
თემურ ქურხული, თბილისის პრემიერი
'დინამოს' სტადიონი იჯარით გაიცემა22.03.06 14:15
თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი 25-წლიანი იჯარით გაიცემა.
თბილისის პრემიერი თემურ ქურხული აცხადებს, რომ ლაპარაკია სტადიონის საკონტროლო პაკეტის 51 პროცენტის მართვის უფლებით გაცემაზე. ერთ-ერთი მთავარი საიჯარო პირობა არის ის, რომ ხუთი თვის განმავლობაში სტადიონის სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებისათვის 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.
ამ სამუშაოების შემდეგ სტადიონმა საერთაშორისო სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს, რათა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA-მ) ქართულ მხარეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების ჩატარების უფლება მისცეს.
სტადიონი იჯარით კონკურსის წესით გაიცემა. კონკურსი უახლოეს ხანებში გამოცხადდება
მგონი კარგი ამბავია

გუდმენ ,მგონი უფრო სპორტული თემაა ვიდრე პოლიტიკური, ასე რომ ხელი არ ახლო
You either die a hero or you live long enough to see yourself become the villain.