემდეგ წაიქცა გონებადაკარგული.
როცა გამოფხიზლდა ისევ გამოქვაბულში იყო , ნაპრალიდან შუქი შემოდიოდა, სახსრები სასტიკად ტკიოდა, რაზმის წევრები გაღვიძებული იყვნენ უკვე ზოგი მაღლაც ასულა, ზოგი ლორს შეექცეოდა. მაღლა კი სუსხიანი დილის ნიავი უბერავდა.
- ჰმ, ალბათ დამესიზმრა - გაიფიქრა იურგენმა, არავისთვის უთქვამს ამაზე არაფერი რომ არ დაეცინათ.
მალე რაზმმა გააგრძელა მოძრაობა. უცნაური ის იყო რომ ღამით ნათოვი არ ჩანდა მათი წუხანდელი ნაფეხურები კი სადღაც გამქრალიყო.
შუადღისათვის რაზმი ელექტროგადაცემის ხაზს წააწყდა თუმცა გასაოცარი ის იყო რომ ას სიმაღლის და ასე გაკეთებული ხაზი მშობლიურ გერმანიაშიც არ ენახათ. როგორც ჩანს პოლიტმუშაოკები არასწორ ინფრომაციას აწვდიდნენ მტრის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ობიექტის მდებარეობა ჩაინიშნეს და გზა განაგრძეს. რამდენიმე დღეში რაზმი სტრატეგიულ მწვერვალზე ავიდა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაკვირვება დაიწყეს. უცებ ბინოკლმომარჯვებულმა რადისტმა რაღაც წამოიძახა და ხელი ქვემოთ მილსადენებისაკენ გაიშვირა. მზვერავები გაიცებული იყვნენ ამ გაპარტახებულ ქვეყანაში ამ მივიწყებულ მთებში რა უნდოდა მისლადენებს, აშკარად ნავთობისაა მაგრამ მანამდე არცერთ დაზვერვას არ შეუმჩნევია აქ მილსადენი. უფროსმა ოფიცერმა გადაწყვიტა რაზმის ამოცანის კორექტირება სიტუაციიდან გამომდინარე, ყველა მათგანს დივერსანტების სრული კურსი გავლილი ქონდა, როგორც ჩანდა მილსადენი მნიშვნელოვანი სტრატეგიულ დანიშნულებას ატარებდა და მისი აფეთქებით დიდ ზიანს მიაყენებდნენ წითელ არმიას. საათნახევარში უკვე მზად იყო 2 მილსადენეზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა საათის მექანიზმით, აფეთქება 40 საათის შემდეგ უნდა მომხდარიყო, ამასობაში რაზმი უკან დაბრუნებას და ელექტროსადენის აფეთქებასაც მოასწრებდა თუ ჩქარა ივლიდნენ.
იურგენმა ბევრი ზედმეტი კილო მოიკლო მარა უკანა გზაზე გრაფიკიდან არ ამოვარდნილან. მესამე ბომბიც საათის მექანიზმით დააყენეს ხაზის ანძაზე და აფეთქების დრო მილსადენების აფეთქების დროს დაამთხვიეს რომ რუსებს უფრო ნაკლები დრო ქონოდათ რაზმის ლოკალიზებისათვის. 3 საათი რჩებოდა აფეთებამდე როცა ისევ იმ გამოქვაბულამდე მიაღწიეს, გადაწყვიტეს იქ შესვენება, მაინც ისე ბნელოდა მოძრაობა შეუძლებელი იყო.
ახლა არავის არ ეძინებოდა, მიუხედავად დაღლილობისა. არადა მალე ისე გზა უნდა გაეგრძელებინათ, როგორც კი ოდნავ ირიჟრაჟებდა. იურგენი ისევ გამოქვაბულის შესწავლას შეუდგა, ქვა რომელიც სიზმარში ნახა, აღარ იყო, სამაგიეროდ გვერდით სხვა ქვა იყო ამოწეული. ნახატები ჭერზე კი ისევ ისე იყო, ფარნის შუქზე ჩანდა რაღაც ფიგურები. არც ეგვიპტურ არც ბერძნულ არც სხვა კულტურაში მსგავსი არასოდეს ენახა. ამაღლებულ ქვაზე შედგომას აფოფხებას შეეცადა და ...
რაზმი ისტერიულად გაჰკიოდა მტკივნეული დამაბრავებელი შუქის და მოძრავი კედლების შეხედვარე, ყველამ გონება დაკარგა...
როცა გონზე მოვიდნენ ფაციფუცით ამოვიდნენ გამოქვაბულიდან, არავინ არ იღებდა ხმას, მხოლოდ დროზე უნდოდათ ამ ადგილიდან გაცლა, არ თოვდა მაგრამ გარემო მაღალი თოვლით დაფარულიყო, არადა სულ ეხლახან როცა ჩადიოდნენ გამოქვაბულში, ამხელა თოვლი არ იყო...
სიბნელეში დიდხანს მიდოდნენ მათი ნაფეხურები რომელბიც გამოქვაბულამდე პირველად მოსვლისას დატოვეს ისევ მკაფიოდ ჩანდა, ეს ეხმარებოდათ გზის გაკვლევაში. რამდენიმე საათი გავიდა და არანაერი აფეთქების ხმა არ გაუგიათ, არადა ხეობაში ექო საკმაოდ შორს ისმოდა, ან მექანიზმი გაფუჭდა ან გააუვნებელყოფა ვიღაცამ, თუმცა ამაზე არავინ აღარ დარდობა, ოღონდაც სამშვიდობოს გაეღწიათ...
2 კვირაში რაზმის ყველა წევრი სამშობლოში, ოღონდ გისოსებმიღმა აღმოჩნდა - ამას ქვია ვაის გავეყარე, უის შევეყარეო, დერეფნებში ოფიცრები ჩურჩულით უყვებოდნენ ერთმანეთს როგორ გაგიჟდა 10 გაწვრთნილი მზვერავი ერთდროულად და როგორ ყვებოდნენ ზღაპრებს არარსებული ობიექტების არასებულ დივერსიაზე ზღაპრებს...
ეჰ, არადა იურგენმა სიზმარში ნახა როგორ აჯილდოვებდა ფიურერი პირადად რკინის ჯვარით ...
* * *
ვახ, რატო კულტურაში კაცო
მე არ დამიდია აქ ეს
* * *
ჩემი პოსტი იყო
ამ თემაში