IMDB მსახიობზეAllocine.frWikipediaამ რამოდენიმე დღის წინ ფრანგულმა
TV5 თავის ერთ-ერთ პროგრამაში მოიწვია ანი ჟირარდოს ოჯახის წევრები. მათ ისაუბრეს ამ უშესანიშნავესი მსახიობის ჯანმრთელობის დღევანდელ მდგომარეობაზე. მას უკვე რამოდენიმე წელია რაც ალცჰეიმერის დაავადება (ჩვენში ხშირად ამბობენ- სკლეროზი) დაემართა.
ცნობილი ადამიანები მოხუცებულობაში ხშირად მარტო, ყველასგან მიტოვებულიები რჩებიან. რაოდენ სასიამოვნო იყო იმის დანახვა, რომ ოჯახის წევრები ასე განიცდიან თავისი დედის, ბებიის, დიდედას მდგომარეობას.
მოდი ვისაუბროთ გენიალური და უბადლო ანი ჟირადოს შესანიშნავ კინოკარიერაზე.
ანი ჟირადოს სცენური მოღვაწეობა დაიწყო სახელგანთქმული Comedie-Francaise სცენაზე 1954 წელს. მას მერე რაც წარმატებით დაამთავრა პარიზის კონსერვატორიის სამსახიობო ფაკულტეტი.
მისი ეკრანული დებიუტი შედგა 1956 წელს ანდრე იუნებელის ფილმში
Treize à table
[ ადრინდელი ფოტო ფილმიდან
L'Homme aux clefs d'or (1956) ]
თავიდან ის თამაშობდა საკმაოდ ერთფეროვან როლებს.
60-იანი წლების დასაწყისიდან მას კი უკვე იღებენ იტალიის და საფრანგეთის ყველაზე აღიარებული რეჟისორები: ჟან დელანუა, ლუკინო ვისკონტი, როჟე ვადიმი, ტავიანი'ს,
მარიო მონიჩელი

მარკო ფერარის კონტროვერსიულმა ფილმა
ბევრი ემოციები და ვნებები გამოიწვია იმდროინდელ დასავლურ მედიაში. ბევრი მსახიობი ქალი დღესაც ვერ გაბედავს ასეთი როლის თამაშს.
სახელგანთქმული ოსტატის მარსელ კარნეს ფილმში

ლუკინო ვისკონტის (და სხვა იტალიელი ოსტატების ომნიბუსი) "ცოცხლად დამწვარი კუდიანი"
სადაც ის თავის კინოვარსკვლავ დაქალ გლორიას გახდას დაუწყებს მამაკაცების წინ. როცა მას გული წაუვა. [კადრში ჩანს მისი ხელები და უნატიფესი მანგანოს სახე]
სსრკ-ში გადიოდა ანი ჟირადოს ბევრი ცნობილი ფილმი.
თუნდაც ჟული "რაც ოთარი წავიდა" ბერტუჩელის მამის ფილმი-

ყველა ფილმზე საუბარი შეუძლებელია. ანი ჟირადოს კინოკარიერის სრული ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ IMDB-ზე
http://www.imdb.com/name/nm0320760/maindetailsმიუხედავად ავადმყოფობისა ანი ჟირარდო დღესაც აგრძელებს მუშაობას. ავსტრიელი მიხაელ ჰანეკე მისი დიდი თაყვანისმცემელია. ის თამაშობს ჰანეკეს გახმაურებულ ფილმებში
La Pianiste და
Cacheდა რა თქმა უნდა როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ ჟირარდოზე და არ ვისაუბროთ დაუვიწყარ

სადაც ის ჩემის აზრით ერთ-ერთ საუკეთესო როლს ასრულებს მსოფლიო კინო ისტორიაში. ნადია, მისი შესრულებით ეს არის სამსახიობო ოსტატობის ზენიტი.

This post has been edited by highway on 2 May 2007, 17:15