ავტოკონცერნმა BMW-მ გამოაქვეყნა 2005 წლის მონაცემები,რომლის მიხედვითაც,2005 წელს 1,126800 BMW-ს მარკის ატომანქანა, 97 500 მოტოციკლი, 200400 "MINI''-ს ტიპის ავტომობილი და 796 "ფანტომის'' ტიპის როლსროისი გაიყიდა. ამ მაჩვენებელმა 9.9% გადააჭAრბა 2004 წლის მონაცემებს.
როგორც ავტოკონცერნ BMW-ს ხელმძღვანელმა ჰელმუტ პანკემ განაცხადა, 2006 წელს გაყიდვების მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ახალი რეკორდების დამყარების საფიძველი იქნება.
ზომოხსენებული მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ BMW პრემიუმ კლასის ავტომწარმოებლებში მსოფლიო ლიდერობას ინარჩუნებს. აღსანიშნავია რომ ,BMW-ს მარკის სატრანსპორტო საშუალებებიდან ყველაზე დიდი მოთხოვნილება მე-3,მე-5 დამე-7 სერიის ავტომანქანებზეა.
მე-3 სერიის BMW-მ,რომელიც ავტობაზარზე 2005 წლის მარტში გამოჩნდა, გაყიდვის თვალსაზრისით ყველა რეკორდი მოხსნა.
9 თვის განმავლობაში აღნიშნული სერიის 229 900 ავტომობილი გაიყიდა. ასევე დიდი მოთხოვნილება იყო მე-7 სერიის BMW-ზე(50 100 ცალი).
2004 წელთან შედარებით, 2005 წელს BMW X3 -ის რეალიზაცია 10 %-ით გაიზარდა -სულ ლუს 2005 წელს აღნიშნული მოდელის 110 700 ავტომობილი გაიყიდა.
ასევე, დიდი მოთხოვნილება იყო BMW X3-ის "უფროს ძმაზე" BMW X5-ზე, რომლის რეალიზაციამ 2005 წელს 101 500 ერთეული შეადგინა.
2004 წელთან შედარებით, 10.9 % გაიზარდა მე-6 სერიის BMW რეალიზაციაც (23 340 ცალი).ავტობაზარზე წარმატება მოიპოვა BMW-ს პირველმა ჰეჩბეკმა 1 სერიის სახით(149 500 ცალი) . საბოლოო ჯამში კი 2005 წელს 1, 328 000 BMW-ს მარკის სატრანსპორტო საშუალება გაიყიდა.
მიმაგრებული სურათი