მოკლედ მეგობრებო,ახლა ვხსნი თემას სპეციალურად მიძღვნილს yahoo fantasy nba-სადმი და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ამაზე ბაზარი ! ვისაც დააინტერესებს წესები,იხილოს ეს პოსტი!
არის private და public ლიგები.ჩვენ ქართველები ვთამაშობთ private ლიგაში სახელწოდებით ქართული ლიგა.public ლიგაში თამაშობ უცხოელებთან ერთად.
არის სხვადასხვა სახის კატეგორიები ამ ლიგების,მაგრამ ამის ცოდნა არაფერში გჭირდებათ,უბრალოდ იცოდეთ,რომ ჩვენ ვთამაშობ rotisserie ლიგაში,არის კიდევ head to head და სხვა ლიგები,ნუ ამათ შეეშვით,მანდ დათვლის სხვა სისტემებია და ამჯერად არ გვაინტერესებს.
სულ ლიგაში უნდა იყოს 20 კაცი.წელს 19 ვიყავით,მეოცე ვერ ვიშოვეთ

.მომავალ წელს ალბათ 20-ზე მეტი მსურველი შეგროვდება,ამიტომ გარკვეული დილემის წინაშე ვდგავართ.20 კაცს ამოვარჩევთ ისე,რომ დილეტანტები არ მოხვდნენ ლიგაში და კალათბურთში განსწავლული ხალხი ლიგის მიღმა არ დარჩნენ.ამისათვის გარკვეულ გასაუბრებას გავატარებთ მსურველებთან და ამის მიხედვით ავარჩევთ სასტავს.ნუ მე არ ვამბობ,რომ მაინცდამაინც უნდა გლიჯავდნენ კალათბურთში,მაგრამ ელემენტარულები უნდა იცოდნენ,მაგალითად სად თამაშობს შაკილ ონილი,ვინ არის მოქმედი ჩემპიონი და ასე შემდეგ.არადა მომავალ წელს 20-ზე მეტი მსურველი მოგროვდება,რადგანაც სრული ტრიუმფით მიმდინარეობს ამ თემის წინსვლა.ეს არის ყველაზე კვალიფიციური და ყველაზე პოპულარული თემა მთელს სპორტის განყოფილებაში.forca yahoo fantasy nba

იაჰუმ გააკეთა ე.წ. O ratings,ანუ კალათბურთელთა სიძლიერე გამოხატა რეიტინგით კონკრეტულად ფენტეზისთვის.ამ წინასწარ განსაზღვრული რეიტინგებით განსაკუთრებით ახალბედებს უადვილდებათ საქმეში გარკვევა,რადგანაც თუ კალათბურთელის რეიტინგი 1-ია,მაშინ ის ყველაზე ღირებულია ფენტეზიში.თუმცა ამ ოფიციალური რეიტინგების ბრმად ნდობა არ შეიძლება,რადგანაც ხშირად სეზონის მსვლელობისას სულ სხვა რეიტინგები გამოიკვეთება ხოლმე,ვიდრე ეს წინასწარ იყო განსაზღვრული.მაგალითად იაჰუს რეიტინგით გარნეტი წინასწარ განწესებული იყო პირველ ნომრად,მაგრამ ამ სეზონში ჯერჯერობით ფენტეზიში მიმდინარე რეიტინგით შონ მერიონია პირველი.ასე რომ იაჰუს რეიტინგები უნდა გაითვალისწინო,მაგრამ შენც უნდა იაზროვნო და გათვალო რაღაცეები,მაგალითად ამა თუ იმ კალათბურთელის აღზევება მომდევნო სეზონში ან პირიქით დაღმასვლა,ტრავმატულობა,სხვა გუნდში გადასვლის შედაგად განპირობებული სათამაშო კლასის ცვლილება და სათამაშო დროის გაზრდა/შემცირება და ასე შემდეგ.
სეზონის წინ იმართება დრაფტი ჩვენთვის იაჰუს საიტზე განსაზღვრულ რიცხვში და განსაზღვრულ დროს.აქ ხდება რიგითობის გადანაწილება შემთხვევითობის(რანდომიზაციის) პრინციპით.ანუ ვთქვათ შენ იქნები მესამე ნომერი,მე მეათე,მესამე პირი მეოცე და ასე შემდეგ,სულ ოცი კაცი ვიქნებით.შესაბამისად პირველი ნომერი ირჩევს პირველი,შესაბამისად მას უპირატესობა აქვს,რომ კარგი კალათბურთელი აიყვანოს თავისთვის,მერე ირჩევს მეორე ნომერი,მესამე,მეოთხე და ასე შემდეგ ბოლოს მეოცე ნომერი.რა თქმა უნდა არ გაუმართლა მეოცე ნომერს,იმიტომ რომ მხოლოდ მეოცე არჩევის უფლება აქვს და მის წინ 19 საუკეთესო კალათბურთელი უკვე არჩეული იქნება,სამაგიეროდ გათანაბრების პრინციპით მეოცეს შემდეგ ისევ პირველის რიგი აღარ მოდის,არამედ ისევ მეოცე ირჩევს,ანუ ზედიზედ ორს ირჩევს მეოცე,შემდეგ მეცხრამეტე ირჩევს ერთს,მეტვრამეტე და ასე შემდეგ.ესე იგი აქ უკვე უკუსვლით ხდება არჩევა.მერე პირველზე რომ ჩამოვა,პირველი ნომერი ორს ირჩევს,მერე წავა მეორე ნომერი,რომელიც ირჩევს ერთს ,მესამე,მეოთხე და ასე შემდეგ,მერე ისევ მეოცეზე რომ მივა,მეოცე ორს ირჩევს,მერე გადავა არჩევის რიგი მეცხრამეტეზე,მერე მეთვრამეტეზე და ასე შემდეგ.სულ ვირჩევთ 13 კალათბურთელს.ესე იგი 13 წრე უნდა გავიაროთ.დრაფტი დაახლოებით ნახევარი საათი გრძელდება,შეიძლება 40 წუთიც კი.ვისაც არ გამოგიცდიათ,დამიჯერეთ მაგარი მუღამი აქვს და ადრენალინია 100%-იანი

იმედია თქვენც ის უბედურება არ დაგემართებათ დრაფტზე,რაც მე წელს

ნუ ამაზე არ გვინდა საუბარი.ხო რაც მთავარია ბროუზერები მოაწესრიგეთ და java-ც გქონდეთ კომპში დაინსტალირებული და macromedia flash player-იც.
დრაფტის შემდეგ მალევე დაიწყება სეზონი,ყოველდღე მოგიწევთ სასტავების დაყენება იაჰუს საიტზე.13-დან მხოლოდ 10 შეგიძლია ათამაშოთ,სამი ყველა ვარიანტში სკამზე უნდა იჯდეს.თქვენ ამას დააყენებთ იმის მიხედვით,თუ ვინ თამაშობს იმ დღეს და ვინ არა.შესაბამისად იმ კალათბურთელებს ბენჩზე დასვამთ,ვინც არ თამაშობს.თუმცა შეგიძლიათ ის კალათბურთელებიც დასვათ სკამზე,ვინც თამაშობს,თუ ფიქრობთ,რომ ეს კალათბურთელები ფორმაში არ არიან და მონაცემებს გაგიფუჭებენ.ძაან სისტემატიურად აქტიური კალათბურთელების გაბენჩება რეკომენდირებული არ არის.მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში.ამას მერე თქვენით დაამუღამებთ,რა დროს დასვათ კალათბურთელი სკამზე თუ იმ დღეს თამაშობს და რა დროს არა.
თქვენს გუნდს უნდა დაარქვათ რამე სახელი,მაგალითად მე დავარქვი ჩემს გუნდს el tanke vinsanity,ახლა გადავარქვი el tanke destructive გავხადე

ანუ თქვენ ითვლებით თქვენი გუნდის მენეჯერად და ეს ასეცაა,ამაში მალე დარწმუნდებით,თქვენ ხართ პრეზიდენტი და სატრანსფერო პოლიტიკას და საერთოდ ყველანაირ მენეჯმენტს თქვენ წარმართავთ.
სულ შეგიძლიათ თითო პოზიციის გამოყენება გარკვეული ლიმიტით.მაგალითად sg,pg,g,sf,pf,f შეგიძლიათ გამოიყენოთ სეზონის მანძილზე მარტო 82-ჯერ,ცენტრები კი 164-ჯერ.იქ გექნებათ ოპცია maximum games played და ნახავთ როგორია თქვენი გარღვევა ამ მიმართულებით

თუ წერია პოზიციის გასწვრივ +
8,ეს ნიშნავს,რომ 8 თამაშით მეტი ათამაშეთ ეს პოზიცია და ცოტა ტემპი უნდა შეანელო,ანუ სკამზე დასვა 8-ჯერ ამ პოზიციის კალათბურთელი,თუ არა და სეზონს ნაადრევად დაასრულებ.
დრაფტის დროს უნდა დააკომპლექტო გუნდი თანაბრად,ანუ თითოეული პოზიციის კალათბურთელები უნდა აიყვანო და არა ვთქვათ მარტო ცენტრები და მძიმე ფორვარდები,ან მარტო გამთამაშებლები და ცენტრები და ასე შემდეგ.
ისე კი გირჩევთ პირველ რიგში აიყვანოთ გამთამაშებელი,რადგანაც ფენტეზიში ძაან ღირებული პოზიციაა,სამიანები,პასები,ჩაჭრები და პასები/ბურთის დაკარგვა შეფარდება-აი ამ მონაცემებში მაგრა გაგქაჩავს,პლიუს შეიძლება ქულებიც ბლომად მოგიტანოს,გააჩნია გამთამაშებელს.ანუ ათი მონაცემიდან ხუთს გაძლევს და ამიტომ არის ძალიან ღირებული ფენტეზიში გამთამაშებელი.
სულ არის 10 კატეგორია,რისი მიხედვითაც ითვლება ქულები:
1 points(ქულები)
2 rebounds(მოხსნები)
3 assist(შედეგიანი გადაცემა)
4 block(ბლოკი)
5 steal(ჩაჭრა,მოპარვა)
6 turnover(ბურთის დაკარგვა)
7 fg%(თამაშიდან ნატყორცნის პროცენტულობა)
8 ft%(საჯარიმო სროლების პროცენტულობა)
9 3PT(ჩაგდებული სამქულიანები)
10 assist/turnover a/to (შედეგიანი გადაცემების და ბურთის დაკარგვის შეფარდება)
turnover რაც უფრო ნაკლები გაქვს,მით უფრ კარგია,დანარჩენი მაჩვენებლები რაც უფრო მეტი გაქვს,მით უფრო კარგია.
ჩვენს ლიგას ჰყავს ჩვენი კომისიონერი,ამ შემთხვევაში BASCO,რომელიც ლიგას მეთვალყურეობს და ევალება გარკვეული ტექნიკური საკითხები,მათ შორის ისიც,რომ უსამართლო ტრეიდები არ დაუშვას მოთამაშეებს შორის და დაბლოკოს ასეთი ტრეიდი.ასევე ბანი დაადოს გარკვეულ იუზერს,თუ ის თამაშის ჩაშლას დააპირებს და ასე შემდეგ.
ახლა ქულები როგორ ითვლება:
თითოეული მონაცემის შედეგი ითვლება ცალკე და მერე იკრიბება ათივე კატეგორიის მონაცემები.ავიღოთ ერთერთი კატეგორია,მაგალითად მოხსნები.ვთქვათ ერთ დღეს აიღე მთლიანობაში 25 მოხსნა,ანუ ჩემმა კალათბურთელებმა ერთ დღეს გააკეთეს ყველამ ერთად 25 მოხსნა და ეს შედეგი ამ კატეგორიაში აღმოჩნდა მეორე საუკეთესო მონაცემი,მაშინ შენ გეწერება 19 ქულა და ვინც საუკეთესო იყო ამ კატეგორიაში,მას ეწერება 20 ქულა(20 კაცი ვართ ლიგაში და იმიტომ).ხოლო ვინც ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა ამ კატეგორიაში,მას ეწერაბა 1 ქულა,ვთქვათ 5 მოსნა გააკეთეს შენმა კალათბურთელებმა იმ დღეს და დანარჩებმა ცხრამეტივემ შენზე მეტი გააკეთა,5 მოხსნაზე მეტი,ესე იგი შენ გაქვს 1 ქულა.მემგონი გასაგებია ხო?ანუ საუკეთესოს ეწერება 20 ქულა და ყველაზე სუსტს მაგ კატეგორიაში ეწერება 1,თუ ვიღაცამ გააკეთა 20 მოხსნა და იმ დღეს ეგ იყო მეოთხე შედეგი,მაშინ მას დაეწერება 17 ქულა ამ კონკრეტულ კატეგორიაში.მემგონი გასაგებია

ასე იკრიბება 10-ივე კატეგორიის მონაცემები და გამოდის საერთო ქულა.თეორიულად მაქსიმალური ქულა შეიძლება იყოს 20-ჯერ 10 ანუ 200 ქულა.ეს პრაქტიკულად შეუძლებელია ,ხოლო მინიმალური ზღვარი ქულების კი შეიძლება იყოს 10-ჯერ 1 ანუ 10 ქულა .
ახლა პლიუს/მინუსებს რაც შეეხება.ამან თავის დროზე ჩვენში დიდი კონფუზიები გამოიწვია .ყოველდღე იცვლება თქვენი საერთო ქულათა მონაცემი და ან მეტია,ან ნაკლები წინა დღესთან შედარებით.პლიუსები მწვანე ფერით გამოისახება,მინუსები კი წითელი ფერით.იშვიათად საერთო მონაცემი წინა დღესთან შედარებით არ იცვლება და იწერება 0.
ახლა როგორ ხდება პლიუსების და მინუსების მიღება:
თუ წინა დღეს გქონდა 120 ქულა და დღეს გაქვს 115 და შესაბამისად დაგეწერა -5,ეს იმას კი არ ნიშნავს,რომ დღევანდელი მონაცემებით მოაგროვე 115 ქულა ან გუშინდელ დღესთან შედარებით უფრო ნაკლები ქულები აიღე,არამედ ეს იმას ნიშნავს,რომ შეიძლება მართლაც უფრო ცუდად ითამაშეს დღეს შენმა კალათბურთელებმა გუშინდელთან შედარებით,ან პირიქით უფრო მაგრად ითამაშეს,მაგრამ მაინც მინუსებში გახვედი,რადგანაც სხვების კალათბურთელებმა დაგლიჯეს და გადაგასწრეს მონაცემებში.ანუ იმას ნიშნავს,რომ დღევანდელი მონაცემი ემატება წინანდელ საერთო მონაცემს და ჯამში რა მონაცემიც გამოვა,ის მონაცემი გეწერება დღევანდელ დღეს.შემდეგ ხვალ რამდენ ქულასაც აიღებ,ის ემატება წინა მონაცემებს და გამოდის საერთო მონაცემი,რომელიც გეწერება შესაბამისად ან მეტი(პლიუსები) ან ნაკლები(მინუსები).
უფრო გასაგებად რომ ვთქვა,ასეთ მაგალითს მოვიყვან:
დავუშვათ 10 მონაცემიდან 10-ვეში აიღე 15 ქულა,ესე იგი 10-ვეში გახვედი მეექვსე ადგილზე . შენი საერთო მონაცემი გამოდის 15+15+15+15+15+15+15+15+15+15=150 ქულა.ეს 15 არის ადგილები,(გასაგებია რომ ყველა კატეგორიაში სხვადასხვა ციფრები გექნებათ ძირითადად,მე ყველაზე 15 უფრო სიმარტივისათვის მოვიყვანე)ანუ ოცეულში მერამდენე ადგილზე გახვედი თითოეულ კატეგორიაში.თუ სხვამ შენზე უკეთესი მონაცემები აიღო გარკვეულ კატეგორიაში და ვთქვათ მეექვსეზე კი არა მეცხრე ადგილზე გადახვედით ამ კატეგორიებში ყველაში დავუშვათ ,მაშინ 15-ის ნაცვლად მიიღებთ 12 ქულას და საერთო მონაცემი გამოვა 12+12+12+12+12+12+12+12+12+12=120 ქულა.შესაბამისად 150-სა და 120-ს შორის არის განსხვავება,ამიტომ დაგეწერება -30(ამხელა პლიუს/მინუსები არ ხდება,ეს მაგალითისათვის მოვიყვანე).
ისე კი თავიდან სანამ სატურნირო ცხრილი არ არის მყარი,აქ შესაძლებელია პლიუს/მინუს 20 ან 30-ც კი აიღო,მაგრამ რაც უფრო ხურდება თამაში,მით უფრო ძნელი ხდება მონაცემების შეცვლა და ძირითადად პლიუს/მინუს ხუთში მერყეობს მონაცემთა ცვლილება.
ეხლა რაც შეეხება ტრეიდებს.მოთამაშეებს შეუძლიათ ერთმანეთში ტრეიდები ახორციელონ და მოთამაშეები გაცვალონ,თუმცა დანარჩენ მოთამაშეებს შეუძლიათ vote against მისცენ ამ ტრეიდს და შესაბამისად ვეტო დაედება ამ ტრეიდს.ეს იმ შემთხვებვაში ხდება,თუ არ აწყობთ გარკვეულ მოთამაშეებს კონკურენტის გაძლიერება და თვლიან,რომ ძალიან მოიგებს მათი კონკურენტი ამ ტრეიდით.ვეტოს დასადებად საკმარისია თუ არ ვცდები 7 ხმა.
მოთამაშეებს ასევე შეუძლია თავისუფალი აგენტებიდან(დრაფტის დროს არ აყვანილი ან დრაფტის დროს აყვანილი და მერე გაშვებული) კალათბურთელების დამატება,შესაბამისად საკუთარი როსტერებიდან(შემადგენლობიდან) ვიღაცეების დათმობა მოუწევთ.ერთი/ერთზე მიდის გაცვლები თავისუფალ აგენტებთან,ან ორი/ორზე და ასე შემდეგ,განსხვავებით მოთამაშეებს შორის ტრეიდებისაგან,სადაც თუ გინდა ერთ კალათბურთელს სამში გაცვლი ან ოთხს ერთში.თუ ბევრ თავისუფალ აგენტს აიყვან ,მაშინ შენი waiver priority იზრდება და რაც უფრო მეტი გაქვს ეს მაჩვენებელი,მით უფრო ნაკლები შანსი გაქვს,რომ სხვისი გაშვებული კალათბურთელი აიყვანო შენს რიგებში(თავისუფალი აგენტები არ იგულისხმება).ვთქვათ შენი waiver priority თუ არის 19,მაშინ ეს იმას ნიშნავს,რომ მარტო ერთს აჯობებ აყვანაში,დანარჩენი 18 შენზე პრივილიგირებულია და თუ ერთდროულად წარადგინეთ განაცხადი სხვის მიერ გაშვებული კალათბურთელის აყვანაზე,ესე იგი შენ არანაირი შანსი არა გაქვს,რომ მოიგო ეს ბრძოლა.ვისაც waoiver priority აქვს 1,იმას აქვს პირველი სიტყვის უფლება და თუ მან განაცხადი გააკეთა გაშვებული კალათბურთელის აყვანაზე,მაშინ იქ დამთავრებულია ყველაფერი და ლიგის კომისიონერი უბრალოდ ვალდებულია ამ კაცის როსტერში ჩასვას ეს კალათბურთელი.მოკლედ რაც უფრო ნაკლები გაქვს waiver priority,მით უფრო დიდი შანსი გაქვს აიყვანო სხვისი გაშვებული კალათბურთელი.
არის კიდევ გარკვეული დეტალები და ნიუანსები,მაგრამ ამათზე თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებ . ესეც საკმარისია.დანარჩენს თქვენით მიხვდებით თამაშის პროცესში . წარმატებებს გისურვებთ მომავალ სეზონში .
______________________________
მოვკვდი,აღარ შემიძლია,რამდენი ვწერე
აპლოძისმენტი დამი ი გასპადა . მმმაგარი ვარ

______________________________
პ.ს.მოდერებს ვთხოვ არ გაახურონ,ხვალ დავკეტავ ამ თემას საღამოს.ახლა მინდა რომ ღია იყოს,თუ რამე კითხვა იქნება,აქვე ვუპასუხებ
პატივისცემით ტანკე
This post has been edited by el tanke on 29 Jan 2006, 03:24