მაშ ასე...
კინოთეატრებში გამავალ ამა თუ იმ ფილმზე ხშირია ხოლმე იუზერების მხრიდან სეანსზე ერთად წასვლის სურვილი, რასაც აქვს ხოლმე არაორგანიზებული და ფრაგმეტნული ხასიათი.
მინდა შემოგთავაზოთ, რომ ეს სურვილები იქცეს რეალობად და ერთგვარ ტრადიციად ამ განყოფილებაში და მოვაწყოთ ხოლმე ერთობლივი ვიზიტები სხვადასხვა სეანსებზე კინოთეატრებში.
წესები:1). კინო-შეკრებაზე წამოსვლა შეუძლია ნებიმიერ იუზერს _ როგორც ამ განყოფილების აქტიურ, ისე არააქტიურ წევრს.
2). შეკრებას არ აქვს არც დადგენილი პერიოდულობა და არც სიხშირე, ორგანიზება და კინოში წასვლა შეგვიძლია ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფილმზე; თუმცა ეს არ მოხდეაბ ყოველ მეორე "ხლაპუშკაზე", რომელიც კინოთეატრებში გავა. განყოფილებასა და კინოთეატრების თემაში აქტიურობისდა მიხედვით ადვილად გამოვავლენთ იმ ფილმებს, რომლებიც ყველაზე მეტ ინტერესს იწვევს იუზერებში და რომელზეც ასევე ღირს ერთიანი შეკრების მოწყობა.
3). ფილმს, შეკრების თარიღს, სეანსის საათს და სხვა დეტალებს დავადგენთ უმრავლესობის სურვილის მიხევით, თუმცა იქნება მცდელობა, რომ მაქსიმალურად იქნას გათვალიწსინებული ყველას სურვილი, თავისუფალი დროის გრაფიკი და სხვა საკითხები, რათა ყველა მსურველმა შეძლოს წამოსვლა. აქტიურად გამოვიყენებთ PM_ს, რომ ყოველ მეორე წვრილმანზე არ მოხდეს თემაში ოფფტოპიკების ფრიალი.
4). ბილეთების თანხა შეიკრიბება და ბილეთებს შევიძენთ დაგეგმილი სეანსის წინა დღეს, რაც მაქსიმალურად გამორიცხავს გაუთვალისწინებელ შემთხვევებს, ბოლო წუთებში სირბილებს, რეკვებს, "რიგი დამიკავე"_ებს, "აუ მაგვიანდება"_ებს, "სტუმარი მომივიდა და აღარ მიდის" და სხვ...
5). გარდა კინოთეატრებში გამავალი ფილმებისა შეგვიძლია ინდივიდუალურადაც დავგეგმოთ ფილმების ჩვენება, ვიქირავოთ პატარა კინოთეატრი და მოვაწყოთ საკუთარი სეანსებიც _რაზეც ასევე არაერთხელ იყო განყოფილებაში უშედეგო საუბრები. ეს უფრო ერთმანეთის კარგად გაცნობისა და შეხმატკბილების შემდეგ გახდება შესაძლებელი. :]
6). თემაში აკრძალულია ცალკეული იუზერების მიერ ცალკეული იურზერების მოხმობა ფილმზე წასასვლელად _ პონტის აგდება და არშიყობა PMში
7). "ფუ ამ ფილმზე როგორ მიდიხართ"... "რაში ხარჯავთ ფულს"..."ზოგს რამდენი დრო აქვს", "ჰა რა ქენით უყურეთ გუშინ სვარკას?" და მსგავსი ტიპის გამონათქვამების ავტორებმა იციან რაც უნდა ქნან...
8). შეკრებებზე შეიძლება არაფორუმელი მეგობრების წამოყვანა იმ პირობით, თუ ისინი დაიცავენ ყველა წესს.
9). თემაში განიხილება მხოლოდ შეკრების საკითხები და პოსტშეკრებისეული მოვლენები და შთაბეჭდილებები. ოფფტოპიკები, უბრალოდ, არ იქნება!!!
10). ყოველგვარი კითხვის შემთხვევაში მიკავშირდებით მე ან იმ იუზერს, რომელიც წამოიწყებს რომელიმე სეანსზე წასვლის იდეას და გააკეთებს ორგანიზებას.
დანარჩენი წესები გზადაგზა.
შეკრებების წმიდათაწმიდა მიზნები:1). ფორუმელების მიერ ერთმანეთის (უკეთ) გაცნობა.
2). კინოსგან სიამოვნების მიღება
3). მეტი დასამახსოვრებელი დღე
4). კინოში სიარულის პოპულარიზაცია ფორუმზე და არამარტო ფორუმზე
5). კიდევ ბევრი რამ, რაც თანდათან გამოჩნდება...
ყოველ შეკრებაზე იქნება მეგობრული და კომუნიკაბელური სიტუაცია. "მოვედი-ვუყურე-წავედი-მადლობა ფორუმს" არ იქნება! შეკრებები ემსახურება უპირველეს ყოვლისა ერთმანეთის გაცნობას და მეგობრული ატმოსფეროს ჩამოყალიბებას
სეანსის წინა და სეანსის შემდეგ სმა_ჭამა, ლუდი, გართობა და ტაშ-ფანდური ნებადართულია შეუზღუდავი რაოდენობით.
აბა ჩვენ ვიცით!

ეხლა რაც შეეხება უახლოეს სეანსს...
This post has been edited by SCO on 21 Jul 2010, 00:44